საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილია:

ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად კომპეტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას;

ბ) განახორციელოს შესაბამის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა;

გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაშ