„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №490 |
|
2023 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:
1. მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია;“. 2. 71 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში. 2. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიისა და სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე უგზავნის საქმიანობის დაწყებამდე 2 თვით ადრე.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სააგენტო ვალდებულია, ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავით („ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობა.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულება უფლებამოსილია, სტომატოლოგიური საქმიანობა და ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობა დაიწყოს სააგენტოს დადებითი შეფასების/დასკვნის საფუძველზე, დასკვნის გაცემის თარიღიდან. სააგენტოს უარყოფითი შეფასება/დასკვნა შეტყობინების გაუქმების საფუძველია.“. 3. 72 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 73 მუხლი: „მუხლი 73 1. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2024 წლის 1 ივლისამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან. 2. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის დაწყების თაობაზე სააგენტოში შეტყობინების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია, სრულად დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები (გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავის მე-12 პუნქტისა, რომლის დაკმაყოფილებაც სავალდებულოა ამავე პუნქტში განსაზღვრული ვადის მხედველობაში მიღებით), ტექნიკური რეგლამენტის საერთო სანებართვო პირობებთან ერთად.“. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება წელიწადში სამჯერ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.“. 5. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავი („ნარკოლოგიური სერვისის (ჩანაცვლებითი თერაპია) მიწოდების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №490. სარეგისტრაციო კოდი — 470030000.10.003.024323.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №490, 13.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.024323 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6000452/