,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის N-24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.115.016268
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2018 წლის 13 ივნისი

დაბა ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების  შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 27 აპრილის  №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.05.2018 წ., 010250050.35.115.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება შემდეგის მიხედვით:

1. დადგენილების პრეამბულა  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ეს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად,  განსაზღვრავს  ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს უფლებამოსილებას, თანამდებობის  პირთა  უფლება-მოვალეობებს ,  მუშაობის ორგანიზაციისა  და  საქმიანობის წესს.“.

2. მე-16 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს  წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების წესი, რომელიც არ არის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.”.

3. 36-ე  მუხლის  პირველი პუნქტის  ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ. ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს  და გადაირჩიოს  ფრაქციის  ხელმძღვანელი პირები.’’

4.   37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.   ფრაქციის ხელმძღვანელი პირები არიან  ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე . ფრაქციის თავმჯდომარის  და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის  უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის  და ფრაქციის  შიდა ორგანიზაციული  მუშაობის  საკითხები განისაზღვრება  ფრაქციის წესდებით.’’

5. 83-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ. საკრებულოს ბიუროს  გადაწყვეტილების  შემდეგ  საკრებულოს აპარატი  უზრუნველყოფს  ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად  პროექტის  გამოქვეყნებას  და მათ მიწოდებას  საკრებულოს კომისიების,  ფრაქციების  და მერიასათვის . პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად  საკრებულოს აპარატი აქვეყნებს  ცნობას, რომელშიც  მითითებული უნდა იყოს  საკრებულოს ის კომისია (კომისიები) , რომელსაც გადაეცა პროექტი  განსახილველად, კომისიაში  პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი  და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე  გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი,   სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს  მოსაზრებები  პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების  წარდგენის ვადა;“.

6.   1205-ე  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. 120-ე   მუხლის  მე-2  პუნქტის  „ბ“  და   „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  პეტიციის  წარდგენის შემთხვევაში  საკრებულოს ბიუროს  გადაწყვეტილებით,  პეტიციის  განხილვის  თაობაზე  განცხადების  რეგისტრაციიდან  7- კალენდარული  დღის ვადაში  პეტიცია  შესასწავლად გადაეცემა  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  შესაბამის  კომისიას  ან  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  შესაბამის  სამუშაო  ჯგუფის შექმნის  წინადადებით, ან აღნიშნული  პეტიცია  უფლებამოსილების  შესაბამისად  ეგზავნება  მუნიციპალიტეტის  მერს.“.

7.  123-ე მუხლის  მე-9-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.   საკრებულოს  აპარატი  უზრუნველყოფს „ღია კარის სხდომის“ ოქმის  შედგენას , სხდომაზე  დასმული  საკითხების აღრიცხვას  და წარუდგენს  საკრებულოს  ბიუროს  უახლოეს  სხდომას, რომელიც  იღებს  გადაწყვეტილებას  წარმოდგენილ  საკითხების  შესაბამის  კომისიისათვის  ან/და მერისთვის განსახილველად  გადაცემის შესახებ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი