„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
010340000.41.046.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №35

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www. matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 30/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.41.046.016009) დამტკიცებულ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში „სააგენტო“) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სააგენტოში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე,  სააგენტო იტოვებს უფლებას, განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა.“.

3. მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაინტერესებულმა პირმა, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიღების მიზნით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა გააგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (info-gca@competition.ge).

7. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს; იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს.

ბ) მოთხოვნას.“.

4. მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 

5. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციას, რის შესახებაც არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ეცნობება განმცხადებელს და მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება ელექტრონული მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურება, შესაბამისი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2020.
როდის იქნა მიღებული „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.10.2020. მიმღები ორგანო — კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.41.046.016012.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №35, 22.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 010340000.41.046.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5020531/