ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის, გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2018
matsne.gov.ge 1,177 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.03.2022 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 27.02.2018 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღების/გასავლის ჟურნალების ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 25.12.2014 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის, გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 2018 წლის 6 ივლისი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის, გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85​1 მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 177-ე მუხლის,  „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი (დანართი №1); ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუში (დანართი  №2); გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი (დანართი №3); დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ში წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა (დანართი №4). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, დაწესებულებებიდან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის, გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აპრილის №28 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია დანართი №1     ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა  და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესს და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაიგზავნოს მატერიალურად/ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მოთხოვნის თაობაზე განცხადება რეგისტრირდება შესაბამის განყოფილებაში ან იგზავნება ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე.  მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ელექტრონულ მისამართზე ან/და ვებგვერდზე შემოსული ელექტრონული განცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის შესაბამისი თანამდებობის პირები წერილობითი სახით ადასტურებენ ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით. 4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამის განყოფილებაში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. დანართი №2 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს მოქ. ------------------------------- მცხ.------------------------------- ტელ/მობ.:------------------------------- ორგანიზაციის დასახელება:------------------------------- გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------- (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია მატერიალური/ელექტრონული სახით.  ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------; 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე; 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი)------------------------------- თარიღი:------------------------------- დანართი №3 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი მუხლი 1🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)იდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. მუხლი 2🔗 მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ. მუხლი 3🔗 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 (ორი) ლარს. დანართი №4 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ში წარსადგენი ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა ---------------------------------------------- დასახელება და თანამდებობის პირის ვინაობა, ვისთანაც იგზავნება საჩივარი საჩივრის ავტორის სახელი:__________________________ გვარი:____________________________                                                მის.:_________________________________________ ტელ.:_____________   ელ.ფოსტა______________ წარმომადგენლის (არსებობის შემთხვევაში) სახელი:__________________________ გვარი:____________________________                                                      მის.:_____________________________________________ ტელ.:_____________  ელ.ფოსტა______________ ადმინისტრაციული საჩივარი გარემოებების აღწერა, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------. იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება, ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება (რეკვიზიტები): ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. კონკრეტული მოთხოვნა (მაგ., ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან ქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა): ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------. დამატებითი ინფორმაცია: ---------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------. თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი: საჩივრის ავტორის ხელმოწერა:                                                         თარიღი:                                                             შენიშვნა: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების ან მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესები მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (სზაკ) მე-13 თავით. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადაა ერთი თვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალურად გაცნობის დღიდან ან იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ქმედების (მოქმედების განხორციელება ან განხორციელებისაგან თავის შეკავება) თაობაზე. ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინება აქტის გამომცემ/ქმედების განმახორციელებელი ორგანოს ან თანამდებობის პირის ზემდგომ თანამდებობის პირს ან ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება (რეკვიზიტები); ე) მოთხოვნა (მაგ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება, ქმედების განხორციელების მოთხოვნა, ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა); ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) თანდართული დოკუმენტების ნუსხა.