„ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №351 |
|
2018 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დადგენილების მიზანია, განსაზღვროს საქართველოს ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი (შემდგომში – წესი).“.
2. მე-2 მუხლის „ჰ21“ და „ჰ22“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ21) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ჰ22) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ტყის აღრიცხვის მიზანი
1. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვა წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტექნიკურ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ტყის მდგომარეობის ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ შეფასებას და ქმნის ტყისა და მერქნული რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს.
2. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვა წარმოადგენს ტყის აღრიცხვის სახეს, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით ან მის გარკვეულ ტერიტორიაზე და მის საფუძველზე მიიღება სატაქსაციო მახასიათებლების სტატისტიკური ინფორმაცია.
3. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის მიზანია ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა და მიღებული მონაცემების საფუძველზე ტყის მართვის გეგმის ან ტყითსარგებლობის გეგმის შედგენა.
4. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება და ამ მონაცემების საფუძველზე მონიტორინგი და საერთაშორისო ანგარიშგება.“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ტყის აღრიცხვის ობიექტი
1. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდი.
2. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდი და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით (მუნიციპალური, კერძო) არსებული ტყეები.“.
5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. აღრიცხვის მეთოდები
ტყის აღრიცხვა ხორციელდება მეურნეობის წარმოებისათვის საჭირო სიზუსტით, ტყითსარგებლობის მიზნების გათვალისწინებით, ასევე ქვეყნის მასშტაბით ან მის გარკვეულ ტერიტორიაზე სატაქსაციო მახასიათებლების სტატისტიკური მონაცემების განსაზღვრის მიზნით. ტყის აღრიცხვის მეთოდებია ამორჩევითი და დეტალური აღრიცხვა.“.
6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ტყის ამორჩევითი აღრიცხვისას, ინფორმაციის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენება სხვა მეთოდებიც, უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ტექნიკური დავალების საფუძველზე.“.
7. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ე“ ქვეპუნქტი:
„ზ.ე) წრიული სანიმუშო ფართობების რადიუსი და ფორმა შესაძლებელია შეიცვალოს კვლევის სიზუსტის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ტექნიკური დავალების საფუძველზე.“.
8. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვისას ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის ნორმატივები დგინდება შესაბამისი ტექნიკური დავალებით.“.
9. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის მიზნით, ტექნიკური დავალების შემუშავება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება ხდება მართვის ორგანოს მიერ.“.
10. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზნით ტექნიკური დავალების შემუშავება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება ხდება სამინისტროს მიერ.“.
11. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვას უზრუნველყოფენ მართვის შესაბამისი ორგანოები, ხოლო საქართველოს ტყის ფონდის ეროვნულ აღრიცხვას უზრუნველყოფს სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახსრებით, მესაკუთრესთან შეთანხმებით.“.
12. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის ტექნიკური დავალების შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ, ხოლო აღრიცხვას ახორციელებს და აღრიცხვის მასალების საფუძველზე ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ლიცენზიის მფლობელი.“.
13. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. ტყის მონიტორინგის საფუძველი
ტყის მონიტორინგის საფუძველია:
ა) საქართველოს ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მასალები;
ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების მასალები;
გ) მართვის ორგანოებში შემოსული ინფორმაცია;
დ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმებში ყოველწლიურად ასახული მნიშვნელოვანი ცვლილებები.“.
14. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის განხორციელებამდე მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, ისარგებლოს ბოლო ტყეთმოწყობის პროექტით (მათ შორის, კორომთა გეგმებით) დადგენილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაყოფის შესახებ მონაცემებით, „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის კონტურის ფარგლებში, ამასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს მისდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიების დაყოფა სატყეო უბნებად (მათ შორის, სატყეოებად, კვარტალებად), ხოლო ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია, შემდგომი სარევიზიო პერიოდისათვის ახალი ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძვლად გამოიყენოს არსებული ტყითსარგებლობის გეგმის მასალები. აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.“.
|