„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.03.2021 ბოლო ცვლილება 30.11.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№336-IVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
040040000.05.001.020278
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 
მუხლი 1. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 124) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის შედეგად წყვეტს სათათბირო ორგანო, რომელიც სააგენტოს წარდგინების საფუძველზე იქმნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევს სამინისტრო.“.

მუხლი 2

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ, საქართველოს მთავრობის ნაცვლად, განისაზღვროს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. შესაბამისად, უფლებამოსილებას ახალგაზრდობის სფეროში განახორციელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

[ 1. (ამოღებულია - 30.11.2023, №3824).  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]

2. ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3824 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N336-IVმს-Xმპ