ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.06.2018
ძალაში შესვლა 01.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №338
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020654
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | საქართველოს პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №338
2018 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. მიზანი
ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი (შემდგომში − წესი) მიზნად ისახავს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფას, ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
მუხლი 2🔗. ძირითადი პრინციპები
1. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;
ბ) ობიექტურობა – განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დასკვნების, შეფასებების, მითითებების და/ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცულ უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერძოებლობა;
გ) სანდოობა – სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანმიმდევრულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) კონფიდენციალურობა – დაცულ უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება შელახოს ბიზნესოპერატორის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპროფესიული მიზნებისათვის გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება;
ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილმა პირმა პროფესიული საქმიანობა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. ბიზნესოპერატორთან მისი ურთიერთობა უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, რაც ბიზნესოპერატორის მხრიდან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.
2. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარულ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) უფლებამოსილი პირი.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორი − ვეტერინარული პრეპარატების საწარმო, ვეტერინარული აფთიაქი, ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტი, ვეტერინარული სამკურნალო (კლინიკა), ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტი, თავშესაფარი, ზოომაღაზია და ის სამსახური (შემდგომში − სამსახური), რომელსაც უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები გარეულ და შინაურ ცხოველთა ანესთეზიის, იმობილიზაციის ან/და ევთანაზიის განსახორციელებლად;
ბ) აგრარული ბაზარი/ბაზრობა − მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია ცხოველის რეალიზაციისათვის;
გ) უფლებამოსილი პირი − სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი ვეტერინარი;
დ) იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატი − სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება იმუნოლოგიური პროფილაქტიკისა და თერაპიისთვის (ვაქცინები, შრატები);
ე) ეტიკეტი − ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე;
ვ) გონივრული ვადა – პერიოდი, რომელიც დგინდება უფლებამოსილი პირის მიერ და საჭიროა მითითებით განსაზღვრული შეუსაბამობის გამოსწორებისათვის;
ზ) არაკრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე. ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება სავალდებულოა ბიზნესოპერატორის მიერ გონივრულ ვადაში;
თ) კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი, ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;
ი) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები − „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნივთიერებები.
2. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები.
მუხლი 4🔗. ინსპექტირება
1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება:
ა) ცხოველის, ვეტერინარული პრეპარატის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა, ცხოველის ჯანმრთელობის, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, რომელიც მოიცავს:
ა.ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად;
ა.ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;
ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებასა და ლაბორატორიულ გამოკვლევას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ვეტერინარული სამსახურის საქმიანობისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემოწმებას.
2. ინსპექტირება ხორციელდება გეგმურად და არაგეგმურად, გაფრთხილების გარეშე.
3. გეგმური ინსპექტირება ხორციელდება რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
4. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება:
ა) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სააგენტოს მიერ აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე;
ბ) სახელმწიფო ან სამართალდამცავი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე;
გ) სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, ვეტერინარული საქმიანობა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) მაკონტროლებელი ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგებთან დაკავშირებით დასაბუთებული ეჭვის არსებობისას;
ე) ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;
ვ) სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ცხოველის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.
5. ინსპექტირების დროს უფლებამოსილი პირის მიერ დგება ინსპექტირების აქტი ორ ეგზემპლარად.
6. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს უფლებამოსილ პირს ინსპექტირების განხორციელებაში.
მუხლი 5🔗. მონიტორინგი
1. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად. მონიტორინგი მოიცავს:
ა) რისკის შესაფასებლად სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას;
ბ) ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღებას;
გ) ცხოველის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას;
დ) ცხოველის საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებასა და ინფორმაციის შეგროვებას.
2. სინჯი, ნიმუში, პათოლოგიური მასალა იგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რისთვისაც უფლებამოსილი პირი ადგენს მიმართვას ლაბორატორიულ გამოკვლევაზე.
3. მონიტორინგის დროს უფლებამოსილი პირის მიერ დგება მონიტორინგის აქტი ორ ეგზემპლარად.
4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს უფლებამოსილ პირს მონიტორინგის განხორციელებაში.
მუხლი 6🔗. არაკრიტიკული შეუსაბამობა
1. არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებას და გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად, ასევე განუმარტავს მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს.
2. შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებული მითითებებისა და მათი შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრაში მონაწილეობას იღებს ბიზნესოპერატორი ან მისი წარმომადგენელი.
3. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გადაამოწმოს მითითებების შესრულების მდგომარეობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ მითითებების შესრულების გადამოწმებისას უფლებამოსილი პირის მიერ აღმოჩენილ იქნა ისეთი შეუსაბამობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გაცემულ მითითებებთან, მაგრამ წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, იხელმძღვანელოს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. კრიტიკული შეუსაბამობა
1. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს მითითებებს შეუსაბამობის გამოსწორებასთან დაკავშირებით.
2. უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას, ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.
3. გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.
4. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამოწმებს ბიზნესოპერატორის მიერ მითითებების შესრულების მდგომარეობას. თუ ინსპექტირების შემდეგ დადგინდა, რომ:
ა) ადგილი აქვს არაკრიტიკულ შეუსაბამობას, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს უფლებას კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე. ამ შემთხვევაში, სააგენტო მოქმედებს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად;
ბ) ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს უფლებას, კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ მითითებების შესრულების გადამოწმებისას უფლებამოსილი პირის მიერ აღმოჩენილ იქნა სხვა კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაკავშირებული არ არის გაცემულ მითითებებთან, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, იხელმძღვანელოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.
მუხლი 8🔗. დოკუმენტური შემოწმება
1. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორებისა და აგრარული ბაზრების/ბაზრობების, სადაც ხორციელდება ცოცხალი ცხოველის რეალიზაცია, დოკუმენტების შემოწმება. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაიღოს დოკუმენტების ასლები და გააკეთოს ამონაწერები.
2. დოკუმენტური შემოწმების დროს დგება დოკუმენტური შემოწმების აქტი.
მუხლი 9🔗. ზედამხედველობა
ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:
ა) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე;
ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.
მუხლი 10🔗. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება
1. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ცხოველის ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკი.
2. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.
3. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება ვეტერინარულ აფთიაქსა და ვეტერინარული პრეპარატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტში ხდება მისი შესყიდვით.
4. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება შესაძლებელია, განხორციელდეს ვეტერინარული პრეპარატების საწარმოში, ვეტერინარულ სამკურნალოში (კლინიკა), ვეტერინარულ კოსმეტიკურ კაბინეტში, თავშესაფარში, ზოომაღაზიასა და სამსახურში, მისი შესყიდვის გარეშე.
5. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღება ხორციელდება:
ა) თუ ორგანოლეპტიკური დათვალიერებით არსებობს ეჭვი, რომ ვეტერინარული პრეპარატი არის ფალსიფიცირებული, უვარგისი, ცხოველის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან/და არ არის დაცული ინსტრუქციით ან სხვა თანმხლები დოკუმენტაციით განსაზღვრული შენახვის პირობები;
ბ) თუ არსებობს ინფორმაცია, რომ მწარმოებელ ქვეყანაში შესაბამისი ვეტერინარული პრეპარატი არის ფალსიფიცირებული, უვარგისი, ვადაგასული ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის სახიფათო.
6. ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღების პროცედურები მოიცავს:
ა) ვეტერინარული პრეპარატის იდენტიფიცირებას;
ბ) მოცემულ ობიექტზე არსებული სერიის იდენტიფიცირებასა და მისი რაოდენობის დადგენას ან/და დათვალიერებით გამოვლენილი სხვადასხვა დეფექტების (ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და შენახვის პირობებისა და სხვა დარღვევით გამოწვეული დეფექტები) იდენტიფიცირებას;
გ) კონკრეტული დასახელების საგამოცდო ვეტერინარული პრეპარატისთვის შესაბამისი რაოდენობითა და წესით ნიმუშის შერჩევას/აღებას;
დ) ნიმუშების შეფუთვას, დალუქვას;
ე) ნიმუშის აღების აქტის გაფორმებას.
7. ლაბორატორიული გამოკვლევის ხარჯებს გაიღებს სააგენტო.
8. ნიმუში უნდა იქნეს აღებული მისი სტანდარტული შეფუთვის დარღვევის გარეშე.
9. ნიმუში უნდა შეიფუთოს შესაბამის შესაფუთ მასალაში მისი თვისებების გათვალისწინებით და უნდა დაილუქოს, რომ დაცულ იქნეს გახსნისგან, ლუქის ან/და შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ნიმუში მიიჩნევა უვარგისად.
10. ნიმუშის დალუქვისას, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია, ნიმუშის შეფუთვაზე დატანილ იქნეს მისი ხელმოწერა ან ბიზნესოპერატორის ბეჭედი.
11. ნიმუშის აღება ხდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება ლაბორატორიაში, ხოლო მეორე რეფერენტული ნიმუშის სახით ინახება სააგენტოში ინსტრუქციით ან სხვა თანმხლები დოკუმენტებით გათვალისწინებული შენახვის პირობების დაცვით.
12. სააგენტოს მიერ რეფერენტული ნიმუში ინახება სათანადო პირობებში, ბიზნესოპერატორისთვის შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რეფერენტული ნიმუში ნადგურდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ და დგება რეფერენტული ნიმუშის განადგურების აქტი.
13. ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია, დამატებით აღებულ იქნეს ნიმუშის ეგზემპლარი, რომელიც ილუქება და რჩება ბიზნესოპერატორთან. ასეთ შემთხვევაში ამ ნიმუშის ეგზემპლარის შესყიდვა სააგენტოს მიერ არ ხორციელდება.
მუხლი 11🔗. ვეტერინარული პრეპარატის განადგურება
1. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ან/და ფალსიფიცირებული ვეტერინარული პრეპარატის განადგურება ხდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით, რაზეც დგება ვეტერინარული პრეპარატის ამოღებისა და განადგურების აქტი ორ ეგზემპლარად.
2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს გასანადგურებელი ვეტერინარული პრეპარატის შენახვა განცალკევებით, საკუთარი ხარჯით გადაზიდვა განადგურების ადგილამდე და განადგურება.
მუხლი 12🔗. რეფერენტული გამოცდის ჩატარება
1. რეფერენტული გამოცდა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს.
2. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად, მხარეთა შეთანხმებით, შეირჩევა:
ა) საქართველოში არსებული სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;
ბ) საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სხვა ქვეყნის ლაბორატორია.
3. რეფერენტული გამოცდის დასკვნა საბოლოოა.
4. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დაესწრონ რეფერენტულ გამოცდას.
5. რეფერენტული გამოცდის იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებასთან, ფარავს მოდავე მხარე.
6. თუ რეფერენტული გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე მას უბრუნებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს.
მუხლი 13🔗. ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის აქტების დამტკიცება და შევსება
ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის აქტების ფორმები და მათი შევსების წესი მტკიცდება სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 14🔗. პასუხისმგებლობა
1. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ავსებს სამართალდარღვევის ოქმს.
2. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.