📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 4 აქტს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების წესის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჭირო ფორმების და სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2018
გამომცემი ორგანო ნებართვის სახე,№ ---და გაცემის თარიღი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016514
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,380 სიტყვა · ~12 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ნებართვის სახე,№ ---და გაცემის თარიღი ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა)
N დაბრუნების თარიღი
გვარი სახელი
დუბლიკატის გაცემის თარიღი
განთავსების ნებართვის № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 4 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.10.2022 ადიგენის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.12.2024 კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმისა და განთავსების სანებართვო რეესტრის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 18.03.2016 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.04.2018 გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 02.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების წესის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჭირო ფორმების და სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №68 2018 წლის 29 ივნისი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების წესის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჭირო ფორმების და ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 26​​1 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების, „მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ “ ქვეპუნქტის და  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების  რეგისტრაციის  წესისა  და  მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების  რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  ფინანსთა მინისტრის  2005  წლის  2  აგვისტოს  №669  ბრძანებით  დამტკიცებული  ნუსხის  მე-2 პუნქტის  „შ“  ქვეპუნქტის   შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი” დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს  გორის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა  დანართი  №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №3-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 დამტკიცდეს გარე  რეკლამის  განთავსების ნებართვის  უწყებრივი სანებართვო რეესტრი და მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარე რეკლამის განთავსების ნებართვა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი დანართი №4-ის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დამტკიცდეს გამოსაყენებლად  უვარგისი  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვის  ჩამოწერის  შესახებ  აქტი დანართი №5-ის შესაბამისად. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №49 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 21/05/2018;  010250020.35.148.016495)   ბ) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №50 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 21/05/2018; 010250050.35.148.016496)   გ) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №51 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 21/05/2018;  240120100.35.148.016497)   დ) „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №52 დადგენილება (www.matsne.gov.ge - 21/05/2018; 010250050.35.148.016498). მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი 1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. 2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. 3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა – „სერტიფიცირებულია“. 4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 5.  სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე)  წარწერა შესრულებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი. მუხლი 3🔗. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა 1.  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების  გეგმით (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით). 2. გარე რეკლამის გეგმას ამტკიცებს  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. გარე რეკლამის გავრცელების გეგმის პროექტს ამზადებს  გორის  მუნიციპალიტეტის მერია. მუხლი 4🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და წინამდებარე წესის შესაბამისად. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს   გორის მუნიციპალიტეტის მერი. 4. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. მუხლი 5🔗. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს: ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება; ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება; გ) უფლება, რომ  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-3 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის გავრცელების გეგმით. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​1 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2014  წლის  8  დეკემბრის  №669  დადგენილებით  დამტკიცებული  „მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების,  სარგებლობისა  და  მართვის  უფლებებით  გადაცემის, საპრივატიზებო  საფასურის,  საწყისი  საპრივატიზებო  საფასურის,  ქირის  საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 36-ე მუხლის შესაბამისად, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. 4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი აუქციონის წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის № 669 დადგენილებით  II და III თავების შესაბამისად. მუხლი 7🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. სანებართვო პირობების  შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს  გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე,  აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4.  გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ცალმხრივად გაუქმების საფუძველია: ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა; ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა; გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა; დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი; ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. მუხლი 8🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები 1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. 2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა არის: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა; გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში. მუხლი 9🔗. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმას ამტკიცებს  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დანართი №  2 გორის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა N ეძლევა ----------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------                                     ( ნებართვის მიმღების სახელი, გვარი, მისამართი) საფუძველი:------------------------------------------------------------------------------------                    (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები) ნებართვის მოქმედების ვადა:------------------------    დან -------------------------    მდე გაცემულია  20     წლის -------------------                                                  სანებართვო  პირობები ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ ნებართვის მიმღების ხელმოწერა: ----------------------------------- ნებართვის გამცემის ხელმოწერა: ------------------------------------                                                                                                         ბ.ა. დანართი №3 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონისა , საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის , მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების  საფუძველზე . 2. გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის ფორმის აღრიცხვა -ანგარიშგებას ახორციელებს გორის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ეკონომიკის სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე . მუხლი 2🔗. გარე რეკლამის  განთავსების ნებართვის  დამზადება და მომარაგება 1. ამ წესით განსაზღვრული გარე რეკლამის  განთავსების ნებართვა (შემდეგში – ნებართვა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება  შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. ნებართვის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს  გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში მერია ), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ “ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში . 3. ნებართვის  ფორმა შეიცავს დამცავ ნიშნებს . 4. ნებართვის  ფორმა დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით . 5. პოლიგრაფიული საწარმოდან ნებართვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს , რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა . მინდობილობა გორის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში მერი ) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ -ერთ თანამშრომელს . მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს  გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურს  სათანადოდ გაფორმებული მიღება -ჩაბარების აქტით . მუხლი 3🔗. ნებართვის  გაცემა და დაბრუნება 1.  გარე რეკლამის  ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და ნებართვას ხელმოსაწერად ამზადებს  გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდეგში – სამსახური). 2.  ნებართვის  მიღება-ჩაბარება აღირიცხება უწყებრივი სანებართვო რეესტრის სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და  გორის  მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება დადგენილების დანართი №4-ის თანახმად. 3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. 5.  პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ნებართვის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ნებართვის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს  გორის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4🔗. ნებართვის შევსება და წარმოება 1. ნებართვა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ნებართვაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ნებართვის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ნებართვა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ნებართვის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს. 2.  ნებართვა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი ნებართვის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ნებართვის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში. მუხლი 5🔗. ნებართვების შენახვა 1. ნებართვის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. ნებართვა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსი, სადაც ინახება ნებართვა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. მუხლი 6🔗. ნებართვის დუბლიკატის გაცემა 1. ნებართვის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში,  დოკუმენტების წარდგენიდან  2  დღის ვადაში. 2. ნებართვის მფლობელმა ნებართვის  დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ნებართვის  დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. ნებართვის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით. 4. ნებართვის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. 5. ნებართვის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ ეკონომიკის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში) მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი  ნებართვის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №3) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი დანართი № 4 უწყებრივი   სანებართვო რეესტრი (ჟურნალი) ნებართვის სახე,№ ---და გაცემის თარიღი ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა) ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი მონაცემები ნებართვის მიმღების  შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ს/კ) ნებართვის მიმღების  საფირმო სახელწოდება (სახელი,  გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე –ფიზიკური პირისათვის (ხელმოწერა) ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ შენიშვნა დაბრუნებული (გაფუჭებული) უვარგისი მოწმობები N დაბრუნების თარიღი ჩამოწერილი ს      აქტის ნომერი ნებართვის ინდივიდუალური ნომერი ნებართვის  დამბრუნებელი პირი დაბრუნებული ნებართვის მიმღები პირი გვარი სახელი უფლებამოსილება ხელმოწერა გვარი სახელი უფლებამოსილებ ხელმოწერა მკაცრი აღრიცხვის  ფორმის (გარე რეკლამის განთავსების ნებართვა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი № დუბლიკატის გაცემის თარიღი მინიჭებული ნომერი განცხადების რეგისტრაციის ნომერი მოსაკრებლის გადახდის ქვითრის  № ნებართვის დამბრუნებელი პირი დაბრუნებული  ნებართვის მიმღები პირი გვარი სახელი უფლებამოსილება ხელმოწერა გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა დანართი №5 გამოსაყენებლად  უვარგისი  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვის  ჩამოწერის  შესახებ  აქტი აქტი № ------------              გორის მუნიციპალიტეტი  ---------------------- ------------- 20    წელი     გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის  განთავსების ჩამოწერის შესახებ განთავსების ნებართვის № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი გარე რეკლამის უვარგისი ნებართვის  ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:          სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი---------