„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს კანონი |
1. მე-6−მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ჩაატარონ ტრენინგ-სემინარები.
ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოების ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო და რეგიონული პროგრამები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილ ფარგლებში) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებენ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს.
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე წყვეტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომლის წევრები არიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირები.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების მიზნით თავის სისტემაში შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3030-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3030-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040040000.05.001.018935.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3030-რს, 05.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 040040000.05.001.018935 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4246137/