გორის მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.06.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016513
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ძრავას მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე ) | 1.1 |
| ცხენის ძალა არანაკლებ | 82 |
| გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი |
| სიგრძე არანაკლებ | 3665 |
| სიგანე არანაკლებ | 1600 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1575 |
| წვა (შერეული წვის პირობებში ) 100 კმ /ზე არაუმეტეს | 8 ლიტრი |
| ელექტროშუშები | მინიმუმ წინა ორი |
| აუცილებელი მოთხოვნა | 4X4 |
| ძრავას მოცულობა არანაკლებ ( მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე ) | 1.0 |
| წვა ( შერეული წვის პირობებში ) 100 კმ / ზე არაუმეტეს | 9.3 ლიტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“; ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №67
2018 წლის 8 ივნისი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი
მუხლი 1🔗.
მოქმედების სფერო
გორის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი), ადგენს გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – გორის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 3🔗.
განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები
1. განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:
ა) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის მერს;
გ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს;
დ) გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს.
მუხლი 4🔗.
სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ‑ 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1‑ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
მუხლი 5🔗.
ავტომობილების
კლასიფიკაციის
წესი
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.
3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლები;
თ) ძრავის ღვედი;
ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.
6. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას გორის მუნიციპალიტეტი ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
7. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: I და II კლასის ავტომობილები. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
დანართი №2
კლასების
განაწილება
,
მინიმალური
ტექნიკური
მოთხოვნები
და
ზღვრული
ფლობის
ღირებულება
ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.
II კლასის ავტომობილებისთვის სავალდებულო მოთხოვნები
1. II კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ზოგადი დანიშნულების:
ა.ა) სამორიგეო;
ა.ბ) მომარაგების;
ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;
ა.დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №1-ის შესაბამისად;
ა.ე) მსუბუქი მაღალი განმავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №2-ის შესაბამისად;
ა.ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის არაუმეტეს – $16800 დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ა.ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის არაუმეტეს – $24300 დოლარის ეკვივალენტი ლარში.
2. I კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:
ა) გორის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
გ) გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (არაუმეტეს 2);
დ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №1-ით; ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №2-ით.
ცხრილი №1
მსუბუქი
ავტომობილები
ძრავას მოცულობა არანაკლებ
(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე )
1.1
ცხენის ძალა არანაკლებ
77
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური , არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
3850
სიგანე არანაკლებ
1695
სიმაღლე არანაკლებ
1455
წვა (შერეული წვის პირობებში )
100 კმ /ზე არაუმეტეს
8 ლიტრი
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი ), 3 წელი ან 150000 კილომეტრი
(რომელიც ადრე შესრულდება ) სრულ ავტომანქანაზე,
გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა(ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,
გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი დამომჭიმი საკისარი)
უსაფრთხოების დამადასტურებელ
დოკუმენტად ჩაითვალოს : შემოთავაზებული
მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე
აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი ) ან IIHS (ამერიკულიქრაშტესტი)
ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
წინა 2 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
ცხრილი №2
მაღალი
გამავლობის
მსუბუქი
ავტომობილები
ძრავას მოცულობა არანაკლებ
( მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე )
1.0
ცხენის ძალა არანაკლებ
82
გადაცემათა კოლოფი
მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
3665
სიგანე არანაკლებ
1600
სიმაღლე არანაკლებ
1575
წვა ( შერეული წვის პირობებში ) 100 კმ / ზე არაუმეტეს
9.3 ლიტრი
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე ( ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი
(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,
გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,
გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)
უსაფრთხოების დამადასტურებელ
დოკუმენტად ჩაითვალოს : შემოთავაზებული
მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე
აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)
ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
წინა 2 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
აუცილებელი მოთხოვნა
4X4