საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №31 |
|
2014 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
3. დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სააგენტო იტოვებს უფლებას, პირის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა.
5. სტანდარტის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში კომპაქტურ დისკზე ჩაწერისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.
6. დაინტერესებულმა პირმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ხელმოწერილი და დასკანერებული განცხადება უნდა ატვირთოს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.competition.ge) საჯარო ინფორმაციის გრაფაში.
7. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს.
გ) მოთხოვნას.
8. სტანდარტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით წარმოდგენილი განცხადება სააგენტოს მიერ არ განიხილება, რის შესახებაც არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ეცნობება განმცხადებელს, მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
9. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტანდარტის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციას, რის შესახებაც არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ეცნობება განმცხადებელს და მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურება, შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.
10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურების მომდევნო სამუშაო დღიდან.
11. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა და განმცხადებლისათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
12. სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს).
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ თანდართული სახით.ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ბარაბაძე
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. სსიპ - კონკურენციის სააგენტოში (შემდგომში - „სააგენტო“) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სააგენტოში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.