„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№328
სარეგისტრაციო კოდი
050030000.10.003.020643
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №328

2018 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ინტე­ლექ­ტუა­ლური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტ­რაციას­თან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახუ­რე­ბის საფა­სურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილებაში (სსმ, №80 2010წ.) შე­ტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. „საქპატენტში“ განაცხადების ელექტრონულად შეტანის შემთხვევაში, შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით საფასურებზე გავრცელდეს 20%-იანი შეღავათი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

                                                    „დანართი №1

გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

ქმედება

აშშ დოლარი    (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

 

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

90

არსობრივი ექსპერტიზა

 

2.

დაცვის ობიექტის დადგენა

90

3.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთ დამოუკიდებელ მუხლზე

180

4.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთზე მეტ ყოველ დამოუკიდებელ მუხლზე

120

გამოქვეყნება

5.

30 გვერდამდე საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება

60

6.

 30 გვერდზე მეტი საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება ყოველ დამატებით გვერდზე

2

პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

7.

პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება

200

8.

ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში,  ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა

20

9.

პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად

50

10.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

70

11.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად

170

12.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად

250

13.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად

300

14.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად

500

15.

დაცვის დამატებითი მოწმობის მოთხოვნა

 

100

16.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 21-ე წელს

600

17.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 22-ე წელს

700

18.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 23-ე წელს

800

19.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 24-ე წელს

900

20.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 25-ე წელს

1000

21.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 26-ე წელს

1100

22.

პატენტის მოქმედების აღდგენა

100

საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები

23.

საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა

100

24.

საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა ერთი თვის შემდეგ

250

ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის

ან/და მესამე პირის მოთხოვნით

25.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

26.

შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

27.

გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად

50

28.

სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად

70

29.

საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ განაცხადზე

150

30.

პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

180

31.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

32.

საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის უფლების აღდგენა

60

33.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ყოველ დამატებით დამოუკიდებელ მუხლზე ტექნიკის დონის დასკვნის შემდეგ

120

34.

განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

35.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე

60

36.

საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა

60

37.

დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან

30

38.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

39.

სააპელაციო საჩივრის განხილვა გამოგონებაზე

360

40.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ პატენტზე

10

41.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე

2

42.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

43.

ვადის დარღვევის გამო, განაცხადთან დაკავშირებული უფლებების აღდგენა

100

44.

რეესტრში ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე ძიების ჩატარება

30.

3.*, 4.*, 33.* – თუ განაცხადზე  „საქპატენტში“  წარდგენილი იქნება საერთაშორისო მოძიების ან/და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიშები, აღნიშნულ ქმედებათა საფასურები შემცირდება 50%-ით.“.

3.  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„დანართი №2

სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

 

ქმედება

 

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

90

არსობრივი ექსპერტიზა

2.

დაცვის ობიექტისა და სიახლის დადგენა

90

გამოქვეყნება

3.

 30 გვერდამდე საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება

60

4.

30 გვერდზე მეტი საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება ყოველ დამატებით გვერდზე

2

პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

5.

პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით  ძალის შენარჩუნება

170

6.

პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში, ყოველწლიურად

50

7.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში, ყოველწლიურად

70

8.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

170

9.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში, ყოველწლიურად

300

10.

პატენტის მოქმედების აღდგენა

100

11.

ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა

20

საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები

12.

საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა

100

13.

საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა  ერთი თვის შემდეგ

250

ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელისა და მესამე

პირის მოთხოვნით

14.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

15.

შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

16.

საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ განაცხადზე

150

17.

პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

180

18.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

19.

საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის უფლების აღდგენა

60

20.

განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

21.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე

60

22.

საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა

60

23.

დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან

30

24.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

25.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

26.

სააპელაციო საჩივრის განხილვა სასარგებლო მოდელზე

360

27.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ პატენტზე

10

28.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე

2

29.

ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული  უფლებების აღდგენა

100

30.

რეესტრში ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე ძიების ჩატარება

30.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„დანართი №3

დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

ქმედება

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ერთ დიზაინზე

50

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დი­ზაინზე

10

3.

საკონვენციო პრიო­რიტეტის მოთხოვნა ერთ დიზაინზე                                                                                                 

30

4. 

საკონვენციო პრიო­რიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

არსობრივი ექსპერტიზა

5.

არსობრივი ექსპერტიზა ერთ დიზაინზე

80

6.

არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა და ძალის შენარჩუნება 

7.

ერთი დიზაინის გამოქვეყნება

10

8.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება ერთ დიზაინზე

100

9.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

10.

ერთზე მეტი  მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოვე­ლი დამატებითი მოწმობის გაცემა

20

11.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

80

12. 

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით  თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

13.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით  ერთ დიზაინზე

100

14.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით  თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

15.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

300

16.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით  თითოეულ დამატებით დიზაინზე

30

17.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

550

18.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე

50

ქმედებები განმცხადებლის, მფლობელის ან/და მესამე  პირის  მოთხოვნით

19.

საგანაცხადო მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა

40

20.

ცვლილებების შეტანა რეესტრიის მონაცემებში ერთი რეგისტრაციისათვის

40

21.

დიზაინის გამოქვეყნების გადადება ყოველი ერთი მიმართვით

100

22.

„საქპატენტის“ მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება  ყოვე­ლი ერთი თვით

30

23.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

24.

განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა 

30

25.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის  გაცემა

30

26.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

60

27.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ 

5

28.

ხელშეკრულების რეგისტრაცია ერთი რეგისტრაციისათვის

100

29.

სააპელაციო საჩივრის  განხილვა ერთ დიზაინზე

200

30.

სააპელაციო საჩივრის  განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

31

ვადის დარღვევის გამო,  განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა

30

დაჩქარებული რეგისტრაცია

32.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით ერთ დიზაინზე

100

33.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით თითო­ეულ დამატებით დიზაინზე

20

34.

არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით ერთ დიზაინზე

160

35.

არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

 36.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ერთ დიზაინზე, დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში

60

 37.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე, დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში

20

 38.

ერთი დიზაინის გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით

20

 39.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა დაჩქარებული პროცედურით  და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება

200

 40.

ერთზე მეტი  მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოვე­ლი დამატებითი მოწმობის გაცემა დაჩქარებული პროცედურით

20.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:    

„დანართი №4

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  • ქმედება

    აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

    სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა სა­ქონ­ლის ერთ კლასზე

    90

    სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლას­ზე

    50

    კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვ­ნების ექსპერტი­ზა საქონლის ერთ კლასზე

    150

    კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვ­ნე­ბის ექსპერტიზა სა­ქონ­ლის ყოველ ერთზე მეტ კლას­ზე

    90

    საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა

    30

    სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

    120

    კოლექტიური ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

    310

    სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება

    60

    კოლექტიური ნიშნის გამოქვეყნება

    60

    განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა

    90

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გა­ცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება

    150

    ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთ­ხ­ვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

    30

    სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგ­რძე­ლება მომდევ­ნო ათი წლით საქონლის ერთ კლას­ზე

    300

    სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგ­რძე­ლება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერ­თზე მეტ კლასზე

    50

    კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება

    550

    კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგ­რ­ძე­ლება მომ­დევნო ათი წლით საქონლის ერთ კლას­ზე

    550

    კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძ­ე­ლება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

    90

    საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადა­გ­ზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფ­ლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუ­როში

    60

    დამატებითი გავრცელების შესახებ საერთა­შო­რი­სო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექ­ტუალური საკუთრების მსოფლიო ორ­გა­ნიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

    60

    განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლი­ლე­ბე­ბის შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

    60

    განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

    50

    ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმარ­თვით ყოველ ერთ ნიშანზე

    60

    მადრიდის შეთანხმების ოქმის შესაბამისად, გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე წარდგენილი  ეროვნული განაცხადი

    60

    განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა

    30

    რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა

    30

    მოწმობის დუბლიკატის გაცემა

    90

    მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა

    30

    დამოწმებული ამონაწერის გაცემა, საფასურების გადახდის შესახებ

    5

    ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნი­შანზე

    90

    სააპელაციო საჩივრის  განხილვა სასაქონლო ნი­შანზე

    200

    სააპელაციო საჩივრის განხილვა კოლექტიურ ნი­შანზე

    400

    მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგ­რძ­ელება ერთი თვით

    30

    სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქო­ნ­ლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

    200

    კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქო­ნ­ლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

    260

    სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონ­ლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

    300

    კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონ­ლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

    390

    სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური  მოთხოვნების ექ­სპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლას­ზე

    100

    კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ფორმალური  მოთხოვნების ექ­სპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლას­ზე

    130

    სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონ­ლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

    100

    კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით სა­ქონ­ლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

    130

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედუ­რით და ათი წლით ძალის შენარჩუნება

     

    340

    კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედუ­რით და ათი წლით ძალის შენარჩუნება

    440

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედუ­რით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ და­მატებით კლასზე

    100

    კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედუ­რით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ და­მატებით კლასზე

    130

    ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის:

    ქმედება

    შვეიცარიული ფრანკი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

    45.

    მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტ­რა­ციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით  სა­ქონლის ერთ კლას­ზე

    314

    46.

    მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრა­ციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით სა­ქონლის ყო­ველ ერთზე მეტ კლასზე

    115

    47.

    მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგის­ტრა­ციის ძა­ლის შენარ­ჩუნება მომდევნო ათი წლით, სა­ქონლის ერთ კლასზე

    314

    48.

    მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრა­ციის ძა­ლის შენარ­ჩუნება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთზე მეტ კლასზე

    115.“.

     

    6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

            დანართი №5

    საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

    ქმედება

    აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

    1.

    საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგ­რაფიული აღნიშვნის სარეგისტრაციო განაცხადის ექსპერ­ტიზა  

    40

    2.

    საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოქვეყნება, რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა  

    20

    3.

    ცვლილებების შეტანა რეესტრში  

    30

    4.

    რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა  

       30.“.

     

    მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი