„თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქმე №2/ 26765-18 |
|
განჩინება საქართველოს სახელით კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ |
|
2018 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი |
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოვალე – შპს „თბილსათბობმშენი“
წარმომადგენელი – თამაზ გიორგაძე
კრედიტორი – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი-სალომე გულოშვილი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – მაია ბარათაშვილი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა შპს „თბილსათბობმშენი“-ის გადახდისუუნარობის საქმე.
2018 წლის 17 დეკემბრის კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-17, 29-ე, 30-ე, 36-ე, მე-40 მუხლებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ადგილზე თათბირით
დაადგინა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „თბილსათბობმშენი“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2019 წლის 23 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზში №30.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სვიანაძე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ?
- დიახ, სასამართლოს აქტები „თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ?
- „თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ მიღებულია 17.12.2018. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/26765-18.
- სად არის „თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „თბილსათბობმშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ, №2/26765-18, 17.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4425228/