„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულების“ ნომერ მესამე ცვლილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35/79
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

 ცვლილება ნომერი სამი

„ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 2010 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ  დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში

 

USAID-ის დახმარების შესახებ ხელშეკრულება №AAG-114-G-10-002

 

2013 წლის -------

 

ცვლილება ნომერი სამი „ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებულ პირების მხარდაჭერისათვის” საქართველოსა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები”) და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (“USAID”) მეშვეობით შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში (შემდგომში “ხელშეკრულება”).

 

ვინაიდან, გრანტის მიმღებმა და USAID-მა (შემდგომში – მხარეები) 2010 წლის 12 აგვისტოს გააფორმეს დახმარების შესახებ ხელშეკრულება საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, როგორც ეს აღწერილია ხელშეკრულების დანართ 1-ში (“განვრცობილი აღწერა”); და

 

ვინაიდან, მხარეებმა გამოთქვეს სურვილი განავრცონ წინამდებარე ხელშეკრულება, რათა მოიცვას USAID-ის ქვეყნის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგია საქართველოსთვის 2013-2017 წლებში („CDCS”) და CDCS-ის მიზანი-2, „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” USAID-ი აგრძელებს დახმარებას ხელშეკრულების ფუნქციონალური მიზნებისათვის, და

 

ვინაიდან, USAID და გრანტის მიმღები გამოთქვამენ სურვილს, რომ შეიტანონ ხელშეკრულებაში ცვლილება იმ მიზნით, რომ:

1)   ხელშეკრულების ფარგლებში აისახოს გარემოს კომპონენტი, როგორც ახალი პროგრამის არეალი;

2)   გაიზარდოს USAID-ის მთლიანი ვალდებულება 109,560,599 აშშ დოლარიდან 124,633,774 აშშ დოლარამდე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დამატებითი დამხარება CDCS-ის ფარგლებში;

3)   გაიზარდოს USAID-ის მონაწილეობის მთლიანი შეფასებითი თანხა, რათა ასახულ იქნას ზემოაღნიშნული ცვლილება;

4)   შესაბამისად გაიზარდოს საქართველოს მთავრობის კონტრიბუცია;

5)   ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2017 წლის 30 სექტემბრამდე;

6)   განახლებულ იქნეს დანართი 1, „განვრცობილი აღწერა”, რათა ასახულ იქნეს USAID-ის მონაწილეობის მთლიანი შეფასებითი თანხა;

7)   განახლებულ იქნეს ხელშეკრულების დანართი 1-ის დამატება 1, „USAID-ის ფინანსური გეგმა” რათა ასახულ იქნეს აღნიშნული ცვლილებები;

8)   განახლებულ იქნეს დანართი 1, „განვრცობილი აღწერა”, რათა განმარტებულ იქნეს CDCS-ის როლი;

9)  დაემატოს დანართი 1, დამატება 2 რათა ასახულ იქნას CDCS-ის განვითარების მიზანი 2 და ახალი საილუსტრაციო საქმიანობები CDCS-ის ფარგლებში;   

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

 

1.    პუნქტი 2.1. ფუნქციონალური მიზანი, პროგრამის არეალი, მთლიანად უქმდება და იცვლება შემდეგით;

„პუნქტი 2.1. ფუნქციონალური მიზანი, პროგრამის არეალი. იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ეკონომიკური ზრდის და ჰუმანიტარული დახმარების („ფუნქციონალური მიზნები”) უცხოური დამხარების მიზნები, რაც მკაფიოდ მოცემულია აშშ-ს მთავრობის მიერ აშშ-ს უცხოური დახმარების სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ ერთობლივად იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მოიცავს გაუმჯობესებულ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას სტრატეგიულ სექტორებში, ზრდის მაკროეკონომიკურ საფუძვლებს, ვაჭრობას და ინვესტიციას, ფინანსურ სექტორს, სოფლის მეურნეობას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ეკონომიკურ შესაძლებლობას, გარემოს დაცვას, დახმარებას და პრობლემის გადაჭრას (ერთობლივად, “პროგრამის არეალები” და ფუნქციონალურ მიზანთან ერთად, „მიზანი”)”.

2.   ხელშეკრულების 3.1 (ა) პუნქტი, - „გრანტი”, წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

 

„(ა) გრანტი. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დამხარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და ხელშეკრულების პირობების დაცვით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ასოცდაოთხი მილიონ ექვსას ოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდათოთხმეტ ამერიკის შეერთებული შტატების (“აშშ”) დოლარს ($124,633,774) (შემდგომში, “გრანტი”)”.

 

3.   ხელშეკრულების 3.1 (ბ) პუნქტის (“USAID-ის მონაწილეობის მთლიანი შეფასებითი თანხა”) პირველი წინადადება, – წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

 

„(ბ) USAID-ის მონაწილეობის მთლიანი შეფასებითი თანხა. ამოცანის შესასრულებლად USAID-ის მონაწილეობის მთლიანი შეფასებითი თანხა შეადგენს ას ოცდაოთხი მილიონ ექვსას ოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდათოთხმეტ ამერიკის შეერთებული შტატების (“აშშ”) დოლარს ($124,633,774), რომელიც გაიცემა ზრდადი ოდენობებით.

 

4.   ხელშეკრულების პუნქტი 3.2 (ბ) პირველი წინადადება, „გრანტის მიმღების კონტრიბუცია, „24,376,437 აშშ დოლარის ოდენობით” წაიშლება და შეიცვლება “27,858,654 აშშ დოლარის ოდენობით”.

5.   პუნქტი 4(ა), დასრულების თარიღი,  „2014 წლის 31 დეკემბერი” წაიშლება და შეიცვლება „2017 წლის 31 სექტემბრით”.

6.   დანართი1, პუნქტი VI (A), თანხა „109,560,599” აშშ დოლარი წაიშლება და შეიცვლება თანხით “124,633,774” აშშ დოლარით.

 

7.   დანართი 1, განრიგი 1, მთლიანად იშლება და იცვლება შემდეგით:

 

„USAID-ის ფინანსური გეგმა: ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის დახმარების შესახებ ხელშეკრულება 2010-2017 ფინანსური წლებისათვის”

 

 

წინა
 ვალდებულება

ცვლილება სამის ვალდებულება

მთლიანი ვალდებულების თანხა

ოდენობამდე

იძულებით გადაადგილებულ
 პირთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფა

34,668,597

 

34,668,597

34,668,597

მუნიციპალური ინფრასტრუქტურა

20,206,435

 

20,206,435

20,206,435

საინჟინრო სამუშაოები და ზედამხედველობა

4,777,396

385,000

5,162,396

5,162,396

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები

20,473,321

 

20,473,321

20,473,321

ეკონომიკური ზრდის ინიციატივა

13,985,113

 

13,985,113

13,985,113

ეკონომიკური მართვა

1,968,130

3,307,000

5,275,130

5,275,130

REAP

7,808,937

4,364,000

12,172,937

12,172,937

გარემოსდაცვითი შეფასება REAP

191,063

 

191,063

191,063

MEAS Associate AWARD

1,300,000

250,000

1,550,000

1,550,000

USDA

500,000

250,000

750,000

750,000

ISET

390,000

0

390,000

390,000

APSG

1,000,000

500,000

1,500,000

1,500,000

მყარი ნარჩენების მართვის პროექტი

1,290,000

820,000

2,110,000

2,110,000

EC LEDS

0

4,522,175

4,522,175

4,522,175

ოჯახური ძალადობა

0

675,000

675,000

675,000

პროგრამის მხარდაჭერა

1,001,607

 

1,001,607

1,001,607

ჯამი

109,560,599

15,073,175

124,633,774

124,633,774

 

8.   დანართი 1, განვრცობილი აღწერა, პუნქტი V(A), ბოლო აბზაცს დაემატება შემდეგი:

„2013 ფისკალურ წელს USAID-მა საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით მიიღო ახალი „ქვეყნის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგია” საქართველოსთვის, რომელიც ფარავს 2013-2017 ფისკალურ წლებს („CDCS”). „CDCS”-ის განვითარების სტრატეგია 2, „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” ხელს უწყობს ხელშეკრულების ფუნქციონალურ მიზნებს და უზრუნველყოფს სტრატეგიულ და პროგრამულ ჩარჩოს USAID-ის საქმიანობებისათვის, რომლებიც ხელს უწყობს ამ ფუნქციონალურ მიზნებს 2013-2017 ფისკალური წლებისათვის. განვრცობითი აღწერა „CDCS”-ის განვითარების სტრატეგია 2-სთვის და სხვა ყველა შესაბამისი საქმიანობები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ სტრატეგიით წარმოდგენილია როგორც დანართი 1-ის დამატება 2”.

9.   ცვლილება სამის განრიგი 1, სახელწოდებით „დანართი 1, დამატება 2, ქვეყნის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგია 2013-2017, განვრცობითი აღწერა” მოცემულია როგორც ხელშეკრულების დანართი 1-ის „დამატება 2”.

10.  ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინი და პირობა უცვლელია და რჩება ძალაში.

 

რომლის დასტურადაც, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ სამს ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ თარიღში:

 

ამერიკის შეერთებული შტატები              საქართველო:                            

 

------------------                            ---------------------

 

სახელი, გვარი: Stephen M. Haykin            სახელი, გვარი: ნოდარ ხადური

 

თანამდებობა: Mission Director                თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა      

           USAID/Caucasus                                 მინისტრი                                                                                

                      

 

ცვლილება ნომერი სამი „ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებულ პირების მხარდაჭერისათვის” საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა შორის 2010 წლის 12 აგვისტოს დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში.


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს

ქვეყნის განვითარების შესახებ 2013-2017 წლების თანამშრომლობის სტრატეგია

 

ვრცელი აღწერა

 

განვითარების მე-2 ამოცანა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა

 

ზემოაღნიშნული ამოცანის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები – მოქმედი კანონებისა და მარეგულირებელი წესების პროგნოზირებადი აღსრულება, მეტი გამჭვირვალობა და სამართლიანობა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისას, გლობალური საუკეთესო პრაქტიკის არსობრივი დანერგვა, პროდუქტიულობისა და დასაქმების დონის გაზრდა, ბუნებრივი სიმდიდრის ეფექტური დაცვა და განათლების სექტორსა და ეკონომიკურ სუბიექტებს შორის კავშირების გაფართოება. მნიშვნელოვანი პროგრამების შემუშავება ხელს შეუწყობს ეკონომიკის წარმართვისა და კონკურენტულობის შედეგების მიღწევას წინამდებარე სტრატეგიის შუა პერიოდამდე. განვითარების ამ ამოცანის წარმატებული განხორციელების შედეგად ქართველი და უცხოელი სამეურნეო სუბიექტებისთვის შეიქმნება განჭვრეტადი ბიზნეს გარემო, სადაც კანონები და მარეგულირებელი წესები სამართლიანად და გამჭვირვალედ იქნება აღსრულებული. სახელმწიფო სექტორსა და კერძო საწარმოებს შორის დიალოგის გაღრმავება ხელს შეუწყობს ისეთი პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და რეფორმირებას, რომელიც საჭიროა ეკონომიკური განვითარების იმ მიმართულებით წარმართვისათვის, რომ იგი კვლავ დარჩეს სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების მიერ გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი ზედამხედველობის ქვეშ.  გლობალური ბიზნეს პრაქტიკის, ნორმებისა და სტანდარტების უფრო მასშტაბური შემოღების შედეგად ძირითად საწარმოებსა და დარგებს საშუალება მიეცემა გასცდნენ რეგიონალურ ბაზრებს და უფრო მსხვილ ბაზრებზე, უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში შევიდნენ.  საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტი სიფრთხილით მართვა და დაცვა უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული ტყეების, მიწის, წყლის სისტემების უფრო მდგრად მოხმარებას და შეარბილებს გლობალურ კლიმატზე ზეგავლენას. ბაზარზე ორიენტირებული სასწავლო მასალებისა და სისტემების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ისეთი კადრების ჩამოყალიბებას, რომელთაც დამსაქმებელთა მოთხოვნების შესატყვისი კონკურენტული უნარ-ჩვევები ექნებათ.  სხვა დონორების, მათ შორის მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების და გაეროს სააგენტოების, - მიერ დაფინანსებული პროგრამები განამტკიცებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევას. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC), აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის და საზღვარგარეთ კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პროგრამები ასევე დაკავშირებულია განვითარების ზემოაღნიშნულ ამოცანასთან.

 

შუალედური შედეგი 2.1გაუმჯობესებული ეკონომიკური მმართველობა და ლიდერობა

მთავრობა პასუხისმგებელია ქვეყანაში ბიზნესგარემოს დამკვირდრებასა და შენარჩუნებაზე ეფექტური რეგულირებისა და კერძო სექტორის ინტერესების დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის გამართვის გზით. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის  სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები და პროფესიული ასოციაციები, მთავარ როლს ასრულებენ იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობის ყურადღების საგანი გახადონ ის შეზღუდვები, ან შესაძლებლობები, რომელთა გადაჭრა/გამოყენება სასარგებლო იქნება მთლიანად ეკონომიკისათვის. მთავრობასა და კერძო სექტორს შორის გაუმჯობესებულმა და რეგულარულმა ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდისაკენ მიმართულ თანამშრომლობას. ამ შემთხვევაში მთავრობას შეეძლება გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, რათა განავითაროს, განახორციელოს და სტიმული მისცეს ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას.

 

საილუსტრაციო საქმიანობები:

2.1 შუალედურ შედეგის მისაღწევად განხორციელებული პროგრამები განამტკიცებს სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და მათ პოზიციას საქართველოს მთავრობასთან დიალოგში. დახმარება ასევე გაეწევა საქართველოს მთავრობას ახალი კანონების, მარეგულირებელი წესებისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით. ტექნიკური[საექსპერტო] მხარდაჭერა გაეწევა მთავრობას დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარების მიზნით.

 

ეკონომიკური მართვის პროექტი:

საქართველოში ზრდის მართვა (G4G) წაახალისებს მიმდინარე გაუმჯობესებებს საქართველოს მთავრობის ინსტიტუტებში ქვეყნის ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ბუნებრივი რესურსების მართვას, მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად და ენერგო წარმოების პოტენციალის გამოყენებას. G4G გააძლიერებს საქართველოს მთავრობის ინსტიტუტების შესაძლებლობებს რეფორმების განვითარების, განხორციელების და აღსრულების კუთხით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სამართლებრივი და ნორმატიული ბაზის გაძლიერებას და მხარს დაუჭერს ბაზრის სამართლიან კონკურენციას, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგო წარმოების პოტენციალის გამოყენებას. G4G ასევე ხელს შეუწყობს კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარებას, საქართველოს მთავრობის ჩართვას რეფორმების განვითარების, განხორციელების და აღსრულების კუთხით, ქვეყნის ბიზნეს გარემოს, ბუნებრივი რესურსების მართვის და ენერგო წარმოების პოტენციალის გამოყენების გასაუმჯობესებლად და მთავრობას, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული დიალოგის წახალისებას ბიზნეს გარემოს, ბუნებრივი რესურსების მართვის და ენერგო წარმოების პოტენციალის გამოყენების გასაუმჯობესებლად.

 

 

განვითარების მე-2 ამოცანის შედეგების ცხრილი

ეკონომიკური მმართველობა მოიცავს ისეთი რეფორმების განხორცილებას და/ან კანონების აღსრულებას, რომელიც: იცავს საკუთრების უფლებებს; ხელს შეუწყობს კომერციული დავების გადაჭრას; განჭვრეტადი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნას; გადასახადების მოკრების გამჭვირვალობასა და თამიმდევრულობას; და კონკურენციას. ეკონომიკური მმართველობა ასევე დაკავშირებულია სახელმწიფო ფინანსების, მათ შორის შემოსავლების, დანახარჯებისა და შესყიდვების, მართვასთან. ეფექტური ეკონომიკური მმართველობა მოითხოვს ისეთი მექანიზმების არსებობას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის დიალოგს, რათა ყველასათვის ცნობილი გახდეს ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ და გაფართოვდეს სამოქალაქო საზოგადოების, ასევე კერძო სექტორის როლი და ზეგავლენა ეკონომიკური რეფორმის სამეცნიერო გამოკვლევასა და ადვოკატირებაში. 

 

USAID განაგრძობს მუშაობას ხელისუფლების აღმასრულებელ შტოში კონცენტრირებული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების უფლებამოსილების საკითხის გადასაჭრელად. ევროკავშირი, რომელთანაც ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ, საქართველოს სთავაზობს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შესვლის პრივილეგიას ინსტიტუციური რეფორმის, როგორიცაა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, განხორციელების სანაცვლოდ. USAID-ის შედარებითი უპირატესობა კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადეობასთან მუშაობაა, რათა წაახალისოს ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან. პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ დიალოგი სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის გაზრდის მათ ერთობლივ მონაწილეობას და გამჭვირვალობას ეკონომიკის პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. USAID მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტთან, რათა საქართველოს შემოსავლების სამსახურთან განაგრძოს მუშაობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ქვეყნის განვითარების წინამდებარე თანამშრომლობის სტრატეგიის (CDCS) შუალედურ პერიოდამდე ახალი, უფრო გამჭვირვალე და რისკებზე დაფუძვნებული აუდიტორული შემოწმების პრაქტიკის შემუშავებისა და შემოღების მიზნით. საქართველო შეინარჩუნებს წარმოების, დასაქმების დონის და ინვესტიციების ზრდის დონეს ისე, რომ შეამციროს ამჟამად პროგნოზირებული ემისიები. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი იქნება მთავრობის ინსტიტუციური შესაძლებლობების ჩამოყალიბების, რათა მან შეიმუშაოს დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგია სათბური გაზების შესამცირებლად და ამავე დროს ხელი შეეწყოს ეკონომიკის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას. აღნიშნულის შედეგად შემცირდება სათბური გაზების ემისიები, გაიზრდება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადების შემოდინება, რის შედეგადაც მიღებულ იქნება სოციალური, ეკონომიკური, და გარემოსდაცვითი სარგებელი. აღნიშნული შუალედური შედეგები დაკავშირებულია და ხელს შეუწყობს შემოწმებისა და დაბალანსების მექანიზმების შექმნას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას ახლად ჩამოყალიბებად ეკონომიკურ სისტემაში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების გაზრდისათვის, ბიზნესის დაწყებისა და საწარმოთა ზომის ზრდისთვის.

 

2.1.1 ეკონომიკური ზრდის საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-კვლევითი და პროფესიული ბიზნეს ასოციაციების განვითარებისა და ადვოკატირების დონის გაზრდა

ზემოაღწერილი შუალედური ქვეშედეგის მიღწევის შედეგად ჩამოყალიბდება ისეთი სუბიექტები, რომლებიც შესძლებენ საქართველოს მთავრობისათვის ბიზნესმოსაზრებებისა და ანალიზის შეთავაზებას.  ამჟამად საქართველო საჭიროებს ფორუმების გაძლიერებას განხილვების, კონსულტაციებისა და მოქმედი პოლიტიკის კრიტიკული შეფასებისათვის და მისაღები, პასუხისმგებლიანი პოლიტიკის რეკომენდირებისათვის ბიზნესის პერსპექტივიდან.  ანალოგიურად, არ არსებობს ჩამოყალიბებული მექანიზმი ბიზნესიდან, მთავრობიდან, აკადემიური წრეებიდან, სამუშაო ძალიდან და მომსახურების ბიზნესის პროფესიონალებიდან ინფორმირებული წარმომადგენლების თავმოსაყრელად და საზოგადოების ინტერესის შესატყვისი ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის შესამუშავებლად. სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების და ბინზნეს ასოციაციების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლონ პრობლემების, ან დავების ძირეული მიზეზების გაანალიზება, კანონების ან სხვა წინადადებების განმარტება, და საქართველოს მთავრობისათვის სამეურნეო სუბიექტების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების აღსრულების შესახებ სამართლიანი და განჭვრეტადი მექანიზმების შეთავაზება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს/განამტკიცებს საქართველოში ეკონომიკურ მმართველობას. მაგალითად, USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის ფარგლებში გამოვლენილ იქნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის პრობლემების წინაშე დგანან. ამ ორგანიზაციების გაერთიანება შესაძლებელია ერთ ქსელში, რათა პოლიტიკის შემმუშავებლებმა პირველი წყაროდან მიიღონ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის შესახებ ეფექტური დიალოგის პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოს მთავრობასთან ყველა დონეზე.

 

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, შექმნილია ისეთი გარემო, სადაც ყველა იდეა – როგორც კარგი, ასევე ცუდი, - განიხილება და მიმდინარეობს მსჯელობა მათ შესახებ. საქართველოს მთავრობას განსაკუთრებით სჭირდება შემოიღოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების გამჭვირვალე სისტემა, რათა მოიცვას არასამთავრობო ჯგუფები და შეძლოს სათანადო პოლიტიკის შემუშავება, რომლის მიმართ იარსებებს ფართო მიმღებლობა დაინტერესებული მხარეების მხრიდან.  სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ეფექტური დიალოგის შემზღუდველ გარემოებას წარმოადგენს ეკონომიკური და პოლიტიკის ანალიზის განხორციელების შეზღდული შესაძლებლობა. ამ ნაკლოვანების აღმოსაფხრელად სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ეკონომიკური და პოლიტიკის ანალიზის შესაძლებლობების  გაუმჯობესების მიზნით გაწეული იქნება დახმარება, მათ შორის არსებული და დაგეგმილი პოლიტიკის დღის წესრიგის დემონსტრირებისათვის რაოდენობრივი მონაცემების მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.

 

2.1.2 ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმირება

 

აღნიშნული შუალედური ქვეშედეგის მისაღწევად განხორციელებული საქმიანობები მთავრობას დაეხმარება შეიმუშაოს კანონები, მარეგულირებელი წესები და პოლიტიკა, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს ბიზნესგარემოში და ამასთან უზრუნველყოფს სათანადო მარეგულირებელი ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებას.  საქართველოს მთავრობამ დიდი ნაბიჯები გადადგა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შესაძლებელია არის და უნდა გაგრძელდეს კიდევაც ეს წარმატება.  აღნიშნული რეფორმების შედეგი არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება სასარგებლო, ის ასევე ითამაშებს კატალიზატორის როლის ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებისათვის. განსახორციელებელი საქმიანობები მოიცავს კერძო სექტორის და მთავრობის ინტერესების ამსახველი რეფორმების შემუშავებისათვის საექსპერტო დახმარების გაწევას და რჩევების მიცემას საქართველოს მთავრობისათვის, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლებისათვის. სამიზნე სფეროებში განხორციელებული საქმიანობების შედეგად გაიზრდება ბიუროკრატიის, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების ადმინისტრაციული შესაძლებლობები, საგნობრივი და ტექნიკური ექსპერტიზა.

 

2.1.3 დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება

დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელზეც საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ უნდა აიღოს ვალდებულება, განხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული და შემოთავაზებული სუფთა წარმოების სტრატეგიისა და   საქართველოს მთავრობის მიერ ამერიკის მთავრობასთან პარტნიორობით შემუშავებული დაბალი ემისიების განვითარების სამუშაო პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამების შემუშავება შესაძლოა მოიცავდეს დაბალემისიური მუნიციპალური ეკონომიკის განვითარების დაგეგმვას. ამასთან, ამ შუალედური ქვე-შედეგის მიღწევის საქმიანობების ფარგლებში განვითარდება საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობა შეაფასოს პოლიტიკისა და პროგრამების ზეგავლენა ეროვნული ენერგო სისტემების განვითარებაზე უახლესი კომპიუტერული მოდელების გამოყენებით. აღნიშნული მოდელების მეშვეობით შეფასდება ენერგო ეფექტურობის და განახლებადი ენერგიის პროექტების ხარჯები და სარგებელი, რაც პოლიტიკის შემმუშავებლებს და მის განმახორციელებლებს დაეხმარება უკეთესად დაგეგმონ და მართონ საქართველოს ეკონომიკური განვითარება სათბური ემისიების შემცირების პირობებში. სუფთა წარმოების და ენერგო ეფექტურობის სტანდარტების შემოღება საქართველოს საშუალებას მისცემს შევიდეს გლობალურ ბაზრებზე, სადაც მოითხოვება აღნიშნული სტანდარტების შესრულება, რის შედეგადაც ქვეყანა დაიწყებს სვლას ევროპის უფრო ფართო თანამეგობრობაში ინტეგრირებისკენ, ხოლო ამავე დროს შესწორებებს შეიტანს საქართველოს ბაზრის ძალიან მაღალი დონის არაეფექტურობაში, რაც ზრდის ბიზნესის წარმოების ხარჯებს და აბრკოლებს ეკონომიკის განვითარებას. ზემოაღნიშნული ასევე მოამზადებს საფუძველს უფრო დიდი ბაზრების მქონე ქვეყნებთან, სადაც მოითხოვება ამგვარი სტანდარტები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებისათვის.

 

შესაძლებლობების განვითარება დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიების (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამისათვის ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას გაზარდოს კლიმატის ცვლილების შერბილების ხარისხი ენერგო ეფექტურობისა და სუფთა ენერგიის განვითარების ხელშეწყობის გზით. აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო პასუხისმგებლიანი მართვა და განვითარება; ეს პროგრამა დაეხმარება საქართველოში არსებულ მუნიციპალიტეტებს შემოიღონ და განახორციელონ კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებები, და ასევე ხელს შეუწყობს და წაახალისებს კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განხორციელებას ენერგო ეფექტურობასა და მწვანე შენობებში, და განავითარებს საქართველოს მთავრობის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს საერთოეროვნული დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით აშშ-ის მთავრობის EC-LEDS ინიციატივის მხარდასაჭერად. ხუთწლიანი პროგრამის განმავლობაში EC-LEDS  სუფთა ენერგიის პროგრამა GHG ემისიების მოცულობას სავარაუდოდ მინიმუმ შეამცირებს 236,372.9 მეტრული ტონა CO2-ის ექვივალენტით, რაც ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიაში კერძო სექტორის ინვესტიციების 14 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდას, ხოლო ენერგიის დაზოგვას 315 GWh-მდე (დაახლოებით 22 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი).  

 

 

შუალედური შედეგი 2.2სამიზნე სექტორებში კონკურენციისა და დასაქმების დონის გაზრდა

 

საქართველოში ეროვნული კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაზრდა სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდის კრიტიკული კომპონენტია.  ეროვნული კონკურენტუნარიანობისა და დასაქმების დონის გაზრდა სამიზნე სექტორებში მოიცავს ისეთ საქმიანობებს, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარების დაჩქარებისათვის, საწარმოო და მომსახურების სექტორის გაფართოებისათვის, ნაკლებად გამოყენებული საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის განვითარებისათვის, კაპიტალზე წვდომის გაუმჯობესებისა და მეწარმეობის უფრო მასშტაბური განვითარებისათვის. ქვეყნის განვითარების თანამშრომლობის წინამდებარე სტრატეგიით (CDCS)  განსაზღვრულ საშუალო ვადამდე სამიზნე სექტორების რიცხვს განეკუთვნება: სოფლის მეურნეობა, წარმოება, მომსახურებების მიწოდება, და მათან დაკავშირებული ღირებულების ზრდის ჯაჭვი (წარმოების ჯაჭვი). CDCS-ით გათვალისწინებული საშუალო ვადის შემდეგ გადაფასდება შერჩეული სექტორები, რამაც შესაძლოა განაპირობოს მიმართულების კორექტირება.

 

საილუსტრაციო საქმიანობები:

ზემოაღწერილი შუალედური შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი პოტენციური საქმიანობები გააუმჯობესებს საქართველოში არსებული ფირმებისა და ფერმების შესაძლებლობას საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყონ ხარისხიანი და შესაბამისი რაოდენობის პროდუქციის დროულად მიწოდება. ამ საქმიანობების ფარგლებში განხორციელდება როგორც ექსპორტზე ორიენტირებული, ასევე იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიები, არა სავაჭრო ბარიერების შემოღების ადვოკატირების გზით, არამედ კონკურენტულობის გაზრდის მეშვეობით. ქართული ფირმები და ფერმები წახალისდება, რათა მათ თავი დაიმკვიდრონ არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალურმა კონკურენტმა სამეურნეო ერთეულებმა, არამედ როგორც ერთეულებმა, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ სათანადოდ განვითარებული ღირებულების ზრდის ჯაჭვის შედეგად შექმნილი ეფექტურობის მისაღწევად. ღირებულების ზრდის აღნიშნული ჯაჭვები ასევე მოიცავს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულ მომავალ სტიმულებს წარმოების სუფთა ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენების წასახალისებლად. ამასთან, ეს ძალისხმევა მოიცავს ღონისძიებებს შესაბამისი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიდგომების შემოღების დაჩქარებას კონკურენტუნარიანობის დონის ასამაღლებლად. მოცემული შუალედური შედეგის მისაღწევად ძალისხმევის წარმართვისას სახელმძღვანელოდ გამოყენებული იქნება საქართველოს დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება (შუალედური ქვეშედეგი 2.1.3). 

REAP (სასოფლო-სამეურნეო წარმოების აღდგენის ეფექტურობა)

 

REAP გამოუყოფს გრანტებს და ტექნიკურ დახმარებას (TA) არსებულ და ახლად-შექმნილ (დამწყებ) კერძო საწარმოებს სოფლის მეურნეობის სექტორში, მათ შორის შესაბამისი საშუალებების მომწოდებლები, ტექნიკის მომსახურების მომწოდებლები, შემნახავი ბაზები, დამხარისხებელიცენტრები და მცირე და საშუალო ზომის სამართავ მოწყობილობებს. გრანტები და ტექნიკური დახმარება აგრეთვე შესაძლებელია გამოეყოს პირველადი წარმოების პროდუქციის ბიზნესებს, კოოპერატივებს ან ასოციაციებს. გრანტის აპლიკანტები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს ეძლევათ ტექნიკური დახმარება ბიზნეს გეგმების განვითარებისთვის; შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ შესაბამის გრანტებს და დამატებით ტექნიკურ დახმარებას თავიანთი ბიზნეს გეგმების განსახორციელებლად. კონტრაქტორი ასევე უზრუნველყოფს დამატებითი ტექნიკური დახმარებით ფერმერებს და მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც არ არიან გრანტის მიმღები, ტექნიკური და ბიზნეს შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და შესაბამისი საშუალებების მომწოდებლებს, ფერმერებს, გადამამუშავებელი საწარმოებს და საბოლოო ბაზრებს (შიდა და საერთაშორისო) შორის კავშირის გასამყარებლად.

 

MEAS (მოდერნიზებული გაფართოება და საკონსულტაციო მომსახურება):

აღნიშნული საქმიანობის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს სოფლის მეურნეობის მცდელობას განავითაროს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო გაფართოების და საკონსულტაციო მომსახურების სისტემა. ეს მიზანი მიიღწევა საქმიანობის ფარგლებში დაფინანსებული ტექნიკური მრჩევლის დახმარების გამოყენებით, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მრავალწლიანი სტრატეგიის განვითარები და განხორციელების კუთხით სამინისტროს მმართველობითი შესაძლებლობების და შესაბამისი დარგის მუშაკების შესაძლებლობების გაზრდით სასოფლო-სამეურნეო გაფართოების და ეფექტური საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმიანობა წარმოადგენს USAID-ის მიზანს გააუმჯობესოს სასოფლო-სამეურნეო წარმოება და შემოსავლები ფერმერთა საუკეთესო მართვის პრაქტიკა ინფორმაციის უფრო ეფექტური მიწოდებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გამარჯვებული კომპანია კომპლექსურად განახორციელებს საქმიანობას  და გაფართოების მეთოდოლოგაზე ტრენინგს შესაბამისი სპეციალისტებისთვის.

 

 

ISET (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა)

საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკური შესაძლებლობების საქმიანობის განვითარება (საქმიანობა) მხარს დაუჭერს USG და საქართველოს მთავრობის მიზნებს ეკონომისტთათვის ტრეინინგის ჩატარებით სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე და ჩაატარებს მაღალი ხარისხის კვლევას, მოიძიებს მონაცემებს და გაუკეთებს ანალიზს საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმდინარე საკითხებს, მოაწყობს საჯარო განხილვებს საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განვითარებაზე. მრავალმხრივი, მდგრადი ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, საჭიროა სოფლის მეურნეობის დარგში დატრეინინგებული პროფესიონალებისთვის ინფორმაციის მიწოდება ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზზე სახელმწიფო და კერძო სექტორში. საქმიანობით მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა სოფლის მეურნეობის ეკონომიკის განვითარების კონცენტრირებით ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. კომისიებისა და ბიზნეს ასოციაციების ხელშეწყობა საჩივრების და ძირითადი მიზეზების ანალიზის ჩასატარებლად, კანონებში ან სხვა შემოთავაზებებში გარკვევა და სამართლიანი და პროგნოზირებადი გზების შეთავაზება ბიზნესის შესაბამისობის წესების აღსასრულებლად, რაც გააძლიერებს ეკონომიკურ მმართველობას საქართველოში და ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკის ფორმულირებას და მასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებას. საქმიანობა ამ მიზნის მისაღწევად განავითარებს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის კვლევის ცენტრს (APRC) ISET-PI-ში, რომელიც განახორციელებს კვლევის, პოლიტიკის ანალიზის და ტრენინგის საქმიანობებს სოფლის მეურნეობის დარგში.

 

USDA (სოფლის მეურნეობის შეერთებული შტატების დეპარტამენტი)

 

სოფლის მეურნეობის თხოვნის საპასუხოდ USAID და USDA დაეხმარებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეფექტური სოფლის მეურნეობის საინფორმაციო სისტემის განვითარების საქმეში, სპეციალური ერთეულის შექმნის ჩათვლით, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მართოს ბაზრის პროგნოზები და ჩაატაროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ანალიზი. Aრის მოლოდინი, რომ ეს ერთეული ანალიზს გაუკეტებს და გაავრცელებს ეკონომიკურ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორში გადაწყვეტილების მიმღებთათვის. USDA იმუშავებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტთან ახალი სასოფლო-სამეურნეო კვლევის დიზაინის შექმნისა და განხორციელებისთვის. აღნიშნული კვლევა საჭიროა, რათა მონაცემები მიაწოდოს სახელმწიფო და კერძო სექტორს, სამინისტროს ბაზრის პროგნოზების და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ანალიზი ერთეულის ჩათვლით. USDA ჩაატარებს ტრეინინგს ბაზრის პროგნოზების ანალიზს იმ კუთხით, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, ბაზრის სიტუაციის ანგარიშის და მიწოდების, მოთხოვნის და ფასების მოკლევადიანი პროგნოზის ჩათვლით. ასევე პოლიტიკის ანალიზზე ტრეინიგი: სავაჭრო პოლიტიკა, რისკის მართვა, რესურსების გამოყენება და სხვა.

 

წლიური პროგრამის ანგარიში-საქართველო (APSG)

 

USAID-ის წინასწარი წლიური პროგრამის ანგარიში საქართველოსთვის (APSG) მიმართავს საშუალო დონის დაფინანსებას პირდაპირ საქართველოს ორგანიზაციებისთვის და შესაძლებელს გახდის მისიისთვის განავითაროს USAID-ის წინასწარი შესყიდვების რეფორმის გეგმა.  APSG არის საქართველოს ორგანიზაციებისგან საგრანტო შემოთავაზებების წლიური თხოვნა, რაც გაზრდის ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის USAID-ის დახმარების ინსტრუმენტების რაოდენობასა და მასშტაბს და მხარს დაუჭერს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო მისიის მიზნებს, რაც ასახულია

2013-17 ფისკალური წლების USAID-ის ქვეყნის განვითარების თანამშრომლობის ახალ სტრატეგიაში. APSG ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინოვაციების განვითარებას, სექტორის საჭიროების შესაბამისად, და უპასუხებს გადაუდებელი განვითარების შესაძლებლობებს.  APSG უზრუნველყოფს უწყვეტ, სტრუქტურულ და რესურსებით უზრუნველყოფილ შუამდგომლობის მექანიზმს, კერძო სექტორის კონკურენციის, დასაქმების განვითარების და ეკონომიკური მმართველობის სფეროებში ადგილობრივი პროგრამირების შექმნის განხილვას და დაფინანსებას. პირველ წელს, მოსალოდნელია დაფინანსების ფოკუსირება მზარდ ეკონომიკურ შესაძლებლობების განვითარებაზე, საქართველოში ქალთა ჩართულობაზე.

 

2.2.1  მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა განვითარება და ეკონომიკური ზრდა

აღნიშნული შუალედური ქვე-შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებები შესაძლოა ფოკუსირებული იყოს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე საწარმოო და მომსახურების სექტორებში. საქართველოს ამჟამად და ისტორიულად სტრატეგიული უპირატესობა აქვს იყოს რეგიონის სამეურნეო და სატრანსპორტო ცენტრი. დაბალ დონეებზე კორუფციის აღმოფხვრის რეფორმის წარმატების გათვალისწინებით საქართველომ შესაძლოა უკეთ შეასრულოს სავაჭრო პლატფორმის ფუნქცია მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის გასატანად. საქართველოს მდიდარი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რასაც საქართველოს მთავრობამ მაღალი პრიორიტეტი მიანიჭა. არსებობს აგრობიზნესის და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი სასოფლო დასახლებების და სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესებასთან ერთად.  ქვეყანაში არსებობს საინფორმაციო და კომუნიკაციის მზრდი სექტორი, რომლის შემდგომ განვითარებასაც ცდილობს საქართველოს მთავრობა ქართული სამუშაო ძალის შემოქმედებითობაზე დაყრდნობით. ქალების, როგორც კომპანიების ხელმძღვანელების ამჟამინდელი როლი და პოტენციალი და სამუშაო ძალაში ჩაბმულ ქალებზე უარყოფითი ან დადებითი ზეგავლენა სხვადასხვა სექტორებში ხშირად მოიცავს მთელ რიგ გენდერულ ასიმეტრიას, რომლის გამოსწორებისკენაც წარიმართება ძალისხმევა მოცემული შუალედური ქვე-შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი საქმიანობების ფარგლებში. კერძო სექტორში დასაქმებული კაცები საშუალოდ 84  პროცენტით მეტს გამოიმუშავებენ ვიდრე ქალები. სოფლის მეურნეობაში კაცთა და ქალთა ფუნქციები ხშირად განსხვავებული და არათანაბარია. ფერმებს, ჩვეულებისამბერ, კაცები ფლობენ და მართავენ; თუმცა ქალები ფერმაში სამუშაოების დიდ ნაწილს ასრულებენ, მაგალითად ნათესების და შინაური პირუტყვის მოვლა, რძის წარმოება და დამუშავება. ასევე უფრო მოსალოდნელია, რომ ქალები ფლობდნენ მიკრო საწარმოებს და უფრო ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ისინი მსხვილ  საწარმოებს ფლობდნენ.  

 

მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება და გაფართოება საქართველოსთვის ყველაზე პრაქტიკული ამოცანებია სასოფლო-სამერუნეო სექტორის გარდა სხვა სამუშაო ადგილების შექმნისათვის. ამ შუალედური შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი საქმიანობები შეავსებს USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის დახმარების გაწევის გზით, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მაგალითად, დაფასოების საწარმოები, სატრანსპორტო და ლოგისტიკის კომპანიები, სასაწყობეები, ბიზნესის და ფინანსური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, და სასოფლო სამეურნეო პროდუქციით საცალო მოვაჭრეები. ყურადღება გამახვილდება მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებაზე ბიზნეს ქსელების განმტკიცებისა და გაფართოების მიზნით, რათა მოხდეს მათი ნედლეული მასალის და გაყიდვების ბაზრების დივერსიფიკაცია. ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტების შემოღებასა და განხორციელებაზე, რათა ხელი შეეწყოს ხარისხიანი პროდუქტების პროგნოზირებად და თანმიმდევრულ მიწოდებას. მოცემული შუალედური ქვეშედეგის ფარგლებში პროგრამები მჭიდროდ იქნება კოორდინირებული ევროკავშირთან და მისი წევრი სახელმწიფოების ბიზნესის განვითარებისაკენ წარმართულ ძალისხმევასთან.

 

2.2.2 სასოფლო-სამეურნეო წარმოება/პროდუქტიულობა და საბაზრო კავშირების გაზრდა

სოფლის მეურნეობა მთელი ეკონომიკისათვის დიდი ეკონომიკური პოტენციალის შემცველია და ამავე დროს უდიდეს ეკონომიკურ შვებას აძლევს სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველი ოჯახების უდიდეს ნაწილს.  ორი ათწლეულის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვების შემდეგ საქართველოს მთავრობა ამჟამად უფრო დიდ ყურადღებას აქცევს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას. ამ შუალედური ქვე-შედეგის ფარგლებში ხელი შეეწყობა კომერციული სოფლის მეურნეობის და აგრობიზნესების განვითარებას საქართველოში, რათა მაქსიმუმამდე გაიზარდოს მთლიან ეკონომიკაზე ზეგავლენის პოტენციალი, შეიქმნას სამუშაო ადგილები და შემცირდეს სოფელ ადგილებში გავრცელებული სიღარიბე. გამოყენებული მიდგომა ყურადღებას გაამახვილებს ინვესტიციების განხორცილებაზე სოფლის მეურნეობის კარგად შერჩეულ წარმოების საშუალებებზე – კონსულტაციები, ტრანსპორტი, წყალი, მექანიზაცია, ფინანსები, წარმოების საშუალებები ფერმერებისათვის (სასუქები, სათესლე მასალა, პესტიციდები) - მსხვილ სამიზნე გეოგრაფიულ არაელებში, რომელთაც ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი გააჩნიათ, რაც განვითარების მხრივ უდიდეს ზეგავლენას მოახდენს ფერმერული შინამეურნეობების უმეტესობაზე, მათ შორის დასავლეთ საქართველოში, კახეთში და შიდა ქართლში.   გარდა ამისა, ამ დახმარების შედეგად ისარგებლებენ საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონები, მათ შორის სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. რადგან ქალები უფრო იშვიათად ფლობენ, ან მართავენ ფერმებს, უფრო იშვიათად მუშაობენ მაღალი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში და სხვა არახელსაყრელი პირობების წინაშე დგანან, განსაკუთრებული ძალისხმევის წარმართვა არის საჭირო ქალების მოსაცველად და მათთვის სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობის შესაქმნელად.  წინამდებარე შუალედური შედეგი შეესაბამება სტრატეგიას, გამოკვებე მომავალი, რადგან ეს გაზრდის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ოდენობას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს და შის შედეგადაც გაუმჯობესდება მათი საკვებით უზრუნველყოფა და გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა. წინამდებარე შუალედური ქვეშედეგის მიღწევა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხილის და მარცვლეული კულტურების შენარჩუნებას და თავიდან იქნება აცილებული საქართველოს აგრომრავალფეროვნების დაკარგვა. 

 

2.2.3 კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა სათანადოდ რეგულირებული კომერციული საბანკო სექტორი და ფინანსური სექტორის კონსერვატიული პოლიტიკა. თუმცა საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებას ბანკის საპროცენტო განაკვეთების შემცირების, სესხის დაფარვის ვადების გაზრდის და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსების გაზრდის გზით, ზოგადად, კაპიტალის ნაკლებობა კვლავ ფირმებისა და ფერმების ძირითადი პრობლემატურ საკითხად რჩება.  ლიზინგი, სადაზღვევო პროგრამები, საკუთარი კაპიტალის დაფინანსების სხვადასხვა ფორმები, სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობა და განვითარების საკრედიტო უწყების სასესხო გარანტიები, სხვა ღონისძიებასთან ერთად, შესაძლოა მიჩნეულ იქნას აღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებად.  დიდი ალბათობა არსებობს, რომ ამ ინტერვენციების შერჩევა ინდივიდუალურად მოხდება შესაბამისი საკანონმდებლო და მრეგულირებელი გარემოს რეფორმირების მიზნით, რაც კერძო სექტორიდან და დონორებიდან, ან საქართველოს მთავრობიდან მიღებული სახსრების, - და არა მხოლოდ აშშ-ის დახმარების ფარგლებში კაპიტალური დანახარჯებისათვის განკუთვნილი თანხებიდან, - ეფექტური გამოყენებისათვის კარგ საფუძველს მოამზადებს.     რადგან ფინანსური სექტორის განვითარებამ შესაძლოა მრავალ დონეზე დადებითი, ან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ქალებზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს ღონისძიებები ქალებისათვის და სხვა დაუცველი ჯგუფებისათვის.  USAID-ის მიერ მხარდაჭერილი საქმიანობები უნდა უზრუნველყოფდეს ქალების თანაბარ ხელმისაწვდომობას კრედიტზე და ბიზნესსესხებზე. საქართველოში ბანკების უმეტესობა მოითხოვს მნიშვნელოვანი გირაოს ჩადებას სესხების გასაცემად. თუმცა, არ არსებობს სამართლებრივი ბარიერები ქალთა მიერ საკუთრების ფლობის თვალსაზრისით, მათთვის დამატებითი სირთულეა კრედიტის და ბიზნეს სესხების მისაღებად საჭირო გირაოს მოპოვება.

 

2.2.4 მეწარმეობის განვითარება

მეწარმეობა, რაც შემდგომ განვითარებას საჭიროებს საქართველოში, ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების, ცოდნის და სხვა მახასიათებლების თვალსაზრისით პირდაპირ შეესატყვისება ერთ-ერთ ძირითად შუალედურ ქვე-ამოცანას. მეწარმეობა გულისხმობს ფინანსური და საქმიანობის მართვის ცოდნას სათანადო პროფესიული მსჯელობის კარგად განვითარებულ უნართან ერთად.   საქართველოს კერძო სექტორში გავცელებული დაბრკოლებაა ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების წარმოების შესახებ შეზღუდული ცოდნა და მისი გაგება, ასევე გლობალური ეკონომიკის პირობებში ბიზნესის წარმოების გამოუცდელობა. ამასთან, გავრცელებული ბიზნეს პრაქტიკაა საკასო მეთოდის გამოყენება, როდესაც ნაღდი ფულის ქონა სძლევს ხოლმე გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივების განხილვას. წინამდებარე შუალედური ქვე-ამოცანით გათვალისწინებული ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ფირმის დონეზე ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა გასაგები გახდეს, თუ რა ზეგავლეანს ახდენს საწარმოს საოპერაციო საქმიანობა მის ფინანსურ მდგომარეობასა და ზრდის პოტენციალზე. სამიზნე საწარმოები შეირჩევა აშშ-ის მთავრობის დახმარებისათვის შერჩეული სამიზნე ღირებულების ზრდის ჯაჭვში მონაწილე საწარმოებიდან. 

 

შუალედური შედეგი 2.3: საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო პასუხისმგებლიანი მართვა და განვითარება

საქართველოს ბუნებრივი რესურსების უფრო პასუხისმგებლიანი მართვისა და განვითარების დაჩქარებისათვის განხორციელდება ისეთი საქმიანობები, რომელიც გაზრდის უპრეცედენტო წყლის რესურსების, ბუნებრივი რესურსების (როგორც ხე-ტყის მასალის, ასევე არასამასალე ხე-ტყის) უფრო მეტად გამოყენებას და ასევე გაზრდის ბუნებრივი რესურსების კონსერვაციას, რაც უაღრესად მნივნელოვანია უწყვეტი ეკონომიკური ზრდისთვის.                 ეკონომიკური ზრდაში სოფლის მეურნეობის დარგში ღირებულების ზრდის ჯაჭვის და ჰიდროენერგიის მნიშვნელობიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების, როგორიცაა წყალი, ჯანსაღი და მდგრადი მართვა, ანალოგიურად შესაძლებელია ნიადაგის სათანადო კონსერვაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მომავალში წარმოებისა და ნარჩენების სათანადოდ მართვა.  ამისათვის საჭირო იქნება მდინარის აუზების მართვა, რაც მოიცავს საირიგაციო და ჰიდროელექტროსადგურების პოტენციალის შეფასებას. ამგვარი ჰოლისტიკური მიდგომა გულისხმობს სათემო დასახლებების შესაძლებლობების განვითარებას ბუნებრივი რესურსების სათანადო მართვაში. საქართველოს წყლის რესურსებში აბსოლუტური უპირატესობა აქვს, მაგრამ იგი ჰიდროენერგიის გამომუშავების პოტენციალის მხოლოდ 12 პროცენტს, ხოლო ირიგაციის პოტენციალის მხოლოდ ექვს პროცენტს იყენებს.  ბუნებრივი რესურსების გამოყენებას თან ახლავს მათი ინკლუზიური, ეკონომიკურად მდგრადი და ეკოლოგიურად გონივრული განვითარების მართვის ვალდებულება.

 

საილუსტრაციო საქმიანობები:

 

წყლის რესურსების, მათ შორის ირიგაციის, უფრო ეფექტური და  ფართო გამოყენების ხელშესაწყობად გათვალისწინებული საქმიანობები შესაძლოა მოიცავდეს წყლის გაუმჯობესებულ მოხმარებას და წყლის დაზოგვის ტექნოლოგიების გამოყენებას, შესაბამისი ფასების განსაზღვრის სტრატეგიებს და ინვესტიციების გაზრდას საირიგაციო სისტემების განახლების მიზნით, მათ შორის დონორებიდან და სხვა ინვესტორებიდან ფინანსური სახსრების გამოყენებას. ამ შუალედური შედეგის მიღწევით გაიზრდება ინვესტიციები ჰიდრო და სხვა სუფთა ენერგო ტენოლოგიებში, და გაუმჯობესდება ენერგო ეფექტურობა სახელმწიფო და კერძო სექტორში, რაც თავის მხრივ, გააძლიერებს ქართული ფირმების კონკურენტულ უპირატესობას, რაც მიღწეული იქნება უფრო დაბალი ენერგო ხარჯებით, და რაც საქართველოს საშუალებას მისცემს გლობალურ და რეგიონალურ ენერგო ბაზრებზე გაყიდოს მწვანე ენერგია. საქართველოს ენერგო რესურსების ეკოლოგიურად გონივრული მართვა სუფთა წარმოების შესახებ პოლიტიკის რეფორმის, გაუმჯობესებული ზედამხედველობის, ეკონომიკური სტიმულების შექმნისა და როგორც სასოფლო, ასევე ურბანულ დასახლებებში არსებული დაინტერესებული მხარეების, როგორც მამაკაცების, ასევე ქალების, მონაწილეობის გაზრდის მეშვეობით, უზრუნველყოფს პროგნოზირებადი და გრძელვადიანი საშუალებების არსებობას ეკონომიკური ზრდისათვის, მათ შორის ენერგო მომარაგების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. ბოლოს, ამ შუალედური შედეგის მიღწევა ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობის ზრდას და და გადაჭრის ჯანდაცვის, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ პრობელემებს ბუნებრივი რესურსების და ნარჩენების უკეთესი  მართვის მეშვეობით, მათ შორის გადამუშავების ინიციატივების განხორციელებით.

 

დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის (EC-LEDS) პროექტი

 

ენერგო ეფექტურობის და სუფთა ენერგიის განვითარების ხელშეწყობის გზით შესაძლებლობების განვითარება დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიების (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამისათვის განამტკიცებს საქართველოს ძალისხმევას გაზარდოს კლიმატის ცვლილების შერბილების დონე. აღნიშნული პროგრამა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო პასუხისმგებლიანი მართვისა და განვითარების შესაძლებლობას შექმნის და საქართველოში არსებულ მუნიციპალიტეტებს დაეხმარება ინსტიტუციურ დონეზე კლიმატის შერბილების ღონისძიებების შემოღებასა და განხორციელებაში, ენერგო ეფექტურობასა და მწვანე შენობებში კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვაში და ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს მთავრობის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, რათა მათ შეიმუშაონ და განახორციელონ ეროვნულ დონეზე დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგია აშშ-ის მთავრობის EC-LEDS-ის ინიციატივის მხარდაჭერით.

 

პროგრამის ხუთი წლის განმავლობაში EC-LEDS -ის სუფთა ენერგიის პროგრამა მოსალოდნელია, რომ სათბური გაზების ემისიებს საქართველოში სულ მცირე მინიმუმ 236,372.9 მეტრული ტონა CO2-ის ექვივალენტით შეამცირებს, და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მიერ დაახლოებით 14 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების ჩადებას სუფთა ენერგიაში, ხოლო ენერგია დაიზოგება 315 GWh -მდე (დაახლოებით  22 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი).

 

2.3.1 კლიმატის ცვლილების შერბილების დონის გაზრდა

 

გლობალური კლიმატის ცვლილების შერბილება USAID-ის პრიორიტეტული ამოცანა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით პრეზიდენტის ინიციატივაა. მოცემული შუალედური ქვე-შედეგის მისაღწევად განსახორციელებელი საქმიანობები ყურადღებას გაამახვილებს განახლებად ენერგიასა და სუფთა წარმოებაში ინვესტიციების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი ბაზრისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნაზე. ეს საქმიანობები მოიცავს კლიმატის ცვლილების შერბილების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებას და ყურადღების გამახვილებას ენერგო ეფექტურობის  გაზრდაზე როგორც ადგილობრივ, ასევე ქყვენის მასშტაბით (ამდენად, შემცირდება პროგნოზირებული ემისიები). გათვალისწინებულია ალტერნატიული ენერგო რესურსებისათვის (მზის, ჰიდრო, ბიოსაწვავის) ინფრასტურუქტის მომზადება და გამოყენება, უმსხვილესი მუნიციპალიტეტებისათვის დახმარების გაწევა მდგრადი ენერგიის სამოქმედო გეგემბის მომზადებაში, რათა მათ შეასრულონ ევროკავშირის მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება და სათბური გაზების ემისიები სულ მცირე 20 პროცენტით შეამცირონ და შეიმუშაონ შენობების ეკო-ეტიკეტირების სტანდარტები და პროცედურები. საქართველოში ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და ენერგო სექტორები სათბური გაზების ემისიების მთავარ წყაროს წარმოადგენს. გამოყოფილი ემისიები ზრდის დაბინძურების დონეს, საშუალო წლიურ ტემპერატურას და საბოლოოდ განაპირობებს კლიმატის ცვლილებას. თუმცა დროთა განმავლობაში მოსალოდნელია ემისიების გაზრდა, აშშ-ის მთავრობა დაეხმარება საქართველოს მთავრობას ქვეყნის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა მაქსიმალურად განვითარდეს ეკონომიკა და ამავე დროს შემცირდეს სათბური გაზების ემისიები აღნიშნულ სექტორებში ეფექტურობისა და ემისიების ალტერნატიული (და უფრო მცირე ოდენობით) გამოყოფის შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობის გზით.  `ჭკვიანი ენერგოქსელის~ პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას ენერგო გენერაციის, გადაცემისა და განაწილების სისტემის მოდერნიზების მიზნით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა შემცრიდეს დანაკარგები და გაიზრდოს ელექტროქსელზე პრეფერენციული ხელმისაწვდომობა განახლებადი ჰიდროენერგიისათვის. ამ შუალედური ქვე-შედეგის მიღწევა ასევე შექმნის საქართველოს მარეგულირებელი ორგანოების ინსტიტუციურ შესაძლებლობებს ენერგეტიკული და წყლის რესურსების პოლიტიკისა და მათი საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. სოფლის მეურნეობის სექტორში შერბილების ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს ნიადაგის ნულოვანი დამუშავებით მოსავლის მოწევას, აგრომეტყევეობის, და სასუქების გაუმჯობესებულ და/ან შემცირებულ გამოყენებას. მოველით, რომ ზემოაღწერილი შუალედური ქვე-შედეგი მიღწეული იქნება წინამდებარე სტრატეგიის დასრულებისათვის და კლიმატის ცვლილების შერბილებისათვის საბოლოო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება 2017 ფისკალურ წელს.

 

2.3.2 წყლის რესურსების გონივრული მართვა და ზოგადად გარემოს გაუმჯობესება

 

ირიგაცია და ჰიდროენერგია საქართველოს ორი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, როგორც ეს აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ `10 პუნქტიან გეგმაში~, რაც მიზნად ისახავს მომავალში ეკონომიკის ზრდაში ხელშეწყობას. ეკოლოგიური სტიმულების საფუძველზე მდინარის აუზების რაციონალური მართვის შედეგად ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მომავალში მინიმალური აუნაზღაურებელი ზარალის მიყენებით. მდინარის ზედა აუზებში განხორციელდება ხე-ტყის მასალის მოჭრის მდგრადი მართვა, წყლის რესურსების დაცვა და შემოღებულ იქნება მდინარეთა ქვედა ბიეფში წყლის ეფექტური გამოყენების პრაქტიკა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ამ კრიტიკული რესურსით გრძელვადიანი მომარაგება. საზოგადოების მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული რესურსების გამოყენების შესახებ, ასევე მოცვისა და მონაწილეობითი სტრატეგიები უზრუნველყოფს, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა შეეძლონ ზეგავლენის მოხდენა ამ რესურსების მართვასა და განაწილებაზე. გადასახდელების სათანადო სტრუქტურის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება წყლის რესურსების დაცვა, მათი მოხმარებისათვის და განაწილების ტექნიკური მომსახურებისათვის, ასევე საოპერაციო ხარჯების დასაფარად გადასახდელების მოკრების სისტემის ჩამოყალიბება და განხორციელება. ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფებისადმი მედეგობა გაზრდის სტაბილურობას და დაიცავს ეკონომიკურ განვითარებაში ჩადებულ ინვესტიციებს. კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის პრაქტიკის გამოყენება ეკონომიკური ზრდის ახალ ღონისძიებებში შემოღების შედეგად დაცულნი იქნებიან მცირე და საშუალო ზომის ინვესტორები და მათი საარსებო საშუალებები გრძელვადიან პერიოდში.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემდგომი დამუშავების ხელშეწყობის მიზნით ამგვარი პრაქტიკა შესაძლოა მოიცავდეს მოსავლის წარმოებისა და დამუშავების უფრო ეფექტურად მოწყობას,  კლიმატის ცვლილების ზეგავლენის დაზღვევის შემოღებას, კლიმატისადმი გამძლე ძირითადი მარცვლოვანი კულტურების გამოყენებას და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მოდელების გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების პროგნოზირებისათვის, ასევე შესაძლოა მოიცავდეს განახლებადი ენერგო წყაროების დიფერსიფიკაციას.

 

2.3.3 ნარჩენების მართვის გაუმჯობესება

 

2010 წელს USAID-ის მიერ განხორციელებული ნარჩენების შეფასების შედეგად გამოვლენილ იქნა საქართველოში ნარჩენების მართვის ძირითადი ბარიერები და შესაძლებლობები. ნარჩენების არასათანადო მართვა წყლის მარაგებსა და ადამიანის ჯანმრთელობას სულ უფრო მზარდ საფრთხეს უქმნის.  ნარჩენების ფიზიკურ მართვასთან ერთად საზოგადოების ინფორმირების კამპანიამ უნდა შეავსოს ის ძალისხმევა, რომელიც მოიცავს დროთა განმავლობაში `შემცირების, ხელახლა გამოიყენების, გადამუშავების, სხვა დანიშნულებით გამოიყენების~ დამოკიდებულებების დამკვიდრებას. სათანადო ნაგავსაყრელების მოწყობა და მართვა ასევე შეამცირებს სათბური გაზების ემისიებს, და ნარჩენებიდან საწვავამდე პროექტების შესაძლო ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული იქნება განახლებადი ენერგიის დამატებითი წყარო. ამ შუალედური ქვე-შედეგის მიღწევით გაუმჯობესდება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და სტრატეგიული დაგეგმვა საერთოეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, გაიზრდება სამიზნე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა მათ მოაწყონ ნარჩენების შესანახი ადგილები, შექმნან მომსახურებები და განახორციელონ მათი მდგრადი მართვა, მონიტორინგი  და ტექნიკური მომსახურება, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე მყოფ ნარჩენების გადამამუშავებელ სექტორს. აღნიშნული შედეგები შეამცირებს გარემოს დაბინძურების დონეს, ასევე - ნაგავსაყრელის ემისიებს, და გააუმჯობესებს სანიტარული მდგომარეობას. მოცემული შუალედური ქვე-შედეგის ფარგლებში განსახორციელებელი ძალისხმევა განმტკიცდება მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების, მათ მიერ მომსახურებების მიწოდების გაუმჯობესებისა და თანამონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერებით 1.4.2 ქვე-შედეგის ფარგლებში. მოველით, რომ ზემოაღწერილი შუალედური ქვე-შედეგი მიღწეული იქნება წინამდებარე სტრატეგიის დასრულებისათვის და ნარჩენების მართვის პროგრამებისათვის საბოლოო დაფინანსება მიღებულ იქნება 2017 ფისკალურ წელს.

 

შუალედური შედეგი 2.4: ხარისხიანი და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განმტკიცება

 

განათლების ხარისხი ზეგავლენას ახდენს კონკურენტუნარიანობაზე. ხარისხიანი და ბაზარზე ორიენტირებული უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალის ნაკლებობა დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისათვის სამუშაო ძალის დაქირავებისას. საქართველოში საბაზისო განათლების დაფინანსების დონე კვლავ დაბალი და მშპ-ს 2.7 პროცენტს შეადგენს. ერთ მოსწავლეზე ყოველწლიური დაფინანსება დაახლოებით 280 აშშ დოლარს შეადგენს. სიღარიბე და ეკონომიკური მიგრაცია ყველაზე შესამჩნევი ფაქტორებია, რომელიც ზეგავლენას ახდენს დემოგრაფიულ მდგომარებასა და მოსწავლეების განათლებაში მონაწილეობაზე. პროფესიული განათლების სექტორი ამჟამად მცირეა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტის ორიდან სამ პროცენტამდე შეადგენს.  თუმცა, მოსალოდნელია პროფესიული განათლების სექტორის გაზრდა სამშენებლო, ტურიზმის, ენერგეტიკის და სხვა სექტორების ზრდის გამო, რაც განაპირობებს შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე დამატებით მუშა-ხელზე მოთხოვნას. წინამდებარე სტრატეგიის (CDCS) შემუშავების დროს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან, საწარმოების ადმინისტრაციულ-ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას გამოვლინდა, რომ არაადექვატურად მომზადებული სამუშაო ძალა მნიშვნელოვანი პრობლემატური ფაქტორია საქართველოში ბიზნესის წარმართვის თვალსაზრისით. 2011 წელს, როდესაც საქართველოში ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის დონე 16 პროცენტს შეადგენდა, საწარმოების დაახლოებით 34 პროცენტმა ვერ შეძლო საჭირო პერსონალის მოძებნა. პროფესიული მომზადების თვალსაზრისით საქართველოს ენერგეტიკის, სამშენებლო, კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სატრანსპორტო და სხვა მზრდი სექტორები მოითხოვენ მაღალკვალიფიციურ ინჟინრებს და თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტებს.

 

საილუსტრაციო საქმიანობები:

 

ზემოაღწერილი შუალედური შედეგის მიღწევა ხელს შეუწყობს USAID-ის საგანმანათლებლო სტრეგიის პირველი და მეორე მიზნის განხორციელებას და გამოსწორდება ის ხარვეზი, რომელიც განაპირობა სათანადოდ მომზადებულ, ეკონომიკურად პროდუქტიულ სამუშაო ძალაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ამჟამად ამგვარი სამუშაო ძალის ნაკლებობამ. საბაზისო განათლებაში გათვალისწინებული საქმიანობები ხელს შეუწყობს წიგნიერებისა და მათემატიკის საფუძვლების შესწავლას, რასაც გრძელვადიანი ზეგავლენა ექნება საქართველოს შრომით კაპიტალზე. საბაზისო განათლების ღონისძიებები გააუმჯობესებს საქართველოს შედეგებს წერა-კითხვისა და მათემატიკის ცოდნის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს საქართველოში უკეთესი კვალიფიკაციის მქონე თაობის გაზრდას. ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლება და სამუშაო ადგილზე მომზადების პროგრამები, ასევე უნივერსიტეტებში გაუმჯობესებული სწავლება გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობას. პროგრამები, რომელიც გააუმჯობესებს საუნივერსისტეტო დონის სწავლებას საქართველოს ყველაზე იმედის მომცემ, კონკურენტულ სექტორებში, ხელს შეუწყობს გაუმჯობესებული სამუშაო-ძალის მომზადებას დაუყოვნებელი დასაქმებისათვის. 2011 წლის 15 დეკემბერს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია MCC-დან დახმარების მიღება მეორე ხელშეკრულების ფარგლებში. MCC განიხილავს საქართველოს მთავრობას შესთავაზოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სიანვესტიციო პაკეტი შემდეგ სფეროებში:  (1)  ზოგადი განათლება, მათ შორის სასოფლო დასახლებებში არსებული სკოლების ინფრასტრუქუტრის გაუმჯობესება და მასწავლებელთა გადამზადება; და (2) ტექნიკურ/პროფესიული გადამზადება და უმაღლესი განათლება. იმ შემთხვევაში, თუ MCC-ის მეორე ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნევა 2013 ფისკალურ წელს, უნდა მოველოდეთ, რომ  MCC-ის განათლების სფეროს ინვესტიციები 2015 ფისკალურ წელს იქნება ხელმისაწვდომი, რაც USAID-ის ინვესტიციებს გააგრძელებს ამ სექტორში და შეამსუბუქებს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დასრულების შემდგომ პერიოდს. MCC-ის პროფესიული და უმაღლესი განათლებისათვის განკუთვნილი პროგრამები შეავსებს წინამდებარე სტრატეგიაში წარმოდგენილ შესაბამის პროგრამებს.

 

 

2.4.1. საბაზისო განათლების გაუმჯობესების გაგრძელება

 

საქართველოში განათლების რეფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება, ყურადღებას ამახვილებს წიგნიერებასა და მათემატიკის ცოდნაზე მოსწავლეებთან მიმართებით, ხოლო მასწავლებლების შემთხვევაში – მათ პროფესიულ განვითარებაზე. აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს მასპინძელი ქვეყნის პრიორიტეტების განხორციელებას და USAID-ის განათლების სტრატეგიის პირველი მიზნის შესრულებას საბაზისო განათლებაში ინვესტიციების განხორციელების გზით დაწყებით კლასებში როგორც გოგონების, ასევე ბიჭების, მათ შორის მათთვის, ვინც სწავლობს ეთნიკური უმცირესობების ენებზე, წიგნიერებისა და მათემატიკური კომპეტენციების განვითარების მიზნით. აღნიშნული საქმიანობების განხორციელება ხელს შეუწყობს სწავლების, ასევე ტესტირების სტანდარტების გაუმჯობესებას  და კითხვისა და მათემატიკის საგნების ექსპერტების ჩამოყალიბებას. ამ შუალედური ქვე-შედეგის მიღწევის შედეგად გაგრძელდება მასწავლებლების სკოლის ბაზაზე პროფესიული მომზადების მდგრადი და ეფექტური მოდელის დანერგვა, რაც აუცილებელია საქართველოს საბაზისო განათლების მდგრადი გაუმჯობესებისათვის. საბოლოო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება 2015 ფისკალურ წელს. 

 

განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შემდგომი ეკონომიკური ზრდა უნდა მოიცავდეს ყველა დაუცველ ჯგუფს და მოსახლეობას. ამგვარი ინკლუზიური განვითარების მისაღწევად USAID მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს დაეხმარება პოლიტიკის შემუშავებაში და სოფელ, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობების სკოლებში  მასწავლებელთა პროფესიული კადრების მოზიდვის, შენარჩუნებისა და განვითარების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. ეს შესაძლოა მოიცავდეს სტიმულირების პროგრამებს, ასევე დაუცველ თემებში სწავლისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. USAID მხარს დაუჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისეთი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაუცველი ჯგუფების, როგორიცაა იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილების და უნარშეზღუდული ბავშვების, ინტეგრირებას, მათ შორის მობილური კლასებისა და სასწავლო ლაბორატორიების უზრუნველყოფის, მოსწავლეთა ჩარიცხვის ალტერნატიული პროგრამების და სასწავლო რესურსების გაუმჯობესების გზით, განსაკუთრებით სასოფლო სკოლებში.   

 

USAID-ის ძალისხმევა საბაზისო განათლების სფეროში ფოკუსირებული იქნება გოგონათა განათლებაზე. ამ შუალედური ქვე-შედეგის მიღწევა ხელს შეუწყობს ინტენსიურ განათლებას და წიგნიერების კამპანიას საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობის ჯგუფები და სადაც გოგონათა მიერ სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელია. დამატებითი საასწავლო მასალები, რომელიც შემუშავდება საბაზისო განათლებისა და ჯანრმთელობის დაცვის ღონისძიებების ფარგლებში, ჰარმონიზებულ იქნება ქალთა მიმართ დისკრმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

 

საბაზისო განათლების ფარგლებში დაფინანსებულ საქმიანობებს, წინამდებარე სტრატეგიით (CDCS) გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შეავსებს ის დახმარება, რომელიც გაწეული იქნება სკოლებსა და საბაზისო განათლების დონეზე ეკო კლუბების ჩამოყალიბებისათვის, ეკოლოგიური განათლებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სასწავლო პროგრამების შემუშავებისთვის. დამხმარე მასალები და კლიმატის ცვლილების შესახებ სწავლება გააუმჯობესებს ახალგაზრდა თაობის ცოდნას კლიმატით განპირობებული გამოწვევების შესახებ. USAID-ის რეფორმის პროგრამით, `წისვლა~, გათვალისწინებული განხორციელებისა და შესყიდვების რეფორმის შესაბამისად USAID განაგრძობს თანადაფინანსებას საქართველოს მთავრობის და სხვა დონორების რესურსების პროპორციულად. ერთობლივად დაფინანსებული პროგრამები შესაძლოა მოიცავდეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას, დაბეჭდვადი და ელექტრონული წამკითხველების შესწყიდვას. როგორც ზემოთ აღინიშნა, თანადაფინანსების რესურსებით შესაძლოა ასევე მხარდაჭერილ იქნას MCC–ის მეორე ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული წინადადება, რომლის შესახებაც ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გაუმჯობესდეს განათლების ინფრასტრუქტურა და სასწავლო შედეეგები მეცნიერებაში, მათემათიკაში და ინგლისური ენის სწავლებაში.   

 

2.4.2  უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების განვითარება

USAID კვლავ გააგრძელებს საუნივერსიტეტო პროგრამების მხარდაჭერას მასწავლებლების მოსამზადებლად. ამ შუალედური ქვე-შედეგის მიღწევით გაუმჯობესდება მომავალი მასწავლებლების, განსაკუთრებით წერა-კითხვასა და მათემატიკის სწავლებაში ჩართული მასწავლებლების ხარისხი. ენერგეტიკის სფეროში გაწეული მხარდაჭერა გააძლიერებს თბილისში დაფუძვნებულ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სადოქტორო, სამაგისტრო და ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებსა და ფაკულტეტს.

 

USAID განაგრძობს მხარდაჭერას პროფესიული განათლების სამიზნე პროგრამებისათვის იმ სფეროებში, სადაც მაღალია დამსაქმებელთა მოთხოვნა. ის პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში საუნივესიტეტო სწავლების გაუმჯობესებას ყველაზე იმედის მომცემ და კონკურენტულ სექტორებში,  გაზრდის კონკურენტული უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალის რაოდენობას და მაღალ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე მათი დასაქმების შესაძლებლობას. ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული სწავლების პროგრამები და გაუმჯობესებული საუნივერსიტეტო სწავლება გაზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმებადობას  და წვლილს შეიტანს ეკონომიკის ყველა სფეროს სტაბილურ ზრდაში.  

რეგიონალურ დონეზე ეკონომიკის განვითარებისაკენ წარმართულ სხვა ძალისხმევასთან ერთად USAID მხარს დაუჭერს ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლების განვითარებას 84 სამიზნე თემში მცხოვრები ბენეფიციარებისათვის, სადაც ყველაზე მაღალია დაუცველი ოჯახების რაოდენობა. ამ რეგიონებში პროფესიული განათლება, რომელიც განხორციელდება გრანტებით დაფინანსებული საშეგირდო სწავლების პროგრამებით, მისადაგებული იქნება დამსაქმებლების  მოთხოვნებთან და დაკავშირებული იქნება კონკრეტულ სამუშაო ადგილებთან.

 

USAID-ის პროგრამები შეავსებს MCC-ის განათლების სფეროს პრიორიტეტებს მეორე შეთავაზებული ხელშეკრულების ფარგლებში. USAID მაქსიმალურად გამოიყენებს პროფესილი განათლების სკოლებს, სადაც მეორე შემოთავაზებული ხელშეკრულების მიხედვით MCC განახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში და აღჭურვაში, და ბენეფიციარებს შესთავაზებს პროფესიული სწავლებასა და მხარდს დაუჭერს მათ საშეგირდო საქმიანობაში. საუნივერსიტეტო პროგრამებთან მიმართებით შეთავაზებული მეორე ხელშეკრულების ფარგლებში ყურადღება გაამხვილდება საქართველოს სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობაზე საინჟინრო და ტექნოლოგიების სფეროში; USAID-ის საქმიანობების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის დარგებში სტუდენტთა მომზადებაზე.

 

2.4.3 პროფესიული/სამუშაო ადგილზე გადამზადების გაუმჯობესება

თუმცა საქართველოში არსებობენ უმაღლეს დონეზე მომზადებული და უნარიანი პროფესიონალები, ასევე ხშირად შეინიშნება აშკარა და დამაბრკოლებელი ნაკლოვანება ქვეყნაში არსებული სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების პროფილის თვალსაზრისით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში. ამ შუალედური ქვე-შედეგის მიღწევა მიზნად ისახავს პროფესიულ და სამუშაო ადგილზე გადამზადებას კომპლექსურად. მაგალითად, ეკონომიკური ზრდისათვის საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში, ეკონომიკურ ანალიზსა და დაგეგმვაში, ასევე სხვა სფეროებში მომზადებული პროფესიონალები. დემოკრატიასა და სახელმწიფო მმართველობაში არსებობს ნაკლოვანებები, რომელიც უნდა აღმოიფხვრას მაღალი დონის და სპეციალიზებული საჯარო მოხელეების  მომზადებით.     ენერგეტიკასა და გარემოს დაცვის სფეროში არსებობს სპეციალიზებული პროფესიული მომზადების პროგრამების საჭიროება ენერგო ეფექტურობის საკითხებში, პარკებისა და რეკრეაციული სექტორისათვის, ასევე სხვა სფეროებისათვის.  წინამდებარე სტრატეგიით გათვალისწინებულ სხვა ინიციატივებთან ერთად მოცემული შუალედური ქვე-შედეგის მიღწევა უზრუნველყოფს განვითარების საკითხის ირგვლივ მნიშვნელოვანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას USAID-ის პროგრამებს, საქართველოს მთავრობის სამუშაო ადგილზე გადამზადების შესაძლებელობებს, ქართულ უნივერსიტეტებსა და აკადემიურ წრეებს შორის.

 

იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ იმ უთანაბრობის აღმოფხვრას, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილ უნარ-ჩვევებსა და მეორეს მხრივ მომუშავეთა უნარ-ჩვევებს შორის ბაზარზე ორიენტირებული, სამუშაო ადგილზე გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზების გზით, ჩვენ გავზრდით საქართველოს სამუშაო ძალის ეფექტურობას და ასევე ქვეყნის ეკონომიკის მწარმოებლურობას. 

 

კომპლექსური საქმიანობები:

·  ოჯახური ძალადობის შემცირება ქართულ პროგრამაში

 

USAID და საქართველო საქართველოს ანტიტრეფიკინგის და ოჯახური ძალადობის ფონდის მეშვეობით მხარს დაუჭერს საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, რათა შეიქმნას ოჯახური ძალადობის პრევენციისა და დაცვის სამსახურები. სამწლიანი საქმიანობის ფარგლებში, რომლის მთლიანი დაფინანსება 675,000  აშშ დოლარია,  ყურადღება გამახვილდება ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკების ფუნქციის შემოღებასა და ქვეყნის მასშტაბით რეფერალური სიტემის დამკვიდრებაზე; ასევე - ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე სკოლების, სამოქალაქო დიალოგისა და მედიაკამპანიების მეშვეობით.