აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №97/ნ |
|
2018 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ტრენინგ-მოდულის მიზანი |
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის (შემდგომში – ტრენინგ-მოდული) მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ა) ტრენინგ-მოდული – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას;
ბ) საკონტაქტო საათი – სააუდიტორო მეცადინეობებისთვის განკუთვნილი საათების რაოდენობა; გ) არასაკონტაქტო საათი – ტრენინგ-მოდულის განხორციელების პროცესში მონაწილის დამოუკიდებელი მუშაობისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც ეთმობა მიცემული დავალებების შესრულებას, საკითხავი მასალის დამუშავებასა და დამოუკიდებელ პრაქტიკას; დ) ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი – ორგანიზაცია ან პირი, რომელთანაც მუნიციპალიტეტი ითანამშრომლებს აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადების ან/და აღმზრდელ-პედაგოგობის მსურველი პირებისთვის წინამდებარე ტრენინგ-მოდულის ჩატარების მიზნით. |
მუხლი 3.
სამიზნე ჯგუფი |
ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფები არიან:
ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტით აღმზრდელ-პედაგოგის განათლებასთან დადგენილ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად; ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად/ მეთოდისტად. |
მუხლი 4.
ტრენინგ-მოდულის აღწერა |
1. ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი. ტრენინგ-მოდული ჯამში მოიცავს 66 საკონტაქტო და 34 არასაკონტაქტო საათს.
2. ტრენინგ-მოდულში წარმოდგენილია თემები/აქტივობები, თითოეული თემის/აქტივობის მიზანი, აღწერა, განხორციელებისთვის საჭირო დრო და რესურსების ჩამონათვალი, მონაწილის შეფასების სისტემა. აღნიშნული სავალდებულოა ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულისთვის. 3. დამკვეთი მუნიციპალიტეტი, ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციასთან ერთად წინასწარ განსაზღვრავს ტრენინგ-მოდულის განხორციელების განრიგს (დღეებისა და სესიების განაწილებას). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტრენინგ-მოდულის ჯამური საკონტაქტო საათის დაცვა სავალდებულოა. 4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ხარისხიანი ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ჩამონათვალს. მონაწილეები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი ტრენინგ-მოდულით გათვალისწინებული საკითხავი ლიტერატურითა და სამუშაო ფურცლებით. |
მუხლი 5.
ტრენინგ-მოდულის განხორციელება |
1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი გეგმავს და დამკვეთ მუნიციპალიტეტს წარუდგენს ტრენინგ-მოდულის დეტალურ გეგმას.
2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებლის მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ტრენინგ-მოდულის გეგმა ტრენინგის მიმწოდებლის მიერ თანხმდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. 3. ტრენინგ-მოდულის განხორციელების ადგილი განისაზღვრება დამკვეთი მუნიციპალიტეტის მიერ. 4. ტრენინგ-მოდულის განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთ, ორ, ისე სამ სესიად. აუცილებელია ტრენინგ-მოდულის განხორციელების დღეებს შორის დაცული იყოს პრაქტიკული დავალებების განხორციელებისთვის საჭირო გონივრული/შესაბამისი პერიოდი. 5. დაუშვებელია ერთი დღის ფარგლებში სამ სესიაზე მეტის ჩატარება. 6. თითოეულ ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 25. |
მუხლი 6.
მონაწილეთა შეფასების სისტემა |
1. ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით.
2. ტრენინგ-მოდულის წარმატებით გასავლელად მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა 100 ქულიდან, რის შემდეგაც გადაეცემა ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. |
მუხლი 7.
ტრენინგ-მოდულის შინაარსი |
1. ტრენინგ მოდულის შინაარსი წარმოდგენილია დანართი №1-ით.
2. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების სისტემა წარმოდგენილია დანართი №2-ით. 3. ტრენინგ-მოდული ითვალისწინებს ტესტის ჩატარებას მონაწილეებისათვის, რომელთა შინაარსს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 4. ტრენინგ-მოდულთან დაკავშირებულ საკითხავ მასალას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 5. ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა სამუშაო რვეულის შინაარსს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2020.
- როდის იქნა მიღებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“?
- „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.06.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №97/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.017556.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.06.2020-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“, №97/ნ, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017556 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4221378/