📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-612
სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016530
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 906 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონი „„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმო"

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 21.05.2019 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 02.06.2021 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი სუბიექტების, მათ მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსების/წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 23.01.2026 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.02.2015 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-612 2018 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ „გარემოს  დაცვის შესახებ” საქართველოს  კანონის 58​1 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-7 და მე-13 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს: 1. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი“ (დანართი №1). 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2). 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები: ა) დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3); ბ) დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4). 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააღსრულებო ფურცელის ფორმა (დანართი №5). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 2 თებერვლის №174 ბრძანება. მუხლი 3🔗 ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი დანართი №1  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის შევსების ზოგად წესს. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებებსა და სააღსრულებო ფურცელს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). თავი II ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის  ფორმების შევსების წესი მუხლი 3🔗 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის არსებობისას. მუხლი 4🔗 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემვსებთან, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მუხლი 5🔗 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №2) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში _ მისი სახელწოდება, საინდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება; არსებობის შემთხვევაში მითითება კეთდება ჩამორთმეული და დალუქული ნივთებისა და დოკუმენტების შესახებ, ასევე საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.        მუხლი 6🔗 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. 2. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მუხლი 7🔗 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3) და დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4) აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით, გარდა დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რა დროსაც ჯვარედინად მოინიშნება ის გრაფა, რომელშიც მითითებულია ის ნორმატიული აქტი, რომლითაც იხელმძღვანელა დადგენილების გამომტანმა თანამდებობის პირმა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი და სამართალდამრღვევი, თარიღის მითითებით, ხოლო თუ დადგენილების ასლი იგზავნება ფოსტის საშუალებით, კეთდება სათანადო ჩანაწერი. მუხლი 8🔗 1. სააღსრულებო ფურცელში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება - სააღსრულებო ფურცლის გამცემი; საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. 3. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.