„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-6–მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ჩაატარონ ტრენინგ-სემინარები.
ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოების ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო და რეგიონული პროგრამები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილ ფარგლებში) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებენ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს.
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე წყვეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომლის წევრები არიან ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირები.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12
1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების მიზნით თავის სისტემაში შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.
3. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1630-რს |