1. მერიის სტრუქტურული ერთეულების, საქმიანობის კოორდინაცია,  შესაბამისი სფეროს მიხედვით  უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამის აქტების პროექტებს.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებულ სამუშაო აღწერილობების დავალების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო საბიუჯეტო    სამსახური;

გ)  არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

დ)  ზედამხედველობის სამსახური;

ე)  ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო  განვითარების სამსახური;

ვ)  ინფრასტრუქტურის სამსახური;

ზ) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერულ თანასწორობის სამსახური;

თ)  შიდა აუდიტის სამსახური;

ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური;

კ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.

5. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხი