ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში
2017 წლის 1-ლი სექტემბერი
ვინაიდან გრანტის მიმღებმა და USAID-მა („მხარეები“) 2015 წლის 22 დეკემბერს გააფორმეს შეთანხმება საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის განვითარების მიზნის ხელშეწყობისთვის, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში („განვრცობილი აღწერა”);
ვინდაიდან გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ შეთანხმებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა გაიზარდოს $14,156,039-ით $57,298,636-დან $71,454,675-მდე; და (ბ) შესაბამისად განახლდეს ფინანსური გეგმა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:
1. შეთანხმების 3.1 (ბ) პუნქტის პირველ წინადადებაში “USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა”, “თანხა $57,298,636” წაიშლება და შეიცვლება თანხით “$71,454,675”.
2. დანართი 1, ცხრილი ა სახელწოდებით ფინანსური გეგმა წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:
3. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინი და პირობა უცვლელია და რჩება ძალაში. რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ ორს თავიანთი სახელებით და ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ დღეს, თვესა და წელს:
|