„კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№545
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.020861
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №545

2018 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2018 წლის 6 სექტემბერს ხელმოწერილი „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (განახლებული).
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ  დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

გ) აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს კონვენციის  მე-5  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად, ქართული  მხარის  კომპეტენტურ ორგანოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განსაზღვრის თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.11.2018.
როდის იქნა მიღებული „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე?
„კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე მიღებულია 16.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №545. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.10.003.020861.
რამდენი მუხლისგან შედგება „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე, №545, 16.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020861 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4367755/