სს „თბილლითონნაწარმის“ აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „თბილლითონნაწარმის ” აქციონერთა რიგითი კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 10 ივლისს, დღის 14:00 სთ-ზე შედგება სს „თბილლითონნაწარმის ” აქციონერთა რიგითი კრება მისამართზე: ქ. თბილისი , მეველის ქ. №7/9, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „თბილლითონნაწარმის ” 2017 წლის წლიური ანგარიში;
2. სს „თბილლითონნაწარმის ” 2017 წლის სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიში.
სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა საერთო კრებას:
- დირექციის და სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობა შეაფასოს დამაკმაყოფილებლად.
სააღრიცხვო თარიღად გამოცხადდეს 2018 წლის 1 ივნისი.
აქციონერებს საერთო კრებაზე დასწრების უფლებამოსილება შეუძლიათ შეამოწმონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ სს „სიესარ ”-ში მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის №11 ან უშუალოდ სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციაში მისამართზე: ქ. თბილისი, მეველის ქ. №7/9.
აქციონერებმა კრებაზე დასასწრებად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
სს „თბილლითონნაწარმის“დირექტორი სოლომონ ადუაშვილი