სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
ორი ათას თვრამეტი წლის ოცდახუთ მაისს სს „საქართველოს ბანკის“ (ს/კ: 204378869) (შემდგომში – „საზოგადოება“) აქციონერის – სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ: 405103034) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის სახით , მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და , შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. „საზოგადოების“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების დამტკიცების შესახებ;
2. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. დამტკიცდეს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2(ორი) წევრის, კიმ ბრედლის (პ/ნ: 711506804) და დევიდ მორისონის (პ/ნ: 00710059969) გადადგომა;
2. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობიდან კიმ ბრედლისა და დევიდ მორისონის გადადგომა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და ამ მიზნით ნატო კოკოლაშვილს (პ/ნ:01021015266) მიენიჭოს სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რათა მან უზრუნველყოს საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ზემოაღნიშნული ცვლილებების რეგისტრაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის წინამდებარე გადაწყვეტილების) წარდგენა და ყველა სხვა საჭირო მოქმედების განხორციელება.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
ორი ათას თვრამეტი წლის ოცდარვა მაისს სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ №405103034, იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი,გაგარინის 29ა) (შემდგომში– „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ბ-ნი ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით(რწმუნებულება, გაცემული 2015 წლის 1 ივნისს სს „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ი. გილაურის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №150561560), მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. ბანკის 2017 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;
2. დირექტორატის ანგარიში ბანკის 2017 წლის საქმიანობის შესახებ;
3. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;
4. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
5. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
1 საკითხი – ბანკის 2017 წლის აუდიტორული შედეგების დამტკიცების შესახებ:
1. დამტკიცდეს აუდიტორული კომპანია შპს „იუაი საქართველოს“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა და ბანკის 2017 წლის ფინანსური ანგარიში.
2 საკითხი – დირექტორატის ანგარიში ბანკის 2017 წლის საქმიანობის შესახებ:
1. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2017 წლის საქმიანობის შესახებ.
3 საკითხი – მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:
1. დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადება 2017 წლის მოგებიდან 120 000000 (ას ოცი მილიონი) ლარის ოდენობის დივიდენდის განაწილების შესახებ და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 4.31 ლარი (ოთხი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ოდენობით.
4 საკითხი – დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:
1. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 14 ივნისი, 18:00 საათის მდგომარეობით.
5 საკითხი – დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:
1. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2018 წლის 2 ივლისი.