ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 |
|
2018 წლის 6 ივნისი ქ. ახმეტა |
|
2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისთვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა;
გ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
2. დაწესებულებას უფლება აქვს განავრცოს ან დააკონკრეტოს წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, სამსახურებრივი ინსტრუქციები, რაც უნდა ეფუძნებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე დოკუმენტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და დაწესებულების შინაგანაწესს.
3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში.
4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში. ამავე დროს პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე.
5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განხვავებულობას და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახისთვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის, ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. პერსონალი არის პუნქტუალური, დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე, დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს, დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, ზრუნავს შეკეთებაზე ან მიმართავს დაწესებულების პასუხისმგებელ სუბიექტს.
9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს.
10. პერსონალი არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულებას აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას.
11. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას, არ იყენებს დაწესებულების ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ მოწყობილობებს პირადი მიზნებისთვის, არ ჩამოტვირთავს/უყურებს ძალადობისა და უხამსობის ამსახველ ვიდეო/ფოტომასალას.
12. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის.
13. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა), დაწესებულების ტელეფონს იყენებს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის.
14. პერსონალი საქმიანობს სუფთა, კომფორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების გახორციელებაში.
15. პერსონალი ადვოკატირებას უწევს ბავშვის, საკუთარი და დაწესებულების საჭიროებების მოგვარებას.
16. პერსონალი ყველა შესაძლო გზით ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
17. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს და თამბაქოს, ასევე ფსიქოტროპული საშუალებების დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.
18. პერსონალი უფრთხილდება საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას და არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის.
2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.
3. პერსონალი ზრუნავს ჯგუფისა და დაწესებულების მიმართ ბავშვის მიკუთვნებულობის განცდაზე.
4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
5. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
6. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან, როგორც თანასწორთან და უფლებების მქონე სუბიექტთან.
7. პერსონალი აცნობიერებს თამაშის მნიშვნელობას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის.
8. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
9. პერსონალი უზრუნველყოფს ბავშვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, პირადი მაგალითით.
10. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას, იყენებს ამ კავშირებს და ბავშვის შესახებ ოჯახის ცოდნას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
11. პერსონალი ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის ან ნამუშევრის გაზიარების შემთხვევაში (განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში) მოიპოვებს ბავშვისა და მშობლის თანხმობას და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
12. დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში ბავშვის მონაწილეობისას მოქმედებს მისი საუკეთესო ინტერესის დაცვით.
13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში და ახორციელებს სიტუაციის ადეკვატურ ქმედებებს.
14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს.
15. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს ყველა ბავშვს, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
16. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან.
2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს განურჩევლად მათი გენდერული, კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა.
3. პერსონალი უზიარებს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაციას როგორც დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის, ისე ბავშვის განვითარების შესახებ.
4. პერსონალი ზრუნავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებაზე.
5. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს, ამავდროულად მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით.
6. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას ბავშვის ოჯახთან დაკავშირებით, არ განიხილავს ბავშვის და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან, ან სხვა მშობლებთან.
7. პერსონალი, ბავშვის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, არ არის მიკერძოებული და თანაბრად ურთიერთობს ოჯახის თითოეულ წევრთან.
8. პერსონალი არ შედის ფამილიარულ ურთიერთობებში ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თავს არიდებს მათთან კონფლიქტურ ურთიერთობას.
9. პერსონალი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ბავშვისგან ან მისი მშობლებისგან/კანონიერი წარმომადგენლებისგან არ იღებს ფულს ან საჩუქარსა (მინიმალური ღირებულების საჩუქრის და ტკბილეულისა).
10. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს ბავშვის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან.
2. პერსონალი მუშაობს გუნდურად, მხარს უჭერს თითოეული თანამშრომლის პოზიტიურ ინიციატივებს, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
3. პერსონალი მხარს უჭერს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ განვითარებაში.
4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას.
5. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით.
6. პერსონალი თავს არიდებს კონფლიქტებს და ორიენტირებულია დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე.
7. პერსონალი მხარს უჭერს თანამშრომლებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს შესაბამის ზომებს არაეთიკური ქმედების აღმოსაფხვრელად.
8. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალობას, პირად ცხოვრებას და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვნებას.
9. პერსონალი თავს არიდებს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით.
10. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსესუსის მიღწევას.
11. პერსონალი აღკვეთს ისეთ ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში.
12. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან.
2. პერსონალი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას.
3. პერსონალი, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან, ასევე, სხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
4. პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას ისე, რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
5. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს თემსა და გარემოზე (არ აყენებს მას ზიანს, არ აბინძურებს და სხვა).