,,ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულება“ ნომერ მეორე ცვლილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35/75
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016175
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

,,ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულება“ ნომერ მეორე ცვლილება

ცვლილება ნომერი ორი

„ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის
დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში

USAID-ის დახმარების შესახებ ხელშეკრულება №AAG-114-G-10-002

2012 წლის 28 სექტემბერი

ცვლილება ნომერი ორი „ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის”საქართველოსა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები”) და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („USAID”) მეშვეობით, შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში (შემდგომში “ხელშეკრულება”).

ვინაიდან, გრანტის მიმღებმა და USAID-მა 2010 წლის 12 აგვისტოს გააფორმეს დახმარების შესახებ ხელშეკრულება საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 1-ში („განვრცობილი აღწერა”) და

ვინაიდან, USAID-სა და გრანტის მიმღებს სურთ ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) მთლიანი თანხა გაიზარდოს $17,710,000-ით $91,850,599-დან $109,560,599-მდე, რათა გამოყოფილ იქნს დამატებითი დახმარება ახალი პროექტებისა და მყარი ნარჩენების მართვის საქმიანობებისათვის; ბ) USAID-ის მთლიანი დახმარება გაიზარდოს, რათა ასახული იქნეს ზემოაღნიშნული ზრდა; გ) განახლდეს ხელშეკრულების დანართი 1-ის ცხრილი 1“USAID-ის ფინანსური გეგმა”, ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით; დ) შეიცვალოს ქვეყნის გეოგრაფიული კოდი, რომელიც მოიცავს ყველა დასაშვებ ქვეყანას; ე) შევიდეს ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 1-ის („განვრცობილი აღწერა”) მე-6 (ა) ნაწილში („ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა”), სადაც აისახება USAID-ის მთლიანი დახმარების თანხა $109,560,599; ვ) შევიდეს ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 1-ის („განვრცობილი აღწერა”), რათა გათვალიწინებულ იქნეს მყარი ნარჩენების მართვის საქმიანობები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

ხელშეკრულების 3.1 (ა) პუნქტი, – „გრანტი”,წაიშლებამთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

„(ა) გრანტი. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დამხარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID)გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ას ცხრა მილიონ ხუთას სამოცი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტ ამერიკის შეერთებული შტატების (“აშშ”) დოლარს ($109,560,599) (შემდგომში “გრანტი”)”.

ხელშეკრულების 3.1 (ბ) პუნქტის („USAID-ის მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა”) პირველი წინადადება, – წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

„(ბ)USAID-ის მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა. ამოცანის შესასრულებლად USAID-ის სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა შეადგენს ასცხრა მილიონ ხუთას სამოცი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტ ამერიკის შეერთებული შტატების („აშშ”) დოლარს($109,560,599), რომელიც გაიცემა ზრდადი ოდენობებით.

დანართი 1-ის VI (ა) ნაწილის მოცემული თანხა „$93,792,842” წაიშალოს და შეიცვალოს „$109,560,599”.

დანართი 1, ცხრილი სახელწოდებით “USAID-ის ფინანსური გეგმა: ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის დახმარების შესახებ  ხელშეკრულება 2010-2013 ფინანსური წლებისათვის” წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

თავდაპირველი
ვალდებულება

ცვლილება ორის ვალდებულება

მთლიანი ვალდებულების თანხა

ოდენობამდე

იძულებით გადაადგილებულ
პირთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფა

34,668,597

34,668,597

34,668,597

მუნიციპალური ინფრასტრუქტურა

20,206,435

20,206,435

20,206,435

საინჟინრო სამუშაოები და ზედამხედველობა

4,777,396

4,777,396

4,777,396

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები

20,473,321

20,473,321

20,473,321

ეკონომიკური ზრდა

10,723,243

3,261,870

13,985,113

13,985,113

ახალი პროექტი

13,158,130

13,158,130

13,158,130*

მყარი ნარჩენების მართვის პროექტი

1,290,000

1,290,000

1,290,000

პროგრამის მხარდაჭერა

1,001,607

1,001,607

1,001,607

ჯამი

91,850,599

17,710,000

109,560,599

109,560,599

*შენიშვნა: აღნიშნული თანხა მოიცავს $1,942,243-ს, რომელიც გათვალისწინებული იყო 2012 ფისკალური წლისათვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების კომპონენტის მთლიან მიახლოებით თანხაში.

დანართი 2-ის „სტანდარტული დებულების”, მუხლი გ.1 (ა), მოცემული ჩანაწერი“000 ან 110” (საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, და ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული ქვეყნები)წაიშალოს და შეიცვალოს „937”.

დანართი 1-ის „განვრცობილი აღწერა” V(ა) ნაწილის მეოთხე აბზაცის შემდეგ ჩაიწეროს:

მყარი ნარჩენების მართვა.საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის გასაუმჯობესებლად,სახელმწიფო და კერძო სექტორებში ინვესტირების და ამ სექტორებში დასაქმების შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, USAID-ი მხარს დაუჭერს მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ შესაბამისსაქმიანობებს და ახალ ინვესტიციებს მყარი ნარჩენების შემცირების, უტილიზაციის, სხვა დანიშნულებით გამოყენების კუთხით და ასევე გადამუშავებული მასალების ბაზრებს. ეს თავის მხრივ მოიცავს ნარჩენების მოგროვებას, გადამუშავებას დაპრესვის სისტემებს… მყარი ნარჩენების სტრატეგიას და სატარიფო პოლიტიკას, სახელმწიფოს მხარდაჭერის არეალის გაფართოებას. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) დაქვემდებარებაში პასუხისმგებელია მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე საქართველოს რეგიონებში (აჭარისა და თბილისის გარდა). საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გეგმავს შეამციროს  ნაგავსაყრელების რაოდენობა. ნაგავსაყრელის დახურვისა და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების ზომები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული უარყოფითი გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.”.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინი და პირობა უცვლელია და რჩება ძალაში.

რომლის დასტურადაც, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ ორს ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ თარიღში:

საქართველო:                   ამერიკის შეერთებული შტატები

------------------                      ---------------------

სახელი, გვარი: ალექსანდრე ხეთაგური                              სახელი, გვარი: Stephen M. Haykin

თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი             თანამდებობა:Mission Director

USAID/Caucasus

ცვლილება ნომერი ორი

„ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში.

.

.