სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №315
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016814
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 8,750 სიტყვა · ~44 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონი 92% 21.04.2017 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 91% 29.12.2014 ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონი 91% 13.06.2023 დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ APOSTILLE (Convention de La Haye du 5 octobre 1961) 1. ქვეყანა /Country: საქართველო /Georgia     მოცემული ოფიციალური დოკუმენტი /This public document 2. ხელმოწერილია /has been signed by:--------------------------------- --------- ------------------ ------------------/----------------------------------------------------------------------- --- ----------   3. რომლის თანამდებობაც არის / acting in the capacity of: -------------- ------------------ ----- ----------------/-------------------------------------------------- -- ------------------------------------ ------------------------------------------------------------------ -- ------------------------------------- 4. დამტკიცებულია / bears the seal/stamp of ------------- ----------- ------------------------------ ---------------------------/---------------------------------- ---- --------------------------------------- ---------------------------------------------------------- ---- ------------------------------------------- ბეჭდით / შტამპით დამოწმებული /Certified 5. ადგილი /  at:                              6. თარიღი / the -------------------- 7. დამოწმებულია /by: 8. № ------------- 9. ბეჭდის / შტამპის ადგილი /Seal/stamp   10. ხელმოწერა/ signature 91% 18.08.2016 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 31.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №315 2018 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი“. მუხლი 2🔗 1.  ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და VIII თავისა, ამოქმედდეს 2018 წლის 29 ივნისიდან. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. 3. ამ  ბრძანებით დამტკიცებული წესის VIII თავი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ სარჯველაძე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მომსახურების ფორმები 1. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი არეგულირებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურებების, ასევე, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის და მასთან დაკავშირებული მომსახურების გასაცემად განცხადების წარდგენასთან, განხილვასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოფს შემდეგი სახის კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული  მომსახურებების გაწევას: ა) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე; ბ) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას განმცხადებლის მიერ წარდგენილ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; გ) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; დ) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას სააგენტოს მიერ გაცემულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; ე) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემას სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; ვ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემას; ზ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის შენახვისა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიწოდებას. 3. სააგენტო უზრუნველყოფს მის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/ შტამპის სერტიფიკატების გამოყენებით შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის უტყურობის დადგენას. ​ 4. სააგენტო გასცემს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემდეგ კვალიფიციურ სანდო მომსახურებებს: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემას პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე; ბ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემას განმცხადებლის მიერ წარდგენილ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; გ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემას განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; დ) კვალიფიციური ელექტრონული  შტამპის სერტიფიკატის  გაცემა სააგენტოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; ე) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემას სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; ვ) სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატების ავტომატური შემოწმების  მომსახურების მიწოდებას; ზ) დროის კვალიფიციური აღნიშვნის  მომსახურების მიწოდებას; თ) გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნებას. მუხლი 2🔗. საქმისწარმოების ძირითადი პრინციპები 1. სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების  გაწევის შესახებ საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს წინამდებარე წესი, დამატებით შეიძლება მოწესრიგდეს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 2. სააგენტო უფლებამოსილია მომსახურებასთან დაკავშირებული საქმისწარმობა (მიღებული და მომზადებული დოკუმენტაციის დარეგისტრირება, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების გამოცემა) წარმართოს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ვებგვერდზე (www.sda.gov.ge) გამოქვეყნების გზით. აღნიშნული წესით გამოქვეყნებული შეტყობინება  განმცხადებლისათვის  ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნების დღეს. 4. ამ წესის მიზნებისათვის „იურიდიული პირი“ გულისხმობს აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს (ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე  ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ან/და საგადასახადო კოდი სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ. თავი II კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის და მომსახურების წესები მუხლი 3🔗. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემისას და მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს: ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების აღრიცხვას; ბ) გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით გაუქმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას; გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, არაუფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის  სერტიფიკატების გაუქმებას. 2. ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატს. 3. ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემისას და მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს: ა) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების აღრიცხვას; ბ) გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით გაუქმებული ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას; გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, ასევე, არაუფლებამოსილი პირის მიერ ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში, ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაუქმებას.  მუხლი 4🔗. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემა 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი სააგენტოს მიერ გაიცემა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალებებზე – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე. 2. სერტიფიკატების გაცემა ნიშნავს სერტიფიკატის შექმნას და ჩაწერას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე. სერტიფიკატების განმეორებით გაცემა ნიშნავს სერტიფიკატის განმეორებით შექმნას და ჩაწერას პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე, რომელზეც უკვე გაცემული იყო სერტიფიკატი. 3. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადაა 2 წელი და 6 თვე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ვადა აითვლება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების გაცემის თარიღიდან. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები გაიცემა ერთდროულად, ერთი მოთხოვნის ფარგლებში. დაუშვებელია აღნიშნული სერტიფიკატების ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად გაცემა. 4. არასრულწლოვანისათვის გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები შეიცავს აღნიშვნას „არასრულწლოვანი“. არასრულწლოვანზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები გაიცემა პირის სრულწლოვანებამდე დარჩენილი, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა და 6 თვის ვადით. 5. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის გარეშე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემასთან ერთად შესაძლებელია, მოთხოვნილ იქნეს პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემა. მუხლი 5🔗. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და პერსონალური ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების მიღებაზე უფლებამოსილი პირები 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი გაიცემა ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემა მოთხოვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად. 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და დამზადებული სერტიფიკატების/კოდების მიღების უფლება აქვს მოქმედი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელ პირს პირადად, 14 წლის ასაკიდან, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი განცხადების მიმართვის შემთხვევაში. მუხლი 6🔗. განცხადების წარდგენა 1. განცხადება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემის მიზნით წარედგინება  სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც განიხილავს განცხადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს. 2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების განმეორებით გაცემის მოთხოვნა განმცხადებელმა შესაძლებელია წარადგინოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში ან ტერიტორიულ სამსახურში მიუსვლელად, სააგენტოს ვებგვერდიდან ჩამოტვირთული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გზით, თუ პირს პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდის გამოყენებით (PIN1) შეუძლია გაიაროს იდენტიფიკაცია და გააქტიურებული აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN3). 3. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემის მოთხოვნა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. 4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის განმეორებით გაცემის თაობაზე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, რომელზეც უნდა გაიცეს სერტიფიკატი განმეორებით. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული, სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში წარსადგენი განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 7🔗. განცხადების განხილვა 1. თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემა მოთხოვნილია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემასთან ერთად, სერტიფიკატი უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებულ ვადაში. 2.  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, ასევე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდები განმეორებით გაიცემა განცხადების შეტანიდან 2 დღის ვადაში.   მუხლი 8🔗. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გადაცემა 1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისას, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისას პირს, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისგან განცალკევებით, ცალკე კონვერტით გადაეცემა/ეგზავნება: ა) პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდი  (PIN1) – 4 სიმბოლო; ბ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციის კოდი  (PIN2) – 5 სიმბოლო; გ) განბლოკვის კოდი  (PUK) – 8 სიმბოლო. 2. ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისას პირს დალუქული კონვერტით გადაეცემა: ა)  განმეორებით შექმნილი პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდი (PIN1) – 6 სიმბოლო; ბ) განმეორებით შექმნილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციის კოდი (PIN2)  – 8 სიმბოლო; გ) განმეორებით შექმნილი განბლოკვის კოდი (PUK) – 8 სიმბოლო. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვერტის გადაცემის შემდეგ ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემისთვის მოთხოვნის წარმდგენმა პირმა უნდა შექმნას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN3) და გაიაროს ავტორიზაცია პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდით (PIN1). 4. სააგენტოს  ტერიტორიულ სამსახურში განცხადების წარდგენის შემთხვევაში, პირს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები განმეორებით გადაეცემა  გასააქტიურებელ მდგომარეობაში და გააქტიურდება საფასურის გადახდისთანავე. 5. სააგენტოს  ტერიტორიულ სამსახურში განცხადების წარდგენის შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების განმეორებით გაცემისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის  გასააქტიურებლად საფასური გადაიხდება სერტიფიკატის გაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 6. სააგენტოს ვებგვერდიდან ჩამოტვირთული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განცხადების წარდგენისას, საფასური გადაიხდება სერტიფიკატის გაცემამდე. პირს სერტიფიკატები გადაეცემა აქტიურ მდგომარეობაში. 7. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ კოდებთან ერთად განმცხადებელს გადაეცემა/ეგზავნება წერილობითი ინფორმაცია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებისა და შენახვის, ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების წესების თაობაზე, მათ შორის, იმის თაობაზე, რომ მან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განსახორციელებლად უნდა გაააქტიუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN3). 8. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოდები იგზავნება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. 9. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის განმცხადებლისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტის მეშვეობით გადაცემის შემთხვევისა), პირი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოდების/ინფორმაციის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე განცხადება-ანკეტაზე ხელმოწერით. 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კოდების/ინფორმაციის მისთვის გადაცემის ფაქტს განმცხადებელი ადასტურებს გადაცემის დასტურის ფორმაზე ხელმოწერით. ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 11. სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური ვალდებულია, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი, ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდები განმეორებით გასცეს დადგენილი წესით ან გამოიტანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტოს ვებგვერდიდან სერტიფიკატის განახლების შეუძლებლობის შემთხვევაში, პირს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. მუხლი 9🔗. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განმცხადებელს შესაძლოა უარი ეთქვას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, ასევე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემაზე, თუ: ა) განცხადება  წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა; ბ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან შეჩერებულია; გ) პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობა დაზიანებულია, რაც გამორიცხავს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემის შესაძლებლობას ან/და ვერ ხერხდება ინფორმაციის ჩაწერა პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე; დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემის მოთხოვნით სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში, პირს  გააქტიურებული არ აქვს ან/და არ შეუძლია გააქტიუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის კოდი (PIN3); ე) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემის მოთხოვნით სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში, პირს არ შეუძლია გაიაროს ავტორიზაცია პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდით (PIN1). მუხლი 10🔗. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და პერსონალური ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლები 1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები უქმდება, თუ: ა) გაუქმდა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა; ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდა; გ) სერტიფიკატების გაუქმების თაობაზე განცხადება წარადგინა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელმა პირმა; დ) განმცხადებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის გააქტიურებისთვის ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა საფასური; ე) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ; ვ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ. 2.  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების  გაუქმება ავტომატურად არ იწვევს პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების გაუქმებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. გაუქმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების აღდგენა დაუშვებელია. 4.  პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის იმავე კოდების ხელმეორედ გადაცემა დაუშვებელია. 5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები უქმდება ერთდროულად, ერთი მოთხოვნის ფარგლებში. დაუშვებელია ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის დამოუკიდებლად გაუქმება. თავი III კვალიფიციური ელექტრონული შტამპის  და იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების გაცემისა და მომსახურების წესები მუხლი 11🔗. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი 1. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემისას და მისი მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს: ა) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების აღრიცხვას; ბ) გაუქმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით; გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, არაუფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის  გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმებას.  2. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს სააგენტო გასცემს 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადით. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 3. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი სააგენტოს მიერ გაიცემა შემდეგი სახის კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებებზე: ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; ბ) განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; გ) სააგენტოს მიერ გაცემულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე; დ) სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე. ამ შემთხვევაში გაიცემა ორი ერთეული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ ახალ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებაზე. 5. იურიდიულ პირს შეუძლია ისარგებლოს როგორც ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთდროულად რამდენიმე მომსახურებით, ისე ამავე პუნქტით განსაზღვრული რომელიმე მომსახურებით, შეუზღუდავი რაოდენობით. ერთ პირზე გაცემული ყველა სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს იდენტურ მონაცემებს. სერტიფიკატში ასახული ნებისმიერი სახის ინფორმაციის შეცვლით ახალი სერტიფიკატის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მანამდე გაცემული ყველა სერტიფიკატის გაუქმების შემდეგ. 6. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი შეიძლება გამოქვეყნდეს სერტიფიკატის მფლობელი პირის განცხადების საფუძველზე. მუხლი 12🔗. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი 1. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი წარმოადგენს კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატს. 2. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაცემისა და მომსახურების გაწევისას სააგენტო უზრუნველყოფს: ა) იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების აღრიცხვას; ბ) გაუქმებული ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით; გ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, ასევე, არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში,  ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაუქმებას.  3. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი  გაიცემა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან ერთად. დაუშვებელია იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის მოთხოვნა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატისაგან დამოუკიდებლად. 4. იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი  უქმდება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან ერთად. დაუშვებელია იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატისაგან დამოუკიდებლად. მუხლი 13🔗. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების მიღებაზე უფლებამოსილი პირები კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და იურიდიული პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები გაიცემა იურიდიულ პირზე. მუხლი 14🔗. განცხადების წარდგენა 1. განცხადება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მიღების მიზნით წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამის კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში. მუხლი 15🔗. სააგენტოში წარსადგენი ინფორმაცია 1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მოთხოვნას ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურებების  მიღების შესახებ; ბ) ორგანიზაციის დასახელებას; ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს; თანამდებობასა და ხელმოწერას; გ) ხელმოწერის თარიღს; დ) სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). 2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების  დანართი; ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოწყობილობის კანონმდებლობით გათვალისწინებული, სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების განთავსების ადგილის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 3. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არაუგვიანეს განცხადების შეტანის დღისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 16🔗. განცხადების განხილვა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა 1. განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციას. სააგენტო უფლებამოსილია, ასევე, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს შემდეგი ინფორმაცია: ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები და უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები  - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ  მონაცემები – სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. 3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას იმ შემთხვევაში, თუ: ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა; ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება  პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება. 4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი. 5. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში: ა) სააგენტო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების წარმოდგენის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების წარმოდგენის დრო და ადგილი; ბ) განმცხადებელი ვალდებულია, გამოცხადდეს სააგენტოს მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრულ დროსა და ადგილას და წარმოადგინოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება; გ) სააგენტო ადგენს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტებთან შესაბამისობას და გასცემს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს. 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმცხადებელი არ გამოცხადდა სააგენტოში, განცხადება რჩება განუხილველი. 7. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში: ა) სააგენტო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას და აცნობებს თარიღს, როდესაც შემოწმდება განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება; ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირი სააგენტოს მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრულ დროს გამოცხადდება განცხადების დანართით გათვალისწინებულ ადგილას. სააგენტო ადგენს განმცხადებლის ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან შესაბამისობას და გასცემს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ფიზიკურად დაუშვას თავისი ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება რჩება განუხილველი. 9. ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შტამპის სერტიფიკატის გაცემის შეუძლებლობისას, სააგენტო უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვადა, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 10. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, განმცხადებელს გადაეცემა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი. 11. ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებასთან წვდომის მიზნით სააგენტოს უფლებამოსილი პირის საკონტაქტო მონაცემებისა და მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე. შეტყობინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, განმცხადებელი ვალდებულია, გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური. მომსახურების საფასურის გადახდის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში: ა) განმცხადებლი უკავშირდება სააგენტოს, რის შემდეგაც, მხარეები, 5 (ხუთი) დღის ვადაში, ერთობლივად  უზრუნველყოფენ დახურული კერძო ქსელის (VPN) გამართვას (კონფიგურირებას). ბ) დახურული კერძო ქსელის გამართვის შემდგომ სააგენტო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემის პროცესში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შეტყობინებაში მიეთითება სერტიფიკატის გაცემის დრო და ადგილი; გ) სააგენტო გასცემს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 17🔗. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის შექმნის საშუალებისა და აქტივაციის მონაცემების გადაცემა ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება და მისი აქტივაციის კოდები განმცხადებელს ეგზავნება ცალ-ცალკე. მუხლი 18🔗. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემაზე, თუ: ა) განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების მატერიალურად წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ან განცხადებაში მითითებული პირისა და სააგენტოში განცხადების უშუალოდ წარმომდგენი პირის მონაცემები  სხვადასხვაა; ბ) განცხადების დანართი წარდგენილია ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით; გ) განმცხადებელმა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ აღმოფხვრა მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი; დ)  დარღვეულია ამ წესის მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ან ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში განმცხადებელმა არ გადაიხადა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასური. მუხლი 19🔗. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლები 1. კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი უქმდება: ა) თუ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება მოითხოვა უფლებამოსილმა პირმა; ბ) თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ; გ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში; დ) თუ დადგინდა, რომ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მოწყობილობა გამოსაყენებლად უვარგისია; ე) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის ვადის გასვლის შემთხვევაში (გაუქმდება ავტომატურად); ვ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ზ) თუ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემისას სააგენტომ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც შეუძლებელია სერტიფიკატის გამოყენება, ან/და სერტიფიკატში დატანილია არასწორი ინფორმაცია; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. უფლებამოსილი პირი კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულმა პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით წარადგინოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადება, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. თავი IV სერტიფიკატის ავტომატური შემოწმებისა და გაუქმებული სერტიფიკატების სიის მომსახურების გაწევის წესი მუხლი 20🔗. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმება და გაუქმებული სერტიფიკატების სია 1. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურება არის ინტერნეტის საინჟინრო სამუშაო ჯგუფის (Internet Engineering Task Force, IETF) მიერ დადგენილი RFC (Request for Comments) 6960 სტანდარტის მიხედვით შექმნილი მომსახურება. მომსახურების ფარგლებში, ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე, ავტომატურად გაიცემა ინფორმაცია სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატების სტატუსის შესახებ. ამ ინფორმაციაზე სააგენტოს მიერ გაცემული სპეციალური სერტიფიკატის მეშვეობით დასმულია განვითარებული ელექტრონული შტამპი. 2. გაუქმებული სერტიფიკატების სია შექმნილია ინტერნეტის საინჟინრო სამუშაო ჯგუფის (Internet Engineering Task Force, IETF) მიერ დადგენილი RFC 5280 სტანდარტის მიხედვით და სერტიფიკატების გამცემი ორგანოების მიხედვით ქვეყნდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მისამართებზე. გაუქმებული სერტიფიკატების სია მოიცავს შესაბამისი სერტიფიკატების გამცემი ორგანოს ციფრულ ხელმოწერას. 3. გაუქმებული სერტიფიკატების სია ხელმისაწვდომია მუდმივად და უსასყიდლოდ ინტერნეტის მეშვეობით. ამ სახის მომსახურების მისაღებად არ არის საჭირო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა. მუხლი 21🔗. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების მიღების პირობები 1. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების მიღება, შეზღუდული წარმადობის პირობით, შესაძლებელია მუდმივად და უსასყიდლოდ. ამ სახის მომსახურების მისაღებად არ არის საჭირო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა და იგი ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით. 2. იურიდიული პირებისათვის სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება შესაძლებელია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ერთჯერადად მიღების მინიმალური პერიოდია 30 კალენდარული დღე. დღის შერჩეული მონაკვეთის გარანტირებული წარმადობის მინიმალური პერიოდია 1 საათი. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების 1 წამში მაქსიმალური გარანტირებული წარმადობაა 100 მოთხოვნა. 4. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთი IP მისამართიდან მომართვის შემთხვევაში. მუხლი 22🔗. განცხადების წარდგენა 1. განცხადება ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში. მუხლი 23🔗. სააგენტოში წარსადგენი ინფორმაცია 1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღების შესახებ მოთხოვნას; ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას; გ) ხელმოწერის თარიღს. 2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების დანართი; ბ) განმცხადებლის  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არაუგვიანეს განცხადების შეტანის დღისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 24🔗. განცხადების განხილვა 1. განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. 2. განცხადების განხილვის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციას. სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები – სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. 3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას იმ შემთხვევაში, თუ: ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება  ამ წესის 23-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება  პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განცხადება რჩება განუხილველი. მუხლი 25🔗. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძვლები განმცხადებელს  შეიძლება უარი ეთქვას სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების გარანტირებული წარმადობით გაწევაზე, თუ განცხადების დანართი წარდგენილია ამ წესის 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. მუხლი 26🔗. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების მიწოდება 1. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. სააგენტო უზრუნველყოფს სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების ხელმისაწვდომობას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში, განმცხადებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის ოდენობის შესაბამისი პერიოდით. მუხლი 27🔗. სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები 1. ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება შეიძლება დროებით  შეჩერდეს ან შეიზღუდოს:  ა) თუ მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა; ბ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში არსებული ისეთი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, რომელიც შეუძლებელს ხდის მომსახურების მიწოდებას. 2. ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება შეიძლება დროებით  შეჩერდეს, თუ მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა. 3. ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება შეწყდება: ა) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) მომსახურების ვადის ამოწურვის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 4. უფლებამოსილი პირი, სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5.  სერტიფიკატის ავტომატური შემოწმების მომსახურების  შეწყვეტის მატერიალურად შედგენილი განცხადება, რომელიც არ არის შედგენილი რთული წერილობითი ფორმით, სააგენტოს წარედგინება უფლებამოსილი პირის  მიერ სააგენტოში ფიზიკურად გამოცხადების გზით. განცხადება უნდა მოიცავდეს განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). თავი V დროის კვალიფიციური აღნიშვნის გაცემისა და მომსახურების წესები მუხლი 28🔗. დროის კვალიფიციური აღნიშვნა 1. დროის კვალიფიციური აღნიშვნა არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურება. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ინტერნეტის საინჟინრო სამუშაო ჯგუფის (Internet Engineering Task Force, IETF) მიერ დადგენილ RFC 1361 სტანდარტს. 2. დროის კვალიფიციური აღნიშვნის საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვები გადახრა  მაქსიმუმ 1 წამია. მუხლი 29🔗. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების მიღების პირობები 1. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების მიღება, შეზღუდული წარმადობის პირობით, შესაძლებელია  მუდმივად და უსასყიდლოდ. ამ სახის მომსახურების მისაღებად არ არის საჭირო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა და იგი ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით. 2. იურიდიული პირებისათვის დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება, ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებული პირობებით, შესაძლებელია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით ერთჯერადად მიღების მინიმალური პერიოდია 30 კალენდარული დღე.  დღის შერჩეული მონაკვეთის გარანტირებული წარმადობის მინიმალური პერიოდია 1 საათი. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების 1 წამში მაქსიმალური გარანტირებული წარმადობაა 100 მოთხოვნა. 4. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება შესაძლებელია მხოლოდ ერთი IP მისამართიდან მომართვის შემთხვევაში. მუხლი 30🔗. განცხადების წარდგენა 1. განცხადება ამ წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღების თაობაზე წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია. 3. დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შევსებიდან ერთი თვის განმავლობაში. მუხლი 31🔗. სააგენტოში წარსადგენი ინფორმაცია 1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღების შესახებ მოთხოვნას; ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას; გ) ხელმოწერის თარიღს. 2. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების  დანართი; ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არაუგვიანეს განცხადების შეტანის დღისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 32🔗. განცხადების განხილვა 1. განცხადების მიღების შემდეგ 15 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. 2. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაცია.  სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები – სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. 3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას იმ შემთხვევაში, თუ: ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება  ამ წესის 31-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება  პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განცხადება რჩება განუხილველი. მუხლი 33🔗. მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძვლები განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით გაწევაზე, თუ განცხადების დანართი წარდგენილია ამ წესის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. მუხლი 34🔗. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდება 1. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდების მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. სააგენტო უზრუნველყოფს დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით ხელმისაწვდომობას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში განმცხადებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის ოდენობის შესაბამისი პერიოდით. მუხლი 35🔗. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები 1. ამ წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება შეიძლება დროებით  შეჩერდეს ან შეიზღუდოს:  ა) თუ მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა; ბ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში არსებული ისეთი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, რომელიც შეუძლებელს ხდის მომსახურების მიწოდებას. 2. ამ წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება შეიძლება დროებით  შეჩერდეს, თუ მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა. 3. ამ წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება შეწყდება: ა) უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე; ბ) მომსახურების ვადის ამოწურვის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 4. უფლებამოსილი პირი დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდების შეწყვეტის მატერიალური ფორმით განცხადება, რომელიც არ არის შედგენილი რთული წერილობითი ფორმით, სააგენტოს წარედგინება უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში ფიზიკურად გამოცხადების გზით. აღნიშნული განცხადება უნდა მოიცავდეს განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). თავი VI ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემისა და მომსახურების წესი მუხლი 36🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი 1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემა არის კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის მომსახურება, რომელიც წარდგენილია ელექტრონული სერტიფიკატის სახით და ეყრდნობა ღია გასაღების ინფრასტრუქტურის სისტემას. აღნიშნული სერტიფიკატის გაცემა მოიცავს: ა) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატების აღრიცხვას; ბ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული შიფრაციის სერტიფიკატის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შემთხვევაში მის გაუქმებას; გ) გაუქმებული სერტიფიკატების სიის გამოქვეყნების გზით გაუქმებული ელექტრონული ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობას. 2. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატს სააგენტო გასცემს 2 წლისა და 6 თვის მოქმედების ვადით. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 3. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შემგროვებელი სუბიექტისთვის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებულ, ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის დახურული გასაღების უსაფრთხო სანახზე. 4. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღების დანიშნულებაა დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაცია. მუხლი 37🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მიღებაზე უფლებამოსილი პირები ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მიღებაზე უფლებამოსილ პირს შეიძლება წარმოადგენდეს იურიდიული პირი, რომელიც თავისი ფუნქციების შესრულებისას აგროვებს და დაშიფრული სახით ინახავს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიულ მონაცემებს, ამ დოკუმენტის საფუძველზე გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის  სერტიფიკატების გამოყენებით. მუხლი 38🔗. განცხადების წარდგენა 1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მიღების თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია. 3. დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში. მუხლი 39🔗. სააგენტოში წარსადგენი ინფორმაცია 1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მოთხოვნას ამ წესის 36-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიღების შესახებ; ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას; გ) ხელმოწერის თარიღს; დ) სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). 2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების დანართი (მომსახურების სპეციფიკაციის შესახებ); ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. განმცხადებელმა, სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინსტრუმენტის სააგენტოსთვის მიწოდება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღეში. მუხლი 40🔗. განცხადების განხილვა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემა 1. განცხადების მიღებისა და ამავე წესის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინსტრუმენტის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ 10 დღისა სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების ამ წესისა და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 2. განცხადების განხილვის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციას.  სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს  შემდეგი ინფორმაცია: ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები – სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. 3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას იმ შემთხვევაში, თუ: ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება  ამ წესის 39-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა; ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება  პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება. 4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი. 5. განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე. შეტყობინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია, გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური. აღნიშნულ ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ განმცხადებელს სააგენტო უწევს ამ წესის VII თავით განსაზღვრულ, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურებას. მუხლი 41🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემაზე, თუ: ა) განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების მატერიალურად წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები, ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ან განცხადებაში მითითებული პირისა და სააგენტოში განცხადების უშუალოდ წარმომდგენი პირის მონაცემები  სხვადასხვაა;   ბ) განმცხადებელმა ამ წესის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასური; გ) განცხადების დანართი წარდგენილია ამ წესის 38-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. მუხლი 42🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლები 1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი უქმდება: ა) თუ გაუქმების შესახებ განცხადება წარადგინა შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა; ბ) თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღების სერტიფიკატის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხის შესახებ; გ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატში მითითებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში; დ) სერტიფიკატის ვადის გასვლის შემთხვევაში (გაუქმდება ავტომატურად); ე) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ვ) თუ ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის  გაცემის მომსახურების გაწევისას სააგენტომ დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც შეუძლებელია სერტიფიკატის გამოყენება, ან/და სერტიფიკატში დატანილია არასწორი ინფორმაცია; ზ) ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღები გადაეცა მესამე პირს; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. უფლებამოსილი პირი სერტიფიკატის გაუქმების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა პირმა შესაძლოა ელექტრონული ფორმით წარადგინოს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადება, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. თავი VII ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების წესი მუხლი 43🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაცია 1. სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის  დახურული გასაღების და შესაბამისი სერტიფიკატის  სააგენტოს ინფრასტრუქტურაში შენახვა გულისხმობს: ა) არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისაგან დახურული გასაღების  დაცვას, შესაბამისი აპარატურული, პროგრამული და/ან ორგანიზაციული მეთოდების გამოყენებით; ბ) დახურული გასაღების სარეზერვო ასლის შექმნას, დედნისაგან განცალკევებით შენახვას და არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების ან/და გამოყენების საფრთხისაგან დაცვას, შესაბამისი აპარატურული, პროგრამული და/ან ორგანიზაციული მეთოდების გამოყენებით. 2. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღების და  შესაბამისი სერტიფიკატის შენახვის ერთი მომსახურების და, შესაბამისად, მისთვის დადგენილი ერთი საფასურის ფარგლებში, შესაძლებელია სააგენტოს მიერ გაცემული ნებისმიერი რაოდენობის სერტიფიკატების შენახვა. 3. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურება  ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზის განმახორციელებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გულისხმობს მოთხოვნილი ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციას და შედეგად მიღებული ინფორმაციის მისთვის გადაცემას. 4. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღების გადაცემა მფლობელისთვის დაუშვებელია. მუხლი 44🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვასა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიღებაზე უფლებამოსილი პირები ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვაზე და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიღებაზე უფლებამოსილი პირია იურიდიული პირი, რომელიც თავისი ფუნქციების შესრულებისას აგროვებს და დაშიფრული სახით ინახავს ბიომეტრიულ მონაცემებს, ამ დოკუმენტის საფუძველზე გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის  სერტიფიკატების გამოყენებით. მუხლი 45🔗. განცხადების წარდგენა 1. განცხადება ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიღების თაობაზე წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მომსახურების მიწოდებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. აღნიშნული დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში. მუხლი 46🔗. სააგენტოში წარსადგენი ინფორმაცია 1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ამ წესის 43-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურებების მიღების შესახებ მოთხოვნას; ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას; გ) ხელმოწერის თარიღს; დ) განმცხადებლის უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში. 2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების  დანართი; ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. თუ სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე არ არის გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი, განმცხადებელმა სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული განცხადება უნდა წარადგინოს სააგენტოში ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღების და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით განცხადების წარდგენიდან 5 დღეში. მუხლი 47🔗. განცხადების განხილვა და მომსახურების მიწოდება 1. თუ სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემულია ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი, განცხადების მიღების შემდეგ 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან. 2. თუ სააგენტოს მიერ განმცხადებლის სახელზე არ არის გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი, განცხადების მიღებისა და ამავე წესის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული განცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან.  3. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციას.   სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები – სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას, თუ: ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება  ამ წესის 46-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა; ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს; გ) ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება  პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი. 6. განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვის და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების თანხის გადახდის თაობაზე. შეტყობინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში  განმცხადებელი ვალდებულია, გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური. აღნიშნულ ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი  დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი მომსახურების მიწოდებას. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. ამ წესის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემის, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღების და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების გაწევის გადაწყვეტილებები მიიღება ერთად. მუხლი 48🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვასა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიწოდებაზე უარის თქმის საფუძვლები განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონული ხელმოწერის  ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების მიწოდებაზე, თუ: ა) განცხადების დანართი წარდგენილია ამ წესის 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით; ბ) განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების მატერიალურად წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები, ამ წესის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ან განცხადებაში მითითებული პირისა და სააგენტოში განცხადების უშუალოდ წარმომდგენი პირის მონაცემები სხვადასხვაა; გ) განმცხადებლის სახელზე არ არის გაცემული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი და სააგენტოს მიერ განმცხადებელის სახელზე, ამ წესის VI თავის შესაბამისად, არ მიმდინარეობს შიფრაციის სერტიფიკატის გაცემის საქმისწარმოება; დ) განმცხადებელმა ამ წესის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასური. მუხლი 49🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვის და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების შეწყვეტის საფუძვლები 1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურება შეწყდება: ა) თუ ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების  შეწყვეტისა და განმცხადებლის სახელზე გაცემული შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღების მესამე პირისთვის გადაცემის ან განადგურების შესახებ განცხადება წარადგინა უფლებამოსილმა პირმა; ბ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის ვადის ამოწურვიდან 15 წლის გასვლის შემდეგ; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. უფლებამოსილი პირი, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების  შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. სააგენტო განიხილავს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების შეწყვეტის  თაობაზე განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ. 4. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის დახურული გასაღები მესამე პირს გადაეცემა უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღები გადაეცემა მხოლოდ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს ან სუბიექტს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერთიფიცირებულია სსტ ენ ისო/იეკ 27001:2017 / 2017, სსტ ისო/იეკ 27001:2013 / 2015 ან  ISO/IEC 27001:2013  სტანდარტის მიხედვით. მუხლი 50🔗. დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების  დეშიფრაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირები დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების  დეშიფრაციის მოთხოვნა შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გავლილი აქვს აკრედიტაცია სსტ ისო/იეკ 17025:2017 / 2017 ან ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის შესაბამისად და მისი აკრედიტაციის სფეროში შედის ხელნაწერი ტექსტები, ხელწერის საფუძველზე პიროვნების იდენტიფიკაცია. მუხლი 51🔗. დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების  დეშიფრაციის განცხადების წარდგენა 1. განცხადება დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების  დეშიფრაციის მომსახურების მიღების თაობაზე წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მომსახურების მიწოდებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 52🔗. ექსპერტის მიერ წარსადგენი ინფორმაცია 1. სააგენტოში წარსადგენი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მოთხოვნას ამ წესის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღების შესახებ; ბ) ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის მიღების შესახებ მოთხოვნას იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელზე არ არის გაცემული აქტიური სტატუსის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი; გ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის/ექსპერტის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას; დ) ხელმოწერის თარიღს; ე) სააგენტოში განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი); ვ) ექსპერტის ან/და საექსპერტო დაწესებულების უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაციას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი). 2. სააგენტოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების  დანართი; ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ელექტრონული დოკუმენტიდან შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ამოღებული, მხოლოდ დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები; დ) შესაბამის სფეროში ექსპერტიზის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი ინფორმაცია და დოკუმენტი; ე) განმცხადებლის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობის სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელზე არ არის გაცემული აქტიური სტატუსის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი. მუხლი 53🔗. დეშიფრაციის განცხადების განხილვა და მომსახურების მიწოდება 1. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურება ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. 2. განცხადების მიღების შემდეგ 10 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან. 3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას, თუ განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება: ა) ამ წესის 52-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა; ბ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი. 5. თუ განმცხადებლის სახელზე არ არის გაცემული აქტიური სტატუსის ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი: ა) სააგენტო განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობის წარმოდგენის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობის  წარმოდგენის დრო და ადგილი; ბ) განმცხადებელი ვალდებულია, გამოცხადდეს სააგენტოს მიერ წინასწარ წერილობით განსაზღვრულ დროსა და ადგილას და წარმოადგინოს ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობა; გ) სააგენტო ადგენს ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინდივიდუალური მოწყობილობის განმცხადებლის მიერ სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტებთან შესაბამისობას და გასცემს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის სერტიფიკატს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ გამოცხადდა სააგენტოში, განცხადება რჩება განუხილველი. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემის შეუძლებლობისას, სააგენტო უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ვადა, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი. 8. სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლის მიერ წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტიდან ამოღებული დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების გაშიფვრას,  განმცხადებლის სახელზე გაცემული აქტიური ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის ღია გასაღების მეშვეობით დაშიფვრას და განმცხადებლისთვის უსაფრთხო მიწოდებას. მუხლი 54🔗. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლები განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციაზე, თუ: ა) განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების მატერიალურად წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები, ამ წესის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ან განცხადებაში მითითებული პირისა და სააგენტოში განცხადების უშუალოდ წარმომდგენი პირის მონაცემები  სხვადასხვაა; ბ) შეუძლებელია განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ელექტრონული დოკუმენტიდან ამოღებული, დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების გაშიფვრა. თავი VIII ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის გაცემისა და მომსახურების მიწოდების წესები მუხლი 55🔗. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენა 1. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენა არის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანდო მომსახურება. 2. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურება ადგენს ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის უტყუარობას, ამავე დოკუმენტზე განხორციელებული დროის კვალიფიციური აღნიშვნის/აღნიშვნების გათვალისწინებით. მუხლი 56🔗. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მიღების პირობები 1. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების მიღება, შეზღუდული წარმადობის პირობით, მუდმივად და უსასყიდლოდ არის შესაძლებელი. ამ სახის მომსახურების მისაღებად არ არის საჭირო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა და იგი ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით. 2. იურიდიული პირებისათვის ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღება, ამ მუხლის პირველი პუნქტისგან განსხვავებული პირობებით, შესაძლებელია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ერთჯერადად მიღების მინიმალური პერიოდია 30 კალენდარული დღე.  დღის შერჩეული მონაკვეთის გარანტირებული წარმადობის მინიმალური პერიოდია 1 საათი. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების 1 წამში მაქსიმალური გარანტირებული წარმადობაა 100 მოთხოვნა. მუხლი 57🔗. განცხადების წარდგენა 1. განცხადება ამ წესის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით წარედგინება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარედგინოს დანართი, რომლის ფორმაც მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. დანართი განმცხადებლის მიერ ივსება სააგენტოს ვებგვერდზე და მას შექმნისთანავე ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი. დანართის შექმნის შემდეგ მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია. 3. დანართის წარდგენა სააგენტოში შესაძლებელია მისი შევსებიდან ერთი თვის განმავლობაში. მუხლი 58🔗. სააგენტოში წარსადგენი ინფორმაცია 1. სააგენტოში წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიღების შესახებ მოთხოვნას; ბ) ორგანიზაციის დასახელებას, ხელმომწერი პირის სახელსა და გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას; გ) ხელმოწერის თარიღს. 2. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული განცხადების დანართი; ბ) განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არაუგვიანეს განცხადების შეტანის დღისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 59🔗. განცხადების განხილვა 1. განცხადების მიღების შემდეგ 15 დღის ვადაში სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. 2. განცხადების განხილვის ფარგლებში, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაცია. სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია: ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები – სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. 3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას იმ შემთხვევაში, თუ: ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესის 58-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება  პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი. მუხლი 60🔗. მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძვლები განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით გაწევაზე, თუ განცხადების დანართი წარდგენილია ამ წესის 57-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით. მუხლი 61🔗. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდება 1. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდების მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით ხელმისაწვდომობას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 10 დღის ვადაში, განმცხადებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის ოდენობის შესაბამისი პერიოდით. მუხლი 62🔗. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები 1. ამ წესის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება შეიძლება დროებით  შეჩერდეს ან შეიზღუდოს: ა) თუ მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა; ბ) სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურაში არსებული ისეთი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, რომელიც შეუძლებელს ხდის მომსახურების მიწოდებას. 2. ამ წესის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება შეიძლება დროებით შეჩერდეს, თუ მომსახურებაზე განხორციელდა კიბერშეტევა. 3. ამ წესის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება შეწყდება: ა) უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე; ბ) მომსახურების ვადის ამოწურვის შემთხვევაში; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 3. უფლებამოსილი პირი ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის მომსახურების გარანტირებული წარმადობით მიწოდების შეწყვეტის მატერიალური ფორმით განცხადება, რომელიც არ არის შედგენილი რთული წერილობითი ფორმით, სააგენტოს წარედგინება უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში ფიზიკურად გამოცხადების გზით. განცხადება უნდა მოიცავდეს განცხადების წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).