„გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 13.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №335
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020650
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/06/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრის და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ I ოქმის ჩანაცვლების თაობაზე საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის 2018 წლის 20 მარტის №1/2018 გადაწყვეტილება „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების XIII
დანართის (საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება) განახლების შესახებ საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2021 წლის 17 ივნისის N1/2021
გადაწყვეტილება
დოკუმენტის ტექსტი
„გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №335
2018 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან შეერთებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველო შეუერთდეს „გემებზე მავნე დაბინძურების საწინააღმდეგო სისტემების კონტროლის შესახებ“ 2001 წლის 5 ოქტომბრის საერთაშორისო კონვენციას.
მუხლი 2🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, როგორც კონვენციის დეპოზიტარს, ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი