ცვლილება ნომერი ორი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ცვლილება ნომერი ორი

 

ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში

 

USAID-ის დახმარების შესახებ ხელშეკრულება №AAG-114-G-10-00001

 

2011 წლის 30 სექტემბერი

 

ცვლილება ნომერი ორი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებული შტატებსა, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების  ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („USAID”) მეშვეობით და საქართველოს, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები”) შორის 2010 წლის 25 თებერვლის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში.

ვინაიდან, გრანტის მიმღებმა და USAID-მა 2010 წლის 25 თებერვალს გააფორმეს დახმარების შესახებ ხელშეკრულება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარების მიზნით, როგორც ეს აღწერილია აღნიშნული დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში „ხელშეკრულება”) დანართ 1-ში (განვრცობილი აღწერა) და

ვინაიდან, გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) USAID-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების მთლიანი თანხა გაიზარდოს $123,260,000-დან $128,012,670-მდე; (ბ) საქართველოს მთავრობის მონაწილეობა გაიზარდოს $41,086,666-დან $42,244,181.10-მდე; (გ) „შემუშავება და ზედამხედველობა” დაემატოს ფინანსურ გეგმას და (დ) USAID-ის მთლიანი დახმარება გაიზარდოს $3,325,014-ით, რათა გამოყოფილ იქნეს დამატებითი დამხარება „სუფთა ენერგიის ინიციატივისთვის“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

1. ხელშეკრულების 3.1 (ა) პუნქტის პირველი წინადადება, რომელიც დასათაურებულია – „USAID-ის დახმარება”, წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

„(ა) გრანტი. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანის შერულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვით USAID გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ას ოცდარვა მილიონ თორმეტი ათას ექვსას სამოცდაათ აშშ დოლარს ($128,012,670)(„გრანტი”)”.

2. ხელშეკრულების პუნქტი 3.1 (ბ) პირველი წინადადება, დასათაურებული – „USAID-ის მთლიანი სავარაუდო ფინანსური დახმარება”, წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

„USAID-ის მთლიანი სავარაუდო ფინანსური დახმარება. ამოცანის შესასრულებლად USAID-ის მთლიანი სავარაუდო ფინანსური დახმარება იქნება ას ოცდაათი მილიონ ას ორმოცი ათას თოთხმეტი აშშ დოლარი ($130,140,014), რომელიც გაიცემა ზრდადი ოდენობებით.”.

3. პუნქტი 3.2(ბ), მესამე ხაზი, აშშ დოლარში მოცემული თანხის ოდენობა „$41,086,666” წაიშლება და ჩანაცვლდება “$42,244,181.10”-ით.

4. დანართი 1, პუნქტი 5 (დ) „საქართველო სუფთა ენერგიის ინიციატივა”, თანხა „1.5მლნ აშშ დოლარი” წაიშალა და შეიცვალა „4,652,670 აშშ დოლარის ოდენობის თანხით”.

5. დანართი I-ის მე-5 პუნქტს “საქმიანობები/საქმიანობის ნაწილი” დაემატოს შემდეგი პირობა „ე” ქვეპუნქტის შემდეგ:

„ვ” „შემუშავება და ზედამხედველობა” (სხვა საქმიანობებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტების მხარდაჭერით), USAID უზრუნველყოფს ადგილობრივი პროფესიონალური საინჟინრო და ტექნიკური დამხარების გაწევას გაზის და ენერგო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტების ზედამხედველობისთვის, რომელიც ფინანსდება გრანტის თანხებით. ამას გარდა, აღნიშნული დახმარება გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს მლობელობაში მყოფი ენერგო და გაზის კომპანიებში ადამიანური რესურსების გასაძლიერებლად საინჟინრო, სამშენებლო, მომსახურების, გარემოსდაცვითი და შესყიდვების სფეროში”.

6. დანართი 1, პუნქტი VI (ა), პირველი ხაზი, „126,815,000” აშშ დოლარის ოდენობის თანხა წაიშალა და შეიცვალა “130,140,014” აშშ დოლარის ოდენობის თანხით.

 

7. დანართი 1, ცხრილი სახელწოდებით „USAID-ის ფინანსური გეგმა: ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულება 2010-2013 ფინანსური წლებისათვის” წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

 

მიზანი და ღონისძიებები

 

ვალდებულების მთლიანი თანხა  

ფინანსური დახმარება ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ*

დარჩენილი თანხა, რომელზეც უნდა იქნეს აღებული ვალდებულება

მთლიანი მიახლოებითი დახმარება

ეკონომიკური ზრდის მიზანი, ინფრასტრუქტურის სფერო, თანამედროვე ფინანსური მომსახურებები

ელექტროგადაცემის განახლება, რეკონსტრუქცია, ოპერირება

$28,000,000

$0

$0

$28,000,000

გაზის ტრანზიტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შეცვლა და რეაბილიტაცია

$78,029,628

$0

$0

$78,029,628

ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისება

$8,000,000

$1,727,344

$0

$9,727,344

საქართველოს სუფთა ენერგიის ინიციატივა  

$4,652,670

$0

$0

$4,652,670

შემუშავება და ზედამხედველობა

$8,570,372

 

$400,000

$8,970,372

პროგრამის მხარდაჭერა

$760,000

$0

$0

$760,000

სულ

$128,012,670

$1,727,344

$400,000

$130,140,014

 

* მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული წარმოადგენს USAID-ის ფინანსურ დახმარებას ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისების პროგრამის ფარგლებში, რომელზეც ვალდებულება აღებულია განხორციელების ხელშეკრულებებით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხები არ შედის ვალდებულების თანხაში, ეს თანხები განიხილება, როგორც USAID-ის მთლიანი მიახლოებითი დახმარება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულების მხარდასაჭერად. აღნიშნული პირდაპირ ნაკისრი ფინანსური დახმარება მოიცავს:

       NARUC- $175,000

       შავი ზღვის ინიციატვია – $442,344

       SynEnergy - $180,000

       ჰიდროენერგეტიკული ინვესტიციების წახალისება – $930,000

       სულ: $1,727,344

ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინები და პირობები უცვლელია და რჩება ძალაში.

რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ ორს ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ თარიღში:

 

 

საქართველო:                ამერიკის შეერთებული შტატები

 

------------------               ---------------------

 

სახელი, გვარი: დიმიტრი გვინდაძე                                  სახელი, გვარი: Jonathan M. Conly

თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი        თანამდებობა: Mission Director

                                                                                                                             USAID/Caucasus

 

ცვლილება ნომერი ორი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2010 წლის 25 თებერვლის დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში.