თავი XI — სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების სახეები და მომსახურების გაწევა
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის უფლება აქვთ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
2. ამ კანონის 67‐ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონის 67-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისაგან დროებით სარგებლობაში მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
თავი XII
გარდამავალი და დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4067
წინა რედაქცია (06.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 68. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევა 1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის უფლება აქვთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 2. ამ კანონის 67-‐ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც ხორციელდება მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე . 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროშცი მოქმელდი სებაჯარო. 3. სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონის 67-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისაგან დროებით სარგებლობაში მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. თავი XII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი