„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№150
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017587
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №150

2022 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 81-ე მუხლის:

1. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანოები (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, 44​​4 და 91​​2 მუხლებით, 135​​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153​​1, 153​​5, 153​​7, 153​​8, 15310–153​​12, 154​​​​1, 154​​2, 155​​​​1–155​​3, 155​​​​5 და 155​​​​6 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 155​​10, 157-ე, 157​​​​1–157​​4, 158-ე, 158​​1, 1594, 163-ე, 164-ე, 164​​4, 165-ე–165​​3, 165​​​10 და 165​​​1​​​1 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილით, 171​​​​5, 17417, 1764, 1765, 177​​​​14, 17715, 178-ე, 179​​3, 195-ე მუხლებითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​​2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

5. საგადასახადო ორგანო (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​10 და 42​11 მუხლებით, 135​​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153​​​​7, 153​​​​8 და 153​​​​10–153​​​​12 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 1555 მუხლით, 155​​​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე, 165-ე, 16510 და 16511 მუხლებით, 171​​​5 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 8​2 ნაწილებით, 174​17, 1764, 1765, 177​​​14, 17715, 179​​​3, 195-ე მუხლებითა და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​2 მუხლის მე-2 პუნქტით.“.

2. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საბაჟო დეპარტამენტი:

ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავს და ადმინისტრაციულ სახდელს ადებს იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​10 მუხლით, 42​11 მუხლის პირველი–21 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 1271 მუხლის მე-2, 3​1 და 32 ნაწილებით, 129​​​​1 მუხლით, 1553 მუხლის პირველი–მე-6 და მე-7–მე-10 ნაწილებით, 155​​​​5 მუხლით, 155​​​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 171​​​5 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 8​2 ნაწილებით, 17417, 17715, 1793, 191​​​1 და 194-ე მუხლებით;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს და შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვისთვის უგზავნის რაიონის (ქალაქის) სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 44​​4 და 91​​2 მუხლებით,  913 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლით, 1551 და 1552 მუხლებით, 155​​3 მუხლის მე-11–მე-20 ნაწილებით, 155​​​​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155​​9, 155​​10, 157​​​​1–157​​3, 158-ე, 1594, 163-ე, 164-ე, 171​​​​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 − მე-6, მე-8 და მე-9, მე-10, მე-11 − მე-18 ნაწილებით.“.

3. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტითა და 51 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​​​10 მუხლით, 135​​​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153​​​​7, 153​​​​8 და 153​​​10–153​​​12 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155​​​5 მუხლით, 155​​​​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​​​​5 მუხლის მე-3, მე-7, 81 და 8​2 ნაწილებით, 174​​17, 1764, 1765, 177​​​14, 177​​15 და 191​​​1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც, თუ ეს სამართალდარღვევები არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას.

8. ამ მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ ეგზავნება მის განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი