ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00002 22 მარტი, 2018

მიღების თარიღი 22.03.2018
ძალაში შესვლა 23.05.2018
გამომცემი ორგანო პროგრამის სფეროები:
ნომერი №35/94
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/06/2018
matsne.gov.ge 524 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2018 მიღება
23.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
პროგრამის სფეროები: USAID-ის მონაწილეობა ცვლილება ნომერი ორის გათვალისწინებით
კონფლიქტის აღმოფხვრა და შეთანხმება $2,500,000
განათლება $1,897,635
ინფრასტრუქტურა $4,000,000
სოფლის მეურნეობა $3,260,000
კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა $12,072,000
გარემო $4,350,000
ჯამური თანხა $28,079,635
ამერიკის შეერთებული შტატები -----------(ხელმოწერილია)------------ საქართველო -------------(ხელმოწერილია)-------------
თარიღი: 22 მარტი, 2018 თარიღი: 22 მარტი, 2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ “დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00001 22 მარტი, 2018 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 22.03.2018 ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ “მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადეობა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00003 22 მარტი, 2018 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 22.03.2018 ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 01.09.2017 „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი სამის“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 85% 17.05.2018 „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ოთხის“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 81% 01.10.2019

დოკუმენტის ტექსტი

ცვლილება ნომერი სამი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება #AAG-114-G-16-00002 22 მარტი, 2018 ცვლილება ნომერი სამი „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ  განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში საგრანტო შეთანხმებაში განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება №AAG-114-G-16-00002 22 მარტი, 2018 ცვლილება ნომერი სამი „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის” ამერიკის შეერთებულ შტატებსა, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (“USAID”) და საქართველოს, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები”), შორის 2015 წლის 22 დეკემბერს ხელმოწერილ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება”). ვინაიდან გრანტის მიმღებმა და USAID-მა („მხარეები”) 2015 წლის 22 დეკემბერს გააფორმეს შეთანხმება საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის განვითარების მიზნის ხელშეწყობისთვის, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში („განვრცობილი აღწერა”); ვინაიდან 2016 წლის 22 დეკემბერს გრანტის მიმღებმა და USAID-მა ხელი მოაწერეს ცვლილება ნომერ ერთს და 2017 წლის პირველ სექტემბერს ხელი მოაწერეს ცვლილება ნომერ ორს, რომელთაგან ორივე წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს;  ვინაიდან, გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ შეთანხმებაში კვლავ შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) გაიზარდოს გრანტის მთლიანი ოდენობა $33,614,040-ით, $28,079,635-დან $61,693,675-მდე; (ბ) გაიზარდოს USAID-ის მთლიანი მიახლოებული მონაწილეობა $22,285,060-ით, $71,454,675-დან $93,739,735-მდე; გ) გაიზარდოს გრანტის მიმღების მონაწილეობა $11,204,680-ით, $9,359,878-დან $20,564,558-მდე; და დ) შესაბამისად განახლდეს ფინანსური გეგმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმება  უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: 1. შეთანხმების 3.1 (ა) პუნქტი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელწოდება „გრანტი“ წაიშლება მთლიანად და შესაბამისად შეიცვლება შემდეგით: „(ა) გრანტი. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დამხარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაერთ მილიონ ექვსას ოთხმოცდაცამეტი ათას, ექვსას სამოცდათხუთმეტ ამერიკის შეერთებული შტატების („აშშ”) დოლარს ($61,693,675) („გრანტი”)”. 2. შეთანხმების 3.1 (ბ) პუნქტის „USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა" პირველ წინადადებაში “თანხა $71,454,675” წაიშლება და შეიცვლება თანხით “$93,739,735”. 3. შეთანხმების 3.2 (ბ) პუნქტის „გრანტის მიმღების მონაწილეობა" პირველ წინადადებაში „თანხა $9,359,878” წაიშლება და შეიცვლება თანხით „$ 20,564,558”. 4. დანართ 1, დამატება ა-ში სახელწოდებით ფინანსური გეგმა წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით: პროგრამის სფეროები: USAID-ის მონაწილეობა ცვლილება ნომერი ორის გათვალისწინებით USAID-ის დამატებითი მონაწილეობა USAID-ის მთლიანი მონაწილეობა USAID-ის მიმდინარე მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა (ზედა ზღვარი) USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობის ცვლილება USAID-ის ახალი მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა (ზედა ზღვარი) კონფლიქტის აღმოფხვრა და შეთანხმება $2,500,000 $ 1,515,000 $4,015,000 $8,300,000 $0 $8,300,000 განათლება $1,897,635 $0 $1,897,635 $1,897,635 $0 $1,897,635 ინფრასტრუქტურა $4,000,000 $7,250,000 $11,250,000 $11,375,000 $1,825,000         $13,200,000 სოფლის მეურნეობა $3,260,000 $3,200,000 $6,460,000 $6,660,000 $4,600,000 $11,260,000 კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა $12,072,000 $19,249,040 $31,321,040 $35,536,040 $15,392,060 $50,928,100 გარემო $4,350,000 $2,400,000 $6,750,000 $7,686,000 $468,000 $8,154,000 ჯამური თანხა $28,079,635 $33,614,040 $61,693,675 $71,454,675 $22,285,060 $93,739,735 5. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინი და პირობა უცვლელია და რჩება ძალაში. რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ სამს თავიანთი სახელებით და ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ დღეს, თვესა და წელს: ამერიკის შეერთებული შტატები -----------(ხელმოწერილია)------------               საქართველო -------------(ხელმოწერილია)-------------           თანამდებობა: მისიის დირექტორის მოვალეობის                            შემსრულებელი                            USAID/საქართველო თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი თარიღი: 22 მარტი, 2018 თარიღი: 22 მარტი, 2018 ცვლილება ნომერი სამი „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბერით დათარიღებულ განვითარების მიზნის შესახებ  საგრანტო შეთანხმებაში.