საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფლებამოსილია:

ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპეტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას;

ბ) განახორციელოს  შესაბამის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა;

გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, უწინარესად მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაშ