სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 04.06.2018
ძალის დაკარგვა 24.01.2022
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016294
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კობა ძიძიგური | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.01.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.01.2015
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2018 წლის 4 ივნისი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-17 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“
მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №8 დადგენილება. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 02/02/2015. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016149).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკობა ძიძიგური
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ხარჯის ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15% –
427,50 ლარი’’
.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდეს ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა), რომლის გაწევაც უხდება/ მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული მოვალეობის (მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო ხარჯები; საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი ოქმები; მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ფაქტიობრივი ხარჯი. ასევე სხვა ხარჯები –
ფიქსირებულად თვეში 50 ლარის ოდენობით) განხორციელებისას.
2. საკრებულოს თითოეული წევრს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, საკრებულოს წევრს მიეცეს გაწეული ხარჯისათვის, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებლია, გათვალისწინებული იქნეს, (მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო ხარჯები; საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი ოქმები; მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ფაქტობრივი ხარჯი. ასევე სხვა ხარჯები –
ფიქსირებულად თვეში 50 ლარის ოდენობით) საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული მოვალეობის განხორციელების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.