„გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-772 |
|
2024 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი |
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
დამტკიცდეს „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქცია“ თანდართული რედაქციით.
|
2. გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნებისა, გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგი რეგულირდება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილების ფარგლებში, გაერთიანების მონიტორინგს ახორციელებს:
ა) სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო;
ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ღვინის ეროვნული სააგენტო;
გ) მაკონტროლებელი ორგანო, კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური უწყების მიერ ადმინისტრაციული აქტით მინიჭებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის შეფასებისათვის.
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – მონიტორინგი უნდა განხორციელდეს დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;
ბ) ობიექტურობა – განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დასკვნების, შეფასებების, მითითებების და/ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების დროს დაცული უნდა იქნეს საიმედოობა და მიუკერძოებლობა;
გ) სანდოობა – მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანმიმდევრულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს გაერთიანებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება შელახოს გაერთიანების წევრთა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული რეპუტაცია;
ე) კეთილსინდისიერება – უფლებამოსილმა პირმა პროფესიული საქმიანობა კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. გაერთიანებასთან და მის წევრებთან მისი ურთიერთობა უნდა იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, რაც გაერთიანების მხრიდან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.
2. გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის დროს შემოწმებული უნდა იქნეს:
ა) გაერთიანების მიერ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სურსათის, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და ნაკეთობების, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად ბაზარზე განთავსებული ამ საქონლის დასახელების გამოყენებაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური უწყებისათვის მიწოდებული სათანადო ინფორმაციის მიწოდების სისრულე და დროულობა;
ბ) გაერთიანების მიერ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა და მასთან პირდაპირ დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული შესაბამისი ზომები;
გ) გაერთიანების მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები და განხორციელებული ღონისძიებები საქონლის დამატებითი ღირებულების მიმნიჭებელი, ამ პროდუქტების მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისათვის მისაწოდებლად;
დ) ის ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებს გაერთიანება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
ე) ის მიღებული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, მათ შორის გაერთიანების მიერ ჩატარებული ეკონომიკური ანალიზი და ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებლისათვის მიწოდებული სათანადო ინფორმაცია და გაწეული კონსულტაციები;
ვ) ის ზომები, რომელსაც გაერთიანება ახორციელებს საქონლის ღირებულების გასაზრდელად და საჭიროების შემთხვევაში მათ მიერ აღკვეთილი ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის რეპუტაციის დამაზიანებელი ან ამ პროდუქტებისათვის რისკის შემქმნელ ქმედებებთან დაკავშირებით;
ზ) გაერთიანების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
3. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი გაერთიანებას შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით აძლევს რეკომენდაციას.
ა) სურსათის (გარდა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლისა, სპირტიანი სასმლისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატისა) და სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და ნაკეთობების შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტიანი სასმლის, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატის შემთხვევაში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.