„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ 06.12.2011
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება;“;
გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები
საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება
სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.“.
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის მინიჭებული უფლებების განსახორციელებლად.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“.
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია) და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება.
2. აკადემია, დანაყოფი/დაწესებულება:
ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;
ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.“.
6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებრივ ვალდებულებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფის/დაწესებულების განსაზღვრამდე ან/და აღნიშნული დანაყოფისთვის/დაწესებულებისთვის კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილია სასწავლო კურსები გაიაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის შესაბამისად.
2. (ამოღებულია 22.12.2018, №4083).
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2615-IIს |
„ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება;“;
„ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის სფეროში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება;“;
„ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის სფეროში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.“.
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.“.
„1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის მინიჭებული უფლებების განსახორციელებლად.“;
„3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.“.
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი (შემდგომ − სასწავლო ცენტრი), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება.
2. აკადემია, სასწავლო ცენტრი, დანაყოფი/დაწესებულება:
„2. საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებრივ ვალდებულებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.“.
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესის დამტკიცება.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი, 27 ივნისი 2018 წ. N2615-IIს