ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.151.016253
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2018 წლის 29 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტი „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტის,  „ნორმატიული აქტების  შესახებ” საქართველოს   კანონის   მე-20  მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის  დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე



დანართი N1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება
მუხლი 1. შესყიდვების სამსახური

1. მერიის შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შესყიდვების დაგეგმვას, შესყიდვებთან დაკავშირებით კანონით დადგენილი პროცედურების დაცვას, ტენდერების გამოცხადებას, ხელშეკრულებების შემუშავებას და შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის ადგილსამყოფელია დ. სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა №1.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის    უფროსი,    რომლის     უფლებამოსილებები     და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება მერიის   დებულების მე-8  მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა  აღწერილობით.  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის   – სამსახურის უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში, მერის  ბრძანებით,  სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორე  რანგის  განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების  მე-14 მუხლით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4.   სამსახურის  საჯარო  მოხელეთა   თანამდებობაზე   დანიშვნა-გათავისუფლებისა   და   პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. შესყიდვების სამსახურის ფუნქციები

 შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

ბ)    შესყიდვებთან     დაკავშირებული     ყველა    სახის    ორგანიზაციული    და    პრაქტიკული    სამუშაოების განხორციელებას;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად, ხარჯების მონეტარული ზღვრიდან გამომდინარე, შესყიდვების განხორციელების   საშუალებების  განსაზღვრას  და  შესყიდვებთან  დაკავშირებული  ყველა  სახის დოკუმენტაციის შედგენას;

ე) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელშეკრულების  შემუშავებას;

ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების  მონიტორინგს;

ზ)  მუნიციპალური  შესყიდვების  შესახებ  ანგარიშის  მომზადებას   და  წარდგენას სახელმწიფო  შესყიდვების სააგენტოში კანონით დადგენილ ვადებში;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.