1. შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაცია ხორციელდება ცხოველთა ერთიან რეესტრში ცხოველის პატრონის/მიმკედლებლის განცხადების საფუძველზე და დასტურდება ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობით.

2. ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და ერთიანი რეესტრის შექმნის მიზანია:

ა) ცხოველების რაოდენობის დადგენა, თითოეულ მათგანზე ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა, მათი მფლობელებისა და მათზე მზრუნველი პირების დადგენა/რეგისტრაცია;

ბ) ცხოველების დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკა;

გ) მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია;

დ) დაკარგული/ნაპოვნი ცხოველების მოძებნა, მათი იდენტიფიცირება და პატრონისთვის დაბრუნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

ე) უსახლკარო ცხოველების დაბინავება ახალი მეპატრონეების მოძიებით.

3. პირველადი სავალდებულო რეგისტრაციის წინ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ ყოველწლიური სავალდებულო იმუნიზაცია.

4. ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულოა 2 (ორი) თვის ასაკიდან. ცხოველის პატრონის შეცვლის შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაცია შინაურ ბინადარ ცხოველთა ერთიან რეესტრში უნდა მოხდეს ათი დღის ვადაში.

5. მიკროჩიპი წარმოადგენს სპეციალური ინფორმაციის მატარებელ იმპლანტანტს, რომელიც შეიცავს უნიკალურ კოდს, რომელზედაც განთავსებულია იდენტიფიკატორი, ხოლო იდენტიფიკატორის ნომერი ერთიან ბაზაში შეიცავს ინფორმაციას ცხოველისა და მისი პატრონის შესახებ. მიკროჩიპის ხარისხი და მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს.

6. ცხოველის გარდაცვალების ან მოკვდინების (ევთანაზიის) შემთხვევაში მფლობელმა აღნიშნულის შესახებ ერთი დღის ვადაში უნდა აცნობოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ცხოველის რეგისტრაციის მოხსნის მიზნით უნდა წარუდგინოს ვეტერინარის მიერ შედგენილი ცხოველის ევთანაზიის აქტი, რომელშიდაც გაწერილი იქნება ინფორმაცია ცხოველის ევთანაზიის საფუძველისა და აუცილებლობის შესახებ იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილი ორგანო და მარეგისტრირებელი ორგანო არის სხვადასხვა - მარეგისტრირებელმა ორგანომ უფლებამოსილი ორგანოსადმი წარდგენილ ინფორმაციას ცხოველის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ თან უნდა დაურთოს ცხოველის ევთანაზიის ასლი.

7. ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში ცხოველის მეპატრონე ვალდებულია ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს დაკარგვის ფაქტის შესახებ.

8. ცხოველთა ერთიანი რეესტრის მონაცემებით სარგებლობა უფასოა, ხოლო სარგებლობის უფლება გააჩნია ცხოველთა თავშესაფრებს, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს და ვეტერინარულ დაწესებულებებ