სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების სახეებია:

ა) ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ხანძრისაგან ან/და საგანგებო სიტუაციისაგან დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) სახანძრო უსაფრთხოების ზომების ან/და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შემუშავება, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ან/და საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის საკითხებზე ტექნიკური კონსულტაციების გაწევა;

გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ან/და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციული ან/და ტექნიკური გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება;

დ) საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ე) სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კამპანიის ჩატარება, სპეციალური ლიტერატურისა და სარეკლამო პროდუქციის გამოშვება;

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობისა და სისტემის მონტაჟი, გამართვა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;

ზ) ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის სახანძრო უსაფრთხოების გამოცდა;

თ) ცეცხლდამცავი და საღუმელე სამუშაოების შესრულება;

ი) სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვის ორგანიზების სწავლება;

კ) სახანძრო-ტექნიკური პროდუქტის წარმოება, შესყიდვა და საქართველოში შემოტანა;

ლ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შენობის, ნაგებობისა და სათავსის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და შეკეთება;

მ) წყალზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება, გარდა „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ნ) ცეცხლსაშიში სამუშაოების, მასობრივი, სანახაობრივი ან/და სპორტული ღონისძიებების ჩატარების დროს (გარდა უშუალოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებებისა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა) სახანძრო/სამაშველო, საავარიო-სამაშველო ტექნიკით ან/და ეკიპაჟით მომსახურება;

ო) ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას, აეროპორტში ფრენის განხორციელების პერიოდში ან/და სხვა ღონისძიების/სამუშაოს ჩატარების დროს (გარდა უშუალოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებებისა, როდესაც მომსახურება უსასყიდლოდ გაიწევა) სახანძრო/სამაშველო, საავარიო-სამაშველო ტექნიკით ან/და ეკიპაჟით მომსახურება;

პ) სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული სხვა სამუშაოები და მომსახურებ