ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2018
ძალაში შესვლა 30.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016459
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/06/2018
matsne.gov.ge 3,147 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2018 მიღება
30.05.2018 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
ნარჩენები
ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე ან მფლობელი ან თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან
მუხლი 2
საყოფაცხოვრებო ნარჩენები
ნარჩენები (გარდა ფეკალური მასებისა და ნახმარი წყლებისა), რომლებიც წარმოიქმნება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შედეგად შენობა-ნაგებობებში, საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში, მათ შორის გაქირავებულ ბინებში, სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებსა და მიწის ნაკვეთებზე, აგრეთვე, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მყოფი ან მოქმედი ნებისმიერი პირის მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს
მუხლი 2
დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენები
საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო დანაწევრების გარეშე არ ეტევა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსში
მუხლი 2
მავნე ნივთიერებები
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საშიში და/ან მავნე ნივთიერებები, რომელთა შენახვა და ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებაც მოსახლეობას არ ეკრძალება
მუხლი 2
ინერტული ნარჩენები
შენობა-ნაგებობების ნგრევის ან რემონტის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები, ამოთხრილი მიწა, აყრილი გზატკეცილი, მშენებლობისას გამოყენებული მასალები და მსგავსი ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა
მუხლი 2
ნარჩენების წარმომქმნელი
პირი, რომლის საქმიანობის შედეგადაც წარმოიქმნება ნარჩენები. სასტუმროებში, საერთო საცხოვრებლებში, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებსა და მსგავს დაწესებულებებში ამ დაწესებულებების მომსახურებით მოსარგებლეთა მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმართ ნარჩენების წარმომქმნელად მიიჩნევა პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ მომსახურებას. თუ ნარჩენები წარმოიქმნება რომელიმე პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ან შენობა-ნაგებობაში მესამე პირის მიერ მესაკუთრის ამ მოსარგებლის დავალებით ან ნებართვით, ნარჩენების წარმომქმნელად ითვლება მესაკუთრე ან მოსარგებლე პირი
მუხლი 2
ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები
სანაგვე კონტეინერები, ურიკები, ურნები, საცხოვრებელი სახლების სანაგვე ბუნკერები, ნაგავმზიდი მანქანები და ა.შ.
მუხლი 2
ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი სათავსები
ურნები, რომლებიც განთავსებულია ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში
მუხლი 2
დაგვა-დასუფთავება
მექანიკური ან ხელით დაგვა, მორეცხვა, მოხვეტა, მორწყვა
მუხლი 2
მომხმარებელი
პირი, რომელიც სარგებლობს ამ წესით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე მომსახურებით
მუხლი 2
პასუხისმგებელი სუბიექტი
ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალური სამსახური ან სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე მომსახურებას ან სამუშაოს
მუხლი 2
ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილი
სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილია ნარჩენების განსათავსებლად ან/და გასაუვნებლებლად
მუხლი 2
ნარჩენების გაუვნებლება
ნარჩენების დამუშავება, მათ შორის, ნარჩენების დაწვა სპეციალურ დანადგარებში, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა - დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.09.2014 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 23.02.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ 88% 31.07.2015 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ 87% 12.12.2014 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ 86% 17.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56 2018 წლის 30 მაისი ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის  „ნარჩენების მართვის კოდექსი“  მე-6 მუხლის მე-8 ნაწილის, მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის,  „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ლი აპრილის №159 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესი დანართის შესაბამისად. (დანართი დადგენილებას თან ერთვის) მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზების სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №70 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი ნარჩენების, მოსახლეობისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი საყოფა­ცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და ნარჩენების საბოლოო განთავსებას  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საფუძველზე. 2. ეს წესი არ ვრცელდება ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებლად აკრძალული მავნე ნივთიერებების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიური ნარჩენების შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, გაუვნებლებასა და საბოლოო განთავსებაზე.  ეს საკითხები რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 3. ქალაქ ქუთაისში გარემოს უსაფრთხოებისა და სანიტარიული სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად, ვალდებულია ქალაქის ქუჩებისა და სხვა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაგვა-დასუფთავების, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი, იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, მათი საბოლოო განთავსებისა და გაუვნებლების, ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილების მოვლა-პატრონობის ორგანიზებასა და ამ წესით დადგენილი ნორმების დაცვის ზედამხედველობაზე. 4. ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებას, ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების, მოსახლეობის, იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას,  საბოლოო განთავსებასა და გაუვნებლებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური სამსახურის მეშვეობით ან ამ მომსახურების მუნიციპალური შესყიდვით. 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ მომსახურების ორგანიზაციული ხელშეწყობითა და წინამდებარე და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების შესრულების შესაბამისი ადმინისტრირებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა  განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე ან მფლობელი ან თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან; ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენებინარჩენები (გარდა ფეკალური მასებისა და ნახმარი წყლებისა), რომლებიც წარმოიქმნება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შედეგად შენობა-ნაგებობებში, საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში, მათ შორის გაქირავებულ ბინებში, სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებსა და მიწის ნაკვეთებზე, აგრეთვე, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მყოფი ან მოქმედი ნებისმიერი პირის მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს; გ) დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო დანაწევრების გარეშე არ ეტევა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსში; დ) მავნე ნივთიერებები – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საშიში და/ან მავნე ნივთიერებები, რომელთა შენახვა და ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებაც მოსახლეობას არ ეკრძალება; ე) ინერტული ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის ან რემონტის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები, ამოთხრილი მიწა, აყრილი გზატკეცილი, მშენებლობისას გამოყენებული მასალები და მსგავსი ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა; ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგადაც წარმოიქმნება ნარჩენები. სასტუმროებში, საერთო საცხოვრებლებში, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებსა და მსგავს დაწესებულებებში ამ დაწესებულებების მომსახურებით მოსარგებლეთა მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმართ ნარჩენების წარმომქმნელად მიიჩნევა პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ მომსახურებას. თუ ნარჩენები წარმოიქმნება რომელიმე პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ან შენობა-ნაგებობაში მესამე პირის მიერ მესაკუთრის ამ მოსარგებლის დავალებით ან ნებართვით, ნარჩენების წარმომქმნელად ითვლება მესაკუთრე ან მოსარგებლე პირი; ზ) ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები – სანაგვე კონტეინერები, ურიკები, ურნები, საცხოვრებელი სახლების სანაგვე ბუნკერები, ნაგავმზიდი მანქანები და ა.შ.; თ) ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი სათავსები – ურნები, რომლებიც განთავსებულია ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში; ი) დაგვა-დასუფთავება – მექანიკური ან ხელით დაგვა, მორეცხვა, მოხვეტა, მორწყვა; კ) მომხმარებელი – პირი, რომელიც სარგებლობს ამ წესით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე მომსახურებით; ლ) პასუხისმგებელი სუბიექტი – ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალური სამსახური ან სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე მომსახურებას ან სამუშაოს; მ) ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილია ნარჩენების განსათავსებლად ან/და გასაუვნებლებლად; ნ) ნარჩენების გაუვნებლება – ნარჩენების დამუშავება, მათ შორის, ნარჩენების დაწვა სპეციალურ დანადგარებში, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით. მუხლი 3🔗. ურთიერთობები და უფლება-მოვალეობები ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, საბოლოო განთავსების, გადამუშავებისა და გაუვნებლების პროცესებში 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მყოფი ყველა ადამიანი, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა იურიდიული პირი (მისი ფილიალი, ან სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი), ორგანიზაცია და დაწესებულება წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელს. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმომქმნელთა რეესტრს აწარმოებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. ნარჩენების წარმომქმნელთა რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება ამ სამსახურის დებულების საფუძველზე დამტკიცებული ინსტრუქციით. 2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ყველა წარმომქმნელი ვალდებულია და უფლება აქვს, ისარგებლოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების მომსახურებით ამ წესებით განსაზღვრული პირობებით. 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების უფლება აქვს:    ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირს; გ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით. 4. ინერტული ნარჩენების ნებისმიერი წარმომქმნელი ვალდებულია, თვითონ უზრუნველყოს ამ ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ან, თუ არა აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება, გადასცეს ეს ვალდებულება სხვა პირს, რომელიც იქნება კანონთან შესაბამისობაში. 5. ისეთი ნარჩენების ნებისმიერი წარმომქმნელი, რომელთა შეგროვება, ტრანსპორტირება და გაუვნებლება ამ წესით არ რეგულირდება, ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, საბოლოო განთავსება და გაუვნებლება თავისი ძალებით ან მესამე პირთა მეშვეობით, შესაბამისი კანონმდებლობის ნორმების ზუსტი დაცვით. 6. პირი, რომელიც პასუხიმგებელია ნარჩენების ტრანსპორტირებაზე, ვალდებულია ეს პროცესი განახორციელოს ისე, რომ ნარჩენების ტრანსპორტირებამ არ გამოიწვიოს ამ ნარჩენებით ან მათგან გამომდინარე ნივთიერებებით ტრანსპორტირების  მარშრუტზე გარემოს, მათ შორის ატმოსფეროსა და სავალი გზის საფარის რაიმე დაბინძურება. 7. ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილი (ადგილები) დგინდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით. აკრძალულია ნარჩენების საბოლოო განთავსება და გაუვნებლება (მათ შორის ნარჩენების დაწვა) სხვაგან, გარდა ამ ადგილებისა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების საბოლოო განთავსება დასაშვებია მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სპეციალურად საამისოდ დადგენილ ადგილებში. ინერტული ნარჩენის  საბოლოო განთავსება, გარდა ზემოაღნიშნულისა, დასაშვებია მათი წარმომქმნელის ან მესამე პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებზეც იმ პირობებით, რომ ეს ნარჩენები გამოყენებულ იქნება ინერტულ მასალად ამავე ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობაზე, ან მეორად სამრეწველო ნედლეულად და მათი განთავსება არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას. 8. ნარჩენები წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას: ა) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – მათი განთავსების მომენტიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსში; ბ) ინერტული ნარჩენები – მათი განთავსების მომენტიდან ნარჩენების საბოლოო განთავსების იმ ადგილებზე, რომლებიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქვემდებარეა. 9. საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ამ ადგილებში ნარჩენების გადამუშავებისა და გაუვნებლების უფლება აქვს მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  მიერ საამისოდ უფლებამოსილ სუბიექტს. ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილების მოვლა-პატრონობის, ამ ადგილებში ნარჩენების გადამუშავებისა და გაუვნებლების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტსა (ქალაქ ქუთაისის მერის სახით) და ამ სუბიექტს შორის. 10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება, საბოლოო განთავსება და გაუვნებლება, საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება ფინანსდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ადგილობრივი ბიუჯეტის გარკვეული ხარჯების კომპენსაციის მიზნით, შემოიღოს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 12🔗​1) შესაბამისად. 11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინერტული ნარჩენების ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების ხარჯებს ამ მომსახურების შემსრულებელს უნაზღაურებს ინერტული  ნარჩენების წარმომქმნელი. მუხლი 4🔗. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები და მათი გამოყენების წესები 1. ქუჩებსა და მასობრივი თავშეყრის სხვა ღია ადგილებში სანიტარიული სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი განალაგებს დეკორატიულ ურნებს – ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობის სათავსებს, რომლებიც განკუთვნილია ამ ადგილებით მოსარგებლე ადამიანების მიერ წარმოქმნილი წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად. აკრძალულია ასეთი სათავსების გამოყენება მოსახლეობის ან იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ან ინერტული ნარჩენების შესაგროვებლად. 2. საცხოვრებელ სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებში, სადაც არის სტაციონარული სანაგვე ბუნკერები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, გარდა დიდგაბარიტიანი, საშიში ნივთიერებების შემცველი და ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა, უნდა შეგროვდეს მხოლოდ ამ ბუნკერებში. 3. ისეთ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებსაც სტაციონარული სანაგვე ბუნკერი არა აქვს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი  საცხოვრებელი სახლების ეზოებში, სავალი გზების ნაპირებზე ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში განალაგებს სანაგვე კონტეინერებს. 4. იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებულნი არიან, იქონიონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი საკუთარი სათავსები და აცნობონ მათი განლაგების ადგილების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს. ასეთი სათავსები უნდა განლაგდეს მათი მფლობელების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს საცავთან ნაგავმზიდი მანქანით დაუბრკოლებლად მისვლა. თუ ეს შეუძლებელია და აუცილებელია სათავსის განლაგება საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილზე, საჭიროა განლაგების ადგილის შეთანხმება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის   შესაბამის სამსახურთან. 5. საზოგადოებრივი სარგებლობის ურნებისა და მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შესაგროვებელი სანაგვე კონტეინერების კონსტრუქციას, ზომებსა და განლაგების ადგილს ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შეაბამისი სამსახური. თუ იურიდიული პირი, ორგანიზაცია, ან დაწესებულება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსს განალაგებს საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილზე, ეს სათავსი კონსტრუქციითა და ზომებით ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები. 6. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში განლაგებული ურნები და მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შესაგროვებელი სანაგვე კონტეინერები არის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  საკუთრება ან მის სარგებლობაში არსებული ქონება. 7. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების შეგროვება, სითხეების ჩასხმა, თოვლისა და ყინულის ჩაყრა და სხვა ისეთი ნივთების ან ნივთიერებების განთავსება, რომლებმაც საცავის დაზიანება, ან უჩვეულო დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს. 8. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ნარჩენების   ჩაწნეხა, დაქუცმაცება, დაწვა ან ქიმიკატებით დამუშავება. 9. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების გამოყენება ინერტული ნარჩენების, საშიში ნივთიერებების შემცველი და/ან დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად. ასეთ სათავსებში ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში. 10. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებიდან ნარჩენების ნაგავმზიდ მანქანაში გადატვირთვა, სათავსების განლაგების ადგილის დაგვა-დასუფთავება, როცა ეს საჭიროა ნარ­ჩენების გადატვირთვის შედეგად ამ ადგილის დაბინძურების გამო, სათავსების (გარდა სტაციონა­რუ­ლი სანაგვე ბუნკერებისა) პერიოდული წმენდა ევალება შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს. 11. იმ შენობის მესაკუთრე (მესაკუთრეები) ან მოსარგებლე, რომელსაც აქვს სტაციონარული სანაგვე ბუნკერი, ვალდებულია, ყოველთვიურად უზრუნველყოს ბუნკერის დეზინფექცია და დერატიზაცია, ხოლო ზაფხულის თვეებში – ასევე დეზინსექცია. 12. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ნარჩენების საცავის მფლობელი (მოსარგებლე) ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სამსახურს სათავსის დაკარგვის, მისი განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შესახებ. იგი ვალდებულია აგრეთვე, შეცვალოს დაკარგული საცავი ახლით ან აღადგინოს დაზიანებული საცავი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიწერილობით, განსაზღვრულ ვადებში. მუხლი 5🔗. ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება 1. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება გულისხმობს ამ ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნაგვის, შლამის, მცირე ზომის ქვების, ცხოველური ექსკრემენტების, მცენარეთა ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების, მათ შორის მცენარეთა გადაბელვის, ან თიბვის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ერთად მოგროვებასა და ტერიტორიისათვის მოცილებას. 2. დაუშვებელია დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება. დაგვა-დასუფთავება არ უნდა იწვევდეს გარემოს დამტვერიანებას. 3. დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. 4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებელია ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სამანქანო და ქვეითად სავალი ქუჩების, გზების, მოედნების, ტროტუარების, კიბეების, ხიდების, გვირაბების, მათი გამყოფი და მიმდებარე გამწვანების ზოლების, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ან განხორციელების ორგანიზებაზე. 5. ქალაქ ქუთაისში მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობით დაგვა-დასუფთავებას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალსა და მათი დაგვა-დასუფთავების გრაფიკს, მერის წარდგენით, ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 6. თუ ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ესა თუ ის ტერიტორია რომელიმე ფიზიკური, ან იურიდიული პირის საკუთრებაში, ან სარგებლობაშია, ან მისი მოვლა-პატრონობა ევალება რომელიმე ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს, ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელია ეს პირი და იგი ვალდებულია, სისუფთავეში იქონიოს ეს ტერიტორია. 7. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ეს ნარჩენები შეაგროვოს ერთად, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ სათავსში ან მის გარეშე ისე, რომ არ მოხდეს გარემოს დაბინძურება შეგროვებულ ნარჩენებზე ქარის, ატმოსფერული ნალექების ან ცხოველებისა და ფრინველების ზემოქმედებით. ქუჩებსა და საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება საცავს გარეთ, მოკლე პერიოდით (არაუმეტეს 3 საათისა), შეუძლია მხოლოდ იმ სუბიექტს, რომელიც პასუხისმგებელია ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე. ყველა სხვა შემთხვევაში დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში, ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში შეგროვება დაუშვებელია. 8. იმ ობიექტების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას, რომლებზეც ვრცელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა, ახორციელებს ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. 9. ადგილებიდან, სადაც დაშვებულია ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსებში, ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად იმ სუბიექტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. 10. ადგილებიდან, სადაც დაუშვებელია ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსებში, ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხორციელდება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან განცალკევებით იმ სუბიექტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. ასეთ ადგილებში დაგვა–დასუფთავებით ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ამგვარი ნარჩენების შეგროვებისთანავე ტელეფონით აცნობოს მათი წარმოქმნისა და შეგროვების ადგილის შესახებ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, არაუგვიანეს სატელეფონო შეტყობინების მიღების მომდევნო სამუშაო დღისა, ტელეფონითვე აცნობოს ნარჩენების წარმომქმნელს ამ ნარჩენების გატანის ზუსტი დრო და სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება. მუხლი 6🔗. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება 1. მომხმარებელი ვალდებულია, საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეაგროვოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დადება ქუჩაში, ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში, მათი ჩაყრა მდინარეებში, არხებში, ხევებში და ა.შ. 2. მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება ხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ ადგილებში განლაგებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან შენობების სანაგვე ბუნკერებში. აკრძალულია საცხოვრებელ ბინებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილ სათავსებში. 3. იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები მათ მიერ წარმოქმნილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ საკუთარ სათავსებში. ამ პირებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილ ან მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში. 4. ქალაქ ქუთაისის იმ ადგილებში, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსები არ დგას, მომხმარებელმა ნარჩენები უნდა მიიტანოს და ჩაცალოს ნაგავმზიდ მანქანაში. აკრძალულია შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების უმეთვალყურეოდ დატოვება ნაგავმზიდი მანქანის დგომის ადგილზე. 5. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში ინერტული ნარჩენების, მიწის, ქვების და ისეთი სახის ნარჩენების შეგროვება, რომელთა სათავსში მოთავსება მათი ფიზიკური მდგომარეობის, ან გაბარიტების გამო არ ხერხდება ან რომელთა ასეთ სათავსებში მოთავსებაც გამოიწვევს სათავსის დაზიანებას, ან უჩვეულო დაბინძურებას. 6. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში მავნე ნივთიერებების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების შეგროვება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, ან მათგან განცალკევებით. 7. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის პირობებით. 8. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას ახორციელებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი სუბიექტი გრაფიკით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. 9. ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე, ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი და წინამდებარე ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონშესაბამისი ღონისძიებები საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148-ე მუხლის, ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-10 თავის შესაბამისად. მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება 1. აკრძალულია დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში, ან საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში. 2. დიდგაბარიტიანი ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დაბინძურდეს მიმდებარე ტერიტორია. დაშლილი ნარჩენები მაგრად უნდა შეიკრას და თუ ეს აუცილებელია გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, უნდა შეიფუთოს. 3. დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ტრანსპორტირებამდე უნდა ინახებოდეს მის წარმომქმნელთან. 4. დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას ახორციელებს სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. ამგვარი ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ტელეფონით აცნობოს მათი წარმოქმნის, დაახლოებითი გაბარიტებისა და წონის შესახებ აღნიშნულ სუბიექტს. 5. ადგილებიდან, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ ღია სატვირთო მანქანებით, დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. 6. ადგილებიდან, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ სპეციალიზებული დახურული ნაგავმზიდი მანქანებით, დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება ცალკე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ ნარჩენების წარმომქმნელისაგან სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. ეს სუბიექტი ვალდებულია, ტელეფონით აცნობოს ნარჩენების წარმომქმნელს მათი გატანის ზუსტი დრო არაუგვიანეს გატანის წინა დღისა. მუხლი 8🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება 1. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენები წარმომქნელმა უნდა შეაგროვოს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში სხვა ნარჩენებისაგან განცალკევებით და ტრანსპორტირებამდე უნდა შეინახოს თავისთან, ცხოველების, ფრინველებისა და მესამე პირთათვის მიუწვდომელ დახურულ სათავსში. აკრძალულია ამგვარი ნარჩენების შეგროვება სხვა სახის ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან ამგვარ ნარჩენებიანი ჭურჭლის უმეთვალყურეოდ დატოვება საზოგადოებრივი სარგებლობის ან სხვა ღია ადგილებში. 2. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებაზე პასუხისმგებელია სუბიექტი, რომელსაც გააქვს შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ სპეციალიზებული ტრანსპორტით. 4. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ტელეფონით აცნობოს მათი წარმოქმნის შესახებ ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე ტელეფონითვე აცნობოს ნარჩენების წარმომქმნელს მათი გატანის ზუსტი დრო და უზრუნველყოს ამ ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება არაუგვიანეს სატელეფონო შეტყობინების მიღების მომდევნო სამუშაო დღისა. 5. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნარჩენების წარმომქმნელმა მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანოს სპეციალიზებულ ტრანსპორტთან. აკრძალულია ნარჩენების უმეთვალყურეოდ დატოვება ასეთი ტრანსპორტის სადგომთან მის მოსვლამდე ან მისი წასვლის შემდეგ. ტრანსპორტის დათქმულ დროს მიუსვლელობის შემთხვევაში, ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, უკან წაიღოს მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, შეინახოს დადგენილი წესით და ტელეფონით აცნობოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ტრანსპორტის მიუსვლელობის შესახებ. მუხლი 9🔗. ინერტული ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება 1. ინერტული ნარჩენების წარმომქმნელია პირი, რომლის საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე, ან/და შენობა-ნაგებობაში ამ პირის მიერ უშუალოდ, ან მესამე პირთა მეშვეობით სრულდება სამუშაოები ინერტული ნარჩენების წარმოქმნით. 2. ინერტული  ნარჩენების წარმომქმნელი  ვალდებულია, ამ ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების პროცესში ინერტული ნარჩენები შეაგროვოს ერთად, მისსავე ტერიტორიაზე. თუ ინერტული ნარჩენების შეგროვება ამ წესით შეუძლებელია და ამ მიზნით აუცილებელია ქუჩის სავალი ნაწილის, ტროტუარის ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილის გამოყენება, ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ეს საკითხი შეათანხმოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  მერიის შესაბამის სამსახურთან. 3. ინერტული ნარჩენები უნდა შეგროვდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს მიმდებარე ტერიტორიებისა და გარემოს დაბინძურება, მათ შორის ატმოსფერული ნალექების, ქარის, ცხოველებისა და ფრინველების ზემოქმედებით. 4. დასაშვებია ინერტული ნარჩენების შეგროვება ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, იმ პირობით, რომ საერთო მასაში ინერტული ნარჩენების წილი არ იყოს 10 პროცენტზე მეტი. ყველა სხვა შემთხვევაში აკრძალულია ინერტული ნარჩენების შესაგროვებლად საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების გამოყენება. 5. ინერტული ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ამ ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს ინერტული ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება საკუთარი ხარჯით. 6. შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი სუბიექტი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ინერტული ნარჩენების წარმომქმნელი, უზრუნველყოს ინერტული ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება. ამ მომსახურების ღირებულებას მას უნაზღაურებს ინერტული ნარჩენების წარმომქმნელი. მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა ქალაქ ქუთაისში სანიტარიული დასუფთავების წესების დარღვევაზე, წესების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა 1. ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მყოფი, ან მოქმედი ნებისმიერი ადამიანი, ან იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას ამ წესების მოთხოვნები. 2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების საცავის მითვისება, მოპარვა, განზრახ, ან გაუფრთხილებ­ლობით დაზიანება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მომხმარებლის, ან პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ, ამ წესების დარღვევა იწვევს ადმინის­ტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის შესაბამისად. 4. თუ ამა თუ იმ პირის მიერ, ამ წესების დარღვევით ზიანი მიადგება მესამე პირს, სასჯელის, ან ადმინისტრაციული სახდელის მოხდა არ ათავისუფლებს დამრღვევს მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს არა აქვს უფლება, არ მოითხოვოს ამ წესების დარღვევით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 6. პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ, ამ წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის მოხდა არ ათავისუფლებს მას ქალაქ ქუთაისის მინიციპალიტეტის დადებული ხელშეკრულებით ასეთი დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციისაგან. 7. ამ წესების დაცვაზე ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებენ პასუხისმგებელი სუბიექტები, რომლებსაც ევალებათ ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება. დარღვევის გამოვლენისთანავე, ეს სუბიექტები ვალდებულნი არიან, აცნობონ ამის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, რომელსაც ევალება ამ წესების დაცვაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა. 8. წინამდებარე წესების ნორმების დაცვაზე საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი მერიის შესაბამისი სამსახური. 9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადმინისტრაციული ზედამხედველობის განხორციელების ფორმები და პირობები განისაზღვრება ამ სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მინიციპალიტეტის საკრებულო და ამ დებულების საფუძველზე დამტკიცებული ინსტრუქციებით.