„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3070-რს
სარეგისტრაციო კოდი
280110010.05.001.018946
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 30) მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 5. საარსებო მინიმუმის ნორმებისა და ნორმატივების განსაზღვრა

საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობას, ნორმებსა და ნორმატივებს ადგენს და აუცილებლობის შემთხვევაში გადასინჯავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3070-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2018.
როდის იქნა მიღებული „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3070-რს. სარეგისტრაციო კოდი — 280110010.05.001.018946.
რამდენი მუხლისგან შედგება „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3070-რს, 05.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 280110010.05.001.018946 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4247328/