ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.07.2018
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.164.016327
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი | ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| მომსახურების ძირითადი სახე | სამუშაო ძალა |
| ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება (პარკები და სხვ.) | 63,000 |
| ნარჩენების შეგროვება | დანახარჯების განაწილების საფუძველი |
| ნარჩენების გადამუშავება | ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის |
| სულ | 38,088 ₾ |
| მომსახურების სახე | დანახარჯების განაწილების საფუძველი |
| ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება | ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის |
| ნარჩენების განთავსება (ნაგავსაყრელის ოპერირების ხარჯი) | ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის |
| სულ: | 290,430 |
| საყოფაცხოვრებო | 41,738 |
| ნარჩენების გადამუშავება (რეციკლირება) | მომსახურება არ წარმოებს |
| გასანაწილებელი თანხა | 0 ₾ |
| კარდაკარ | 18,339 |
| საერთო კონტეინერები | 0 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 02.09.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის
დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის
გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის
ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2018 წლის 5 ივლისი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლისა და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 და მე-5 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-16 მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. შემოღებულ იქნეს ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია და ცხრილები დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ (დანართი 1).
2. დამტკიცდეს ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების ტიპური ფორმა (დანართი 2).
3. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა (დანართი 3).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტებრის №15 დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ .
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ქევხიშვილი
დანართი 1
ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში –
ინსტრუქცია) აწესრიგებს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება მისი დადგენის მომენტისთვის მოქმედი კანონების შესაბამისად, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების, მათ შორის საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების, კაპიტალური და/ან ფინანსირების ხარჯების საფუძველზე, სუბსიდირების შესაძლებლობების გათვალისწინებით და მომსახურების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის პრინციპის დაცვით.
3. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გამოყენებულ ტერმინთა განმარტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო
1. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს/კ:441555363) (ოპერატორი) მეშვეობით გაწეული მომსახურებისათვის –
მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვისათვის საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს, რომელიც ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას და განთავსებას.
3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ხიდებს, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებსა და ფერდობებს და გულისხმობს ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდას და ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებას.
4. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, საბოლოო ადგილზე განთავსებას.
მუხლი 3🔗. სამართლებრივი საფუძვლები
ინსტრუქციის მიღების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №159 დადგენილება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ და ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №53 განკარგულება.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელი არის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე წარმოქმნის მუნიციპალურ ნარჩენს (ნარჩენის წარმომქმნელი).
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გაანგარიშების საფუძვლები
1. მოსაკრებლის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაწეული მომსახურების კატეგორიები და მომსახურების მიმღები.
2. გაასწევი მომსახურება მოიცავს ტერიტორიის დასუფთავებას, ნარჩენების შეგროვებას და განთავსებას.
3. მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს მოსახლეობა, კომერციული და სამრეწველო ობიექტები.
4. ისეთი ნარჩენების მართვა, რომელიც არ მიეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ხდება ნარჩენების წარმომქმნელსა და ოპერატორს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, „ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფებისა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის შემუშავების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე.
5. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, ინდივიდუალური ან საერთო სარგებლობის ურნებით სარგებლობის გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის განაკვეთი
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, შეღავათები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
2. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დადგენილი დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება სრული ხარჯთაღრიცხვით დადგენილი დანახარჯის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სუბსიდირების საფუძველზე.
3. მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეთათვის, ინდივიდუალური ურნებით მომსახურების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
4. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი
1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.
2. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.
3. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.
4. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე, რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება მუნიციპალური ნარჩენები.
6. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. მოსაკრებელის გადახდა ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის განხორციელდება ხელშეკრულების (დანართი №2-ის) საფუძველზე.
8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).
9. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
10. თუ წინასწარგადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
11. სავალდებულოა მოსაკრებლის გადახდა დადგენილ ვადებში.
12. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
1. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.
2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი სამეწარმეო იურიდიული პირი უფლებამოსილია, არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტს.
3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე/ მოსარგებლე ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე, მესაკუთრე/ მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან, ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
მუხლი 9🔗. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოებს, ორგანიზაციებსა და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ყვარლის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
მუხლი 10🔗. ზედამხედველობა და დავების გადაწყვეტა
1. ნარჩენების შეგროვების პროცესის მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს ყვარლის მუნიციპლიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახური.
2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელსა და ოპერატორს შორის წარმოშობილი დავა წყდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (დანართი №2) და ურთიერთშეთანხმების გზით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ოპერატორსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
გასული წლების დანახარჯები
მომსახურების ძირითადი სახე
სამუშაო ძალა
ავტომანქა-ნებისა და აღჭურვი-ლობის საექსპლუა-ტაციო ხარჯები
სახარჯი მასალები
იჯარის ან ქირის გადასახადი
საკონტ-რაქტო მომსახუ-რება
სესხის დაფარვა
ცვეთა და/ან სესხის ძირის დაფარვის, პროცენტის გადახდა და რეკაპიტა-ლიზაცია
დაუხარის-ხებელი ხარჯები
სულ
ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება (პარკები და სხვ.)
63,000
41,380
6,000
67,700
178,080
ნარჩენების შეგროვება
112,350
112,350
ნარჩენების განთავსება
0
ნარჩენების გადამუშავება
0
სულ
175,350
41,380
6,000
0
0
0
67,700
0
290,430
დანახარჯების განაწილება მიწოდებული მომსახურების საფუძველზე
მომსახურების სახე
დანახარჯების პროგნოზირების საფუძველი
გასული წლების რეალური დანახარჯები*
პროგნოზირებული დანახარჯი
ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება
ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის
178,080
208,000
ნარჩენების შეგროვება
ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის
112,350
152,350
ნარჩენების განთავსება (ნაგავსაყრელის ოპერირების ხარჯი)
ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის
0
0
ნარჩენების გადამუშავება
ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის
0
0
სულ:
290,430
360,350
შეგროვების დანახარჯების განაწილება მომხმარებლების ტიპების მიხედვით
მომსახურების სახე
პროგნოზირებული დანახარჯი მყარი ნარჩენების მართვის გეგმიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
მთლიანი პროგნოზირებული დანახარჯი
ნარჩენების შეგროვება
არ არის ცნობილი
152,350
საყოფაცხოვრებო
ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა
60%
91,410 ₾
კომერციული
ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა
15%
22,853 ₾
სამრეწველო
ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა
25%
38,088 ₾
ნარჩენების გადამუშავება (რეციკლირება)
მომსახურება არ წარმოებს
0
სულ
152,350 ₾
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მომსახურება
ხარჯების განაწილება - მომსახურების ტიპის მიხედვით
გასანაწილებელი თანხა
91,410 ₾
მომსახურების სახე
დანახარჯების განაწილების საფუძველი
განაწილებული თანხის % წილი
კარდაკარ
ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე
40%
36,564 ₾
საერთო კონტეინერები
ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე
60%
54,846.00 ₾
ბუნკერები
ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე
0%
0.00 ₾
სულ
91,410 ₾
კომერციული ნარჩენების შეგროვების მომსახურება
ხარჯების განაწილება მომსახურების ტიპის მიხედვით
გასანაწილებელი თანხა
22,853 ₾
ნარჩენების შეგროვება
დანახარჯების განაწილების საფუძველი
განაწილებული თანხა
ინდივიდუალური მომსახურების საფასური
ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე
0%
სულ
0 ₾
საერთო კონტეინერების მომსახურების საფასური
ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე
100%
სულ
22,852.50 ₾
სამრეწველო ნარჩენების შეგროვების მომსახურება
ხარჯების განაწილება მომსახურების ტიპის მიხედვით
გასანაწილებელი თანხა
38,088
ნარჩენების შეგროვება
დანახარჯების განაწილების საფუძველი
განაწილებული თანხა
ინდივიდუალური მომსახურების საფასური
ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე
100%
სულ
38,088 ₾
საერთო კონტეინერების მომსახურების საფასური
ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე
0%
სულ
- ₾
ხარჯების განაწილება - მყარი ნარჩენების განთავსება
გასანაწილებელი თანხა
0 ₾
მომსახურების კატეგორია
დანახარჯების განაწილების საფუძველი
განაწილებული თანხის % წილი
განაწილებული თანხა
საყოფაცხოვრებო
წარმოქმნილი ნარჩენების % წილი
0%
0 ₾
კომერციული
წარმოქმნილი ნარჩენების % წილი
0%
0 ₾
სამრეწველო
წარმოქმნილი ნარჩენების % წილი
0%
0 ₾
სულ
0 ₾
დასუფთავების მომსახურება
მომსახურების მომხმარებლები
რაოდენობა
ადამიანები ან ბიზნესობიექტები
მოსახლეობის რაოდენობა
41,763
უზრუნველყოფილია ნარჩენების განთავსების მომსახურებით
41,713
არ არის უზრუნველყოფილი ნარჩენების განთავსების მომსახურებით
50
კომერციული ობიექტები
240
სამრეწველო ობიექტები
70
შეგროვების მომსახურების მომხმარებლები
მომხმარებლები
მომხმარებელთა რაოდენობა
საყოფაცხოვრებო
კარდაკარ
18339
საერთო კონტეინერები
23,399
ბუნკერები
0
სულ
41,738
კომერციული
ინდივიდუალური (ურნების რაოდენობა)
0
საბაზისო სტანდარტული მომსახურება (ურნების რაოდენობა (1100 ლიტრიან ურნაზე გათვლა)
0
დამატებითი კონტეინერი (ურნების რაოდენობა (ურნების რაოდენობა (1100 ლიტრიან ურნაზე გათვლა)
0
საერთო კონტეინერებით მოსარგებლე კომერციული ობიექტების რაოდენობა
240
სულ
240
სამრეწველო
ინდივიდუალური (ურნების რაოდენობა)
70
საერთო კონტეინერებით მოსარგებლე ინდუსტრიული ობიექტების რაოდენობა
სულ
70
დასუფთავების მომსახურება
მომსახურება
რაოდენობა
მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯი
თვეში ერთ სულზე საჭირო ტარიფი
კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა
განაწილების საფუძველი
208,000 ₾
მთელი მოსახლეობა
41,763
0.42 ₾
უზრუნველყოფილია შეგროვების მომსახურებით
41,713
0.42 ₾
არ არის უზრუნველყოფილი შეგროვების მომსახურებით
50
346.67 ₾
შეგროვების მომსახურება
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მომსახურება
შემოთავაზებული ტარიფები
მთლიანი დანახარჯი
91,410 ₾
მომსახურება
დანახარჯების განაწილების საფუძველი
განაწილებული დანახარჯი
დანახარჯების სრულად ანაზღაურებაზე დამყარებული ტარიფი თვეში ერთ სულზე
კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა
კარდაკარ
მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა
36564
0.17
3 ₾/ერთ სულზე 12 ₾/ოჯახზე
საერთო კონტეინერები
მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა
54846
0.20
3 ₾/ერთ სულზე 12 ₾/ოჯახზე
ბუნკერები
მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა
0 ₾
#DIV/0!
3 ₾/ერთ სულზე 12 ₾/ოჯახზე
შემოთავაზებული ტარიფები
მთლიანი დანახარჯი
22,853 ₾
მომსახურება
დანახარჯების განაწილების საფუძველი
განაწილებული დანახარჯი
დანახარჯების სრულად ანაზღაურებაზე დამყარებული ტარიფი თვეში ერთ ბიზნესზე
კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა
ინდივიდუალური
ურნების რაოდენობა
0 ₾
#DIV/0!
25.0 ₾/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე
ყოველი დამატებითი ურნის ტარიფი
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დამატებით ურნის დადგმისა და დაცლის საორიენტაციო დანახარჯის საფუძველზე, რომელიც შეადგენს ძირითადი მომსახურების ტარიფის პროცენტულ წილს
100%
#DIV/0!
საერთო კონტეინერები
კომერციული ობიექტების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია ისეთ შენობებში, სადაც კარდაკარ მომსახურება არ ვრცელდება
22,853 ₾
7.93 ₾
25 ₾/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე
სამრეწველო ნარჩენების შეგროვების მომსახურება
შემოთავაზებული ტარიფები
მთლიანი დანახარჯი
38,088 ₾
დანახარჯების განაწილების საფუძველი
მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯი
ტარიფები
ტარიფის შეზღუდვები
ინდივიდუალური
კონტრაქტი მომსახურების საფუძველზე, ტარიფის მინიმალური ზღვარი
38,088 ₾
45.3422619
ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე
საერთო კონტეინერები
კონტრაქტი მომსახურების საფუძველზე, ტარიფის მინიმალური ზღვარი
0 ₾
0.00 ₾
ინდივიდუალური კონტრაქტის საფუძველზე
ნარჩენების განთავსების მომსახურება
შემოთავაზებული ტარიფები
გასანაწილებელი თანხა
0 ₾
მომხმარებელთა კლასიფიკაცია
მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები
დანახარჯების განაწილების საფუძველი
შემოთავაზებული თვიური ტარიფი
კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა
საყოფაცხოვრებო
0 ₾
მომსახურების მიმღები მოსახლეობა
0.00 ₾
ზღვრული ოდენობა ყველა მომსახურებაზე ერთად არ უნდა აღემატებოდეს 12 ₾ ერთ ოჯახზე/თვეში
კომერციული
0 ₾
ბიზნესის რაოდენობა და ტიპი
0.00 ₾
ზღვრული ოდენობა ყველა მომსახურებაზე ერთად არ უნდა აღემატებოდეს 25 ₾ ერთ 1 კუბურ მეტრზე ბიზნესზე/თვეში
სამრეწველო
0 ₾
კონტრაქტები
0 ₾
დანახარჯის სრული ანაზღაურება
სულ
0 ₾
ტარიფები
მომხმარებლის ტიპი
მომხმარებლის რაოდენობა
ჯამური ყოველთვიური ტარიფი (შეგროვება და განთავსება) მომსახურების საფასურიდან გამომდინარე
ტარიფის მაქსიმალური
ზღვარი
შეთავაზებული
ტარიფი
მუნიციპალიტეტი
დასუფთავება
41,763
0.42 ₾
სრული ამოღება
0.42 ₾
საყოფაცხოვრებო
41,738
კარდაკარ
18,339
0.58 ₾
3.00 ₾
0.58 ₾
საერთო კონტეინერები
23,399
0.61 ₾
3.00 ₾
0.61 ₾
ბუნკერები
0
#DIV/0!
3.00 ₾
#DIV/0!
კომერციული
ინდივიდუალური (1მ3 ნარჩენზე)
0
#DIV/0!
25.00 ₾
#DIV/0!
დამატებითი ურნები (1მ3 ნარჩენზე)
0
#DIV/0!
საერთო კონტეინერები (ფიქსირებული მოსაკრებელი)
240
7.93 ₾
25.00 ₾
7.93 ₾
სამრეწველო
ინდივიდუალური (ფიქსირებული მოსაკრებელი)
70
45.34 ₾
ინდივიდუალური
კონტრაქტები
45.34 ₾
საერთო კონტეინერები (ფიქსირებული მოსაკრებელი)
0
0.00 ₾
ინდივიდუალური
კონტრაქტები
0.00 ₾
შემოსავლები
მომხმარებლის ტიპი
მომხმარებელთა რაოდენობა
მთლიანი თვიური ტარიფი (შეგროვება და განთავსება)
ტარიფის დასაშვები მაქსიმალური ოდენობა
მოსაკრებლების ამოღების მაჩვენებელი %
მთლიანი პროგნოზირე-ბული შემოსავალი მოსაკრებლის ამოღების შერჩეული მაჩვენებლის პირობებში
მთლიანი დანახარჯი
საჭირო სუბსიდი-რება
მუნიციპალიტეტი
დასუფთავება
41,763
0.42 ₾
სრული ანაზღაურება
100%
208,125 ₾
208,000 ₾
125 ₾
საყოფაცხოვრებო
41,738
კარდაკარ
18,339
0.17 ₾
მომსახურება არ არსებობს
100%
36,564.00 ₾
36,564 ₾
0.00 ₾
ნარჩენების საერთო კონტეინერები
23,399
0.20 ₾
3 ₾/სულზე
100%
54,846 ₾
54,846 ₾
0.00 ₾
ნარჩენების ბუნკერები
0
#DIV/0!
3 ₾/სულზე
100%
#DIV/0!
0.00 ₾
#DIV/0!
სულ
91,410 ₾
91,410 ₾
0 ₾
კომერციული
ინდივიდუალური
0
#DIV/0!
25
100%
#DIV/0!
0 ₾
#DIV/0!
დამატებითი ურნები
0
#DIV/0!
#DIV/0!
0 ₾
#DIV/0!
საერთო კონტეინერები
240
7.93 ₾
25
100%
22,853 ₾
22,853 ₾
0 ₾
სულ
22,853 ₾
22,853 ₾
0 ₾
სამრეწველო
ინდივიდუალური
70
45.34 ₾
ინდივიდუალური კონტრაქტები
100%
38087.5
38,088 ₾
0 ₾
საერთო კონტეინერები
0
0.00 ₾
ინდივიდუალური კონტრაქტები
100%
0
0 ₾
0 ₾
სულ
38,088 ₾
38,088 ₾
0 ₾
სულ
360,474.66 ₾
360,350 ₾
125 ₾
დანართი 2
ხელშეკრულება
ქ.ყვარელი / / /20 წ
ჩვენ, ერთი მხრივ, ყვარლის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის მერის სახით, შემდგომში „ყვარლის მუნიციპალიტეტი“, ხოლო, მეორე მხრივ
__________________________________________________________________________
(იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების დასახელება, ინდ. მეწარმის საიდენტიფიკაციო კოდის №, მისი მესაკუთრე, მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი)
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
(გვარი, სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი). შემდგომში „იურიდიულ პირად, საწარმოდ, დაწესებულებას, ინდ. მეწარმედ’’ წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას.
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირება და განთავსება.
მუხლი 2🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას ყვარლის მუნიციპალიტეტი ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს/კ:441555363) მეშვეობით, რომლის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება დასუფთავების მოსაკრებლის შეტყობინებაში.
2. იურიდიული პირები, საწარმოები, დაწესებულებები და ინდ. მეწარმეები ვალდებულები არიან წარმოქმნილი ნარჩენები მოაგროვონ და განათავსონ სპეციალურ ურნებში.
3. იურიდიული პირები, საწარმოები, დაწესებულებები და ინდ. მეწარმეები ვალდებულნი არიან თავად შეიძინონ სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყონ მისი განთავსების ადგილი.
4. მომსახურე პირი ვალდებულია ნაგვის გატანა მოახდინოს
_______________________________________________________________________________
(მიეთიოს რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში)
5. იურიდიული პირი, საწარმო, დაწესებულება და ინდ. მეწარმე უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მოსთხოვოს მოსაკრებლის გადამხდელის ვალდებულების შეწყვეტა ან კორექტირება.
6. მე-5 პუნქტში მოცემულ შემთხვევაში იურიდიული პირი, საწარმო, დაწესებულება და ინდ. მეწარმე ვალდებულია მუნიციპალიტეტს წარუდგინოს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების კორექტირების ან შეწყვეტის საფუძვლები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ.
7. მუნიციპალიტეტი უფლებას იტოვებს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.
3. მხარეთა პასუხისმგებლობა
1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. გადამხდელს ეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 2 %-ის გადახდა პირგასამტეხლოს სახით.
3. თითოეული მხარე ვალდებულია დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს დადგენილი წესით, შეთანხმების ფარგლებში. ამასთან თითოეულმა მათგანმა ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარეს ვალდებულების შესრულებაში. მხარე, რომელიც არღვევს ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.
მუხლი 4🔗. ანგარიშსწორების პირობები
1. იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ___________ ლარით.
2. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის შეტყობინების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყონებლივ აცნობონ ერთმანეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის შესახებ.
მუხლი 5🔗.ხელშეკრულების მოქმედების ვადა
1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.
2. ხელშეკრულება ძალაშია 20__ წლის ____________________________.
3. თუ მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ამოწურვამდე არ გამოთქვამენ სურვლს მის შეწყვეტაზე, წინამდებარე ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით.
მუხლი 6🔗. დავათა გადაწყვეტა
1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით.
2. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს სასამართლო.
7. დასკვნითი დებულებანი
1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და გადაეცემა თითოეულ მხარეს.
2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით.
3. ურთიერთობები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი / / / /
დანართი 3
დასუფთავების მოსაკრებელი
ქვითარი №
აბონენტის კოდი № - - - - - - - - - - - - -
აბონენტი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
20 -- წ - - - - - - - - - - - - - - - -
ტარიფი: 1 სული ---,-- ლარი.
სულადობა: - - - - - - - - - -
გადასახდელი თვეში: - -, - - ლარი
გასული პერიოდის დავალიანება: - - ,- - ლარი
სულ გადასახდელი: - - -, - - - ლარი
გადახდის ვადა არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა
საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში GE24NBO330100200165022, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, დასუფთავების მოსაკრებელი 300563189