„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017670
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №82

2023 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:

1. 81- მუხლის:

პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით ან „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.“;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანოები (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​​​10, 42​​​11, 44​​​​​4 და 91​​​​​2 მუხლებით, 135​​​​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153​​​​​1, 153​​​​​5, 153​​​​​7, 153​​​​​8, 15310–153​​​​​12, 154​​​​​​1, 154​​​​​2, 155​​​​​​1–155​​​​​3, 155​​​​​​5 და 155​​​​​​6 მუხლებით, 155​​​7 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 155​​​​​10, 157-ე, 157​​​​​​1–157​​​​​4, 158-ე, 158​​​​​1, 1594, 163-ე, 164-ე, 164​​​​​4, 165-ე–165​​​​​3, 165​​​​​10 და 165​​​​​1​​​​​1 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილით, 171​​​​​​5, 174​​​17, 1764, 1765, 177​​​​​​14, 177​​​15, 178-ე, 179​​​​​3, 195-ე მუხლებით,  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​​​​2 მუხლის მე-2 პუნქტით და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

5. საგადასახადო ორგანო (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​10 და 42​11 მუხლებით, 135​​​​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153​​​​7, 153​​​​8 და 153​​​​10–153​​​​12 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 155​​​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე, 165-ე, 16510 და 16511 მუხლებით, 171​​​5 მუხლის მე-3, მე-7, 8​​​1 და 8​2 ნაწილებით, 174​17, 1764, 1765, 177​​​14, 17715,  179​​​3, 195-ე მუხლებით,  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​2 მუხლის მე-2 პუნქტით  და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით.“;

მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) და 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​​​​​10 მუხლით, 135​​​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153​​​​​​7, 153​​​​​​8 და 153​​​10–153​​​12 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით,  155​​​5 მუხლით, 155​​​​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​​​​5 მუხლის მე-3, მე-7, 8​​​1 და   8​2 ნაწილებით, 174​​​​17, 1764, 1765, 177​​​​​14, 177​​15 და 191​​​​​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას.  სამართალდამრღვევს, ასევე ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) და 51 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ ეგზავნება მის განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ უფლებამოსილი თანამდებობის პირის დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.

2. 82- მუხლის:

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  თუ სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას და უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე, ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 და 1538, 15310 – 15312  მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715  მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 1764,  1765   და  1911 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე და აღნიშნული დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებით (ფოტო ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით), ოქმი ჩაბარებულად ითვლება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის მე-2 ნაწილით და 17714 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით/საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შესაძლებელია დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით). ამასთან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმი ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (https://rama.moh.gov.ge/) გამოქვეყნების დღის 24:00 საათიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევმა უარი განაცხადა თუ არა ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე.“;

მე-8 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე –  ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ. ხოლო, როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას – ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის – გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (თუ სამართალდამრღვევი გადასახადის გადამხდელია) და ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. თუ ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ოქმი განმეორებით იგზავნება მისი შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე. გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ოქმი საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. ამასთან, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ოქმი ჩაბარებულად ითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;“.

3.  დანართი №31 და დანართი №311  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №31) და სააღსრულებო ფურცელი (დანართი №311) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2023 წლის 1 მაისამდე.
მუხლი 3
საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, 2023 წლის 1 მაისამდე გამოიყენოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებამდე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №31) და სააღსრულებო ფურცელი (დანართი №311).
მუხლი 4
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (2)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №311

https://matsne.gov.ge/images-app/documentImage?img=/3820914.png

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  შემოსავლების სამსახური

ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო    ფ უ რ ც ე ლ ი

___________________________________________________________________________

სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე №_____________________________

                                                                                                            ოქმის/დადგენილების ნომერი   

__________________________________________________

  ოქმის შედგენის/დადგენილების გამოტანის თარიღი         

_______________________________________

     კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი

ოქმის/დადგენილების შინაარსი:

_______________________________________________________________  დაედო

                          სამართალდამრღვევის სახელი, გვარი/საიდენტიფიკაციო ნომერი

ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა     კოდექსის/„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის“ _______________________________   და დაეკისრა

                                                                                     მუხლი, მუხლის ნაწილი/პუნქტი          

ადმინისტრაციული სახდელი               

ჯარიმა _____________________ (___________________________) ლარის ოდენობით;

                         ციფრებით                                           სიტყვიერად

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

სახელმწიფო ბიუჯეტი:

ერთიანი ანგარიში № ____________________________________

სახელმწიფო ხაზინა № __________________________________

სახაზინო კოდი № ______________________________________

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

მისამართი: ___________________________________________________________

პირადი ან/და საიდენტიფიკაციო

     №_____________________________________________________________

სხვა რეკვიზიტები:

___________________________________________________________________________

---------------------------------------------------- 

     სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი:

________________

ხელმოწერა                                      

ნორმატიული-აქტი-3

დანართი №31

შემოსავლების სამსახური

–––––––––––––––––––––––––––­­­­­­­­­­­­­­–––––––––––––––

(საგადასახადო/საბაჟო ორგანოს დასახელება)

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

სერია -------- N 000000

1. ----------- -------------------------------- 20--- წ.       2. ---------------------------------------------------------

ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                                    (ოქმის შედგენის ადგილი)

3. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

4. დავადგინე, რომ -------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)

5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის/„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის“ ------------------- მუხლით/მუხლის --------- ნაწილით/პუნქტით.

6. მონაცემები დამრღვევის შესახებ: -----------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, მისამართი)

სამართალდამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.

7. მოწმე: /-------------------/                                    ----------------------------------------------------------

                  (ხელმოწერა)                                                   (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი)

8. ოქმის შემდგენელი პირი: /------------------/ ----------------------------------------------------

(ხელმოწერა)                                 (სახელი, გვარი)

9. სამართალდამრღვევი: /------------------/ ----------------------------------------------------------------

                                                 (ხელმოწერა)                                           (სახელი, გვარი)

10. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------------------------------------

                                             (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

11. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: -----------------------------------------------------------------

12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: -------------------------------------------------------------

13. შეფარდებულია ადმინისტრაციული სახდელი: ---------------------------------------------------------

                                                                                                (ჯარიმის თანხა - ციფრებით და სიტყვიერად)

14.  შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ოქმი, რომლითაც შეფარდებულია ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით -სასამართლოში: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(დასახელება და მისამართი)

დამკვეთი:

დამამზადებელი:  

სემგს-ს რეგისტრაციის №