„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№209
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017100
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №209

2018 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:

1. 81-ე მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444, 664, 912, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 153-ე, 1531, 1535 1537, 1538, 1541, 1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი-მე-10  და მე-13 - მე-14 ნაწილებით, 1555, 1556  მუხლის პირველი,  მე-2 და მე-4 ნაწილებით, 157-ე , 1571 – 1574, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 16510, 1715, 17714, 178-ე, 1793, 1911, 194-ე, 195-ე მუხლებითა და  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

5. საგადასახადო ორგანო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 1537 და 1538 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი-მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2  ნაწილებით, 157-ე , 165-ე და  16510 მუხლებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 17714, 1793, 1911, 194-ე, 195-ე მუხლებითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში, ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 და 1538 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი - მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 17714 და 1911 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას.“.

2.  82-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას და უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 და 1538 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი - მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 1911 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე და აღნიშნული  დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებით (ფოტო ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით), ოქმი ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე