„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3111-რს
სარეგისტრაციო კოდი
210020140.05.001.018950
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 15 ლარს.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას:

ა) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია აღიარებითი რეჟიმით მისი პირველად შემოტანის დროს (გარდა დაინტერესებული პირის მიერ იმპორტირების მიზნის მიუხედავად ფარმაცევტული პროდუქტის პროაქტიულად დარეგისტრირებისა და უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით დაშვებისა შეტყობინების გზით) – 500 ლარი;

ბ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია ეროვნული რეჟიმით – 2500 ლარი;

გ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 2000 ლარი;

დ) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;

1) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;

ე) იმუნობიოლოგიური პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;

ვ) იმუნობიოლოგიური პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;

ზ) რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;

თ) რადიოფარმაცევტული საშუალების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;

ი) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი;

კ) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი;

ლ) სტომატოლოგიური მასალის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;

მ) სტომატოლოგიური მასალის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;

ნ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა) რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;

ო) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა) ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი;

პ) სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 1000 ლარი;

ჟ) სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 250 ლარი;

რ) სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 330 ლარი;

ს) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;

ტ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 125 ლარი;

უ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 170 ლარი;

ფ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 50 ლარი;

ქ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი;

ღ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი;

ყ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი;

შ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი;

ჩ) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 600 ლარი;

ც) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი.“.   

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3111-რს