სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-936/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-936/ო 

2018 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო  საქმიანობის  განხორციელების  უფლების  მინიჭების  შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიეცეს „სასწრაფო  სამედიცინო  დახმარების“ საქმიანობის  განხორციელების  უფლება  სსიპ  „საგანგებო  სიტუაციების კოორდინაციისა  და  გადაუდებელი  დახმარების    ცენტრის“  (ფაქტობრივიი  მისამართი:  დმანისი,  ნანა  დედოფლის  ქ.  №9) ფილიალს შემდეგ ფაქტობრივი მისამართზე: ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. №154.

2. სსიპ „საგანგებო სიტუაციების  კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების  ცენტრი“-ს ფილიალების ძველი ფაქტობრივიი მისამართების:

ა) სიღნაღი, აღმაშენებლის ქუჩა №13

ბ) ყვარელი, ჭავჭავაძის ქუჩა „ნაბაღრები“

გ) ხაშური, გორკის ქუჩა №2

დ) ლენტეხი, აღმაშენებლის ქუჩა №1

ე) თელავი, ალაზნის გამზირი

ნაცვლად დაფიქსირდეს შემდეგი ფაქტობრივიი მისამართები:

ა) სიღნაღი, აღმაშენებლის ქუჩა №5

ბ) ყვარელი, ჭავჭავაძის ქუჩა №21

გ) ხაშური, ფარნავაზის ქუჩა №4

დ) მუნიციპალიტეტი ლენტეხი, ჯ. მეშველიანის ქუჩა №4/დაბა ლენტეხი, სტალინის ქუჩა

ე) თელავი, სეხნიაშვილის ქუჩა №1.

3. ბრძანების პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავიტ აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სსიპ  „საგანგებო  სიტუაციების კოორდინაციისა  და  გადაუდებელი დახმარების   ცენტრის“ დირექტორის ა. თალაკვაძის განცხადებები:  №41446 01.05.2018წ.,   №49558;  23.05.2018წ.

მოხსენებითი ბარათი №02-11826  25.05.2018წ.

სააგენტოს უფროსი  გია თვალავაძე.