შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/15987-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განმცხადებელი: შპს „საქართველოს მარკა“, ს/კ 202906962
წარმომადგენელი: თამარ მუმლაძე, შპს „რეაბილიტაციის“ ს/კ 206096419 ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ამირან დადვანი
კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები: ნინო მუმლაძე-ბარავკოვი, გვანცა ღვინაშვილი, მერაბ წირქვაძე
გაკოტრების მმართველი: აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები: ლელა ხაციკიდუ, ირაკლი წიკლაური, ნათია სახოკია, მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა: კრედიტორთა კრების მოწვევა.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2017 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „საქართველოს მარკის“ წარმომადგენელმა და საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2017 წლის 3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 9 აგვისტოს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2017 წლის 9 აგვისტოს, კრედიტორთა პირველ კრებაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა. კრედიტორთა პირველ კრებაზე აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი კრედიტორული მოთხოვნა 571 742 ლარისა და 19 თეთრის ფარგლებში, როგორც მე-4 რიგის მოთხოვნა. გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „საქართველოს მარკის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
მოვალის გაკოტრების ანგარიშის მოსმენა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 13 ივლისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზში №9.
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე