სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირი ვალდებულია:
ა) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
ბ) რეაგირების ძალების ინციდენტის ადგილზე მისვლამდე შეძლებისდაგვარად მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების გადასარჩენად;
გ) შეასრულოს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;
დ) არ მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლეს ან/და რომლებიც საგანგებო სიტუაციის რისკს გაზრდის, ან თავად არ წამოიწყოს ასეთი ქმედებებ