სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისაკენ მიმართული ქმედებებისათვის უპირატესობის მინიჭება;
ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მონაწილეობის ნებაყოფლობითობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტისადმი კომპლექსური მიდგომ