„საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ,,ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ” მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №03/216
2018 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ,,ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ” მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 21 თებერვლის N96 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ,,ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ” მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის N3/133 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის რიგითი N1873 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ინწობის იოანე |
|
| |
| ნათლისმცემლის სამონასტრო |
|
| |
| კომპლექსი - ფიქლები |
|
| |
|
1873. | 1. ეკლესია ნათლისმცემლისა | VI-VII სს | სოფ. საბუე მიდამოები |
| 2. კოშკი | შუა საუკუნეები |
| |
| 3. გალავანი | შუა საუკუნეები |
| |
| 4. სხვა ნაგებობანი | შუა საუკუნეები |
|
2. მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
მინისტრი მიხეილ გიორგაძე