„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.148.016515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №69

2018 წლის 29 ივნისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მაისის  №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2018; 010250020.35.148.016494) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის არქიტექტურული იერსახის, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების არქიტექტურული იერსახე;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილების გამოყოფას საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების  საფუძველზე  ახდენს გორის მუნიციპალიტეტის  მერი, შემდეგი  წესებით:

ა)  თუ კონკრეტული ტერიტორია მდებარეობს  სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, ქონება, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცემა მეწარმეს (მისი სურვილის შემთხვევაში), აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული შეფასების გათვალისწინებით;

ბ) დადგენილების ძალაში შესვლისას, გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ობიექტით მოსარგებლეს (თუ ასეთი პირი უკვე არსებობს) ქონება გადაეცემა პირდაპირი განკარგვის წესით,  ნებისმიერი ვადით, აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული შეფასების გათვალისწინებით;

გ) ყველა სხვა შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გარე ვაჭრობისთვის  განსაზღვრული ადგილი, აუდიტორული დასკვნით დადგენილი შეფასების გათვალისწინებით,  სარგებლობის უფლებით  გაიცემა „გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №20 დადგენილების   შესაბამისად.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრული ადგილების გამოყოფასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის  მერი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან  რამდენიმე ან/და  ყველა ადგილისათვის დაადგინოს:

ა) იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად;

ბ) იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე.“

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარე ვაჭრობის ადგილების გამოყოფა შეიძლება მოხდეს მუდმივად ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.“

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაციით:

„51. გარე ვაჭრობის ნებადართული ადგილების სარგებლობის უფლებით გაცემის წესი და გარე ვაჭრობისთვის ნებადართული ადგილების საპრივატიზაციო ფასი და იჯარის ქირა განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებისა და „გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 მარტის №20 დადგენილების შესაბამისად.“

 თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის არქიტექტურული იერსახის, სისუფთავისა და წესრიგის მოთხოვნებს და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.“

 ი) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებზე გარე ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული ადგილების სარგებლობის უფლებით გაცემისას. აღნიშნულ ადგილებზე გარე ვაჭრობის მოწყობის ორგანიზებას უზრუნველყოფს სარგებლობის უფლებით მიმღები, ამ წესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება აქვს განახორციელოს გარე ვაჭრობა გადაცემულ ტერიტორიაზე უშუალოდ ან/და მესამე პირების მეშვეობით. იმ ფიზიკური პირების მიერ გარე ვაჭრობის განხორცილება, რომლებიც არ წარმოადგენენ გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილი სარგებლობის უფლებით მიმღებებს, გარე ვაჭრობა დასაშვებია სასყიდლით ან უსასყიდლოთ, გარე ვაჭრობის ადგილების სარგებლობის უფლებით მიმღების თანხმობით.“

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური), ასევე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.“

 ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) როგორც საკუთრივ  მაღაზიის  მიერ  წარმოებული, ასევე მაღაზიის  მიერ  შემდგომი  რეალიზაციის  მიზნით შეძენილი  ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);“;

მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 შეიცვალოს თანდართული დანართი №2-ით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი №2
ქალაქ გორში გარე ვაჭრობისთვის ნებადართული ადგილების ჩამონათვალი
1. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ , 227,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.161.

2. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ , 218,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.160;

3. ქალაქი გორი, სტალინის გამზ . №19- ის მიმდებარედ , 38,00 კვ. მ,ს/კ 66.45.18.202;

4. ქალაქი გორი, კეცხოველის ქ. 291,00 კვ. მ,ს/კ 66.45.29.008;

5. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ. მ,ს/კ 66.45.18.243;

6. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ. მ,ს/კ 66.45.18.247;

7. ქალაქი გორი, ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 36,00 კვ. მ,ს/კ 66.45.18.245;

8. ქალაქი გორი, სატალინის ქუჩის მიმდებარედ 38,00 კვ. მ,ს/კ 66.45.21.206;

9. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ   33,00 კვ. მ,ს/კ 66.45.21.218;

10. ქალაქი გორი, სამეფოს ქუჩის მიმდებარედ   43,00 კვ. მ,ს/კ 66.45.25.314;

11. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 71 კვ. მ,ს/კ 66.45.12.402;

12. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 35 კვ. მ,ს/კ 66.45.12.403;

13. ქალაქი გორი, სტალინის გამზირის მიმდებარედ 40,00კვ.მ ს/კ 66.45.25.339.